ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ეს არ ყოფილა ჩვენი ნაკრების ყველაზე სუსტი მატჩი, რადგან უარესებიც გვინახავს, მაგრამ ეს იყო ტაქტიკურად ყველაზე გაუმართავი შეხვედრა იოჰან ბოსკამპის დროიდან მოყოლებული... მწვრთნელი და მთლიანი სამწვრთნელო შტაბი აბსოლუტური ზერო...
ვოოტ
18 ივნისი 2024 22:08
3
ტიპმა წელს ყველა მნიშვნელოვანი თამაში ჩააგდო, ბარსელონასთან ორჯერ, რეალთან ორჯერ, საქართველოს ნაკრებთან ხო ვერა და ვერა, არადა დღეს რა გახსნილი თამაში იყო, ეხლა გაუტანს ლეჩეს და პირზე თითებს მიიდებს ვითომ გაჩუმდითო.
კარგი რა კვარა, კარგი რა, დღეს იმენნა დამადუმა ტიპმა.
ცოტა რო წაგვხმარებოდა, აი სულ ცოტა სხვა თამაში იქნებოდა
მეგრელი
19 ივნისი 2024 04:05
5
ისე ხალხო ყველამ დაინახეთ რო უპირატესობა მთლიანად დაუთმეს, როცა თურქებს ბურთი ქონდათ არანაირ პრესინგს არ ეთამაშებოდნენ. მაგათთან პრესინგით უნდა გვეთამაშა და აი უეჭველი, უეჭველი 100 პროცენტით მოვიგებდით!!! რამდენიმე კაცის გარდა დანარჩენები მდორედ დადიოდნენ მინდორზე, მარტო ბოლო 5 წუთში მონდომება არ კმარა!!!! გეთამაშათ პრესინგიიიი,სანიოლ შენი ბრალია ასევე, ინიციატივა რო დაათმობინე, რომელი ესპანეთი ან საფრანგეთი თურქეთი იყო! ან 5-3-2 რა ტაქტიკა იყო, კაი რაა!!!!
პრესინგი!
18 ივნისი 2024 22:48
2
სანიოლი ნოლია, თურქებმა ისეთი გოლები გაიტანეს კარიერაში ვეღარ გაიტანენ ეგეთებს, ჩვენ კი 4 ჯერ უეჭველი გასატანი გავმაზეთ, კარგი მწვრთნელი მოიგებდა ამ თამაშს
A
18 ივნისი 2024 22:28
7
საქართველოს ნაკრებს ამ თამაშის მოგება შეეძლო საერთოდ 1-1 ის მერე
თაზო
18 ივნისი 2024 22:24
1
როგორ არ გცხვენიათ კვარაზე ესე ცუდ კომენტარებს რო წერთ რამ გაგაბოროტატ . ყველამ მოთამაშემ გული და სული ჩადო თამაში უბრალოდ იღბალი არიყო ჩვენ მხარეს.
გიო
19 ივნისი 2024 03:02
26
ფიცი არ მიმიცია რომ სულ კარგი ვთქვა მასზე . ფაქტია დღეს ჩავარდა კვარა. პირველი გოლი საერთოდ მის გვერდზე მდგომმა გაიტანა და ზოგადად მარცხნიდან თურქებს ხიფათი ვერ შეუქმნა. ვის უნდა დავუმალოთ ეს ამბავი?აზრი ექნება რო?
ირაკლი ქუთაისელი
19 ივნისი 2024 03:26
3
კვარა რა ვარსკლავია ბურთს ვერ წაეკარა, მაგის თამაში დგეს თამაში იყო?
გაბრიელი
18 ივნისი 2024 23:04
12
კარგი თამაში იყო, მაგრამ ზოგი რამ ამოუხსნელი დარჩა ჩემთვის: 1. აზაროვზე უკეთესად ითამაშა წიტაიშვილმა ან შენგელია სად იყო ლოჩოშვილი რომ შემოიყვანა? 2. ჩაკვე რატომ შეცვალა მართლა ძალიან კარგად თამაშობდა, 3. ალთუნაშვილის შემოყვანას ბოლო წუთზე ან ქვილითაია ან კიდევ გველესიანი შემოეყვანა ჩაწოდებებზე, 4. მამარდას რა უნდოდა? მესამე გოლი ვაჩუქეთ, როცა ბოლოს შეიძლება ბურთების დათვლა გახდეს საჭირო.
Givi
18 ივნისი 2024 22:27
2
იაშვილის და კობიაშვილის პირადი ჰადაწყვეტილებოთ აზაროვი და არაბიძე არ წაიყვანეს.სანიოლი ჩვეულებრივ როგორც ყველა ფრანგი გამყიდველია.რატომ უნდა გადასცენ ფედერაციის მესვეურებს ღირსების ორდენი როცა პირად ინტერესებს ნაკრებზე მაღლად აყენებენ
ასეს
18 ივნისი 2024 22:16
20
პოლიტ აჟოტირებულებისთვის. სხვა საიტებია აქ სპორტზეა საუბარი და არა ზურაბიშვილი კობიაშვილის ისტორიებზე
ქართველი
18 ივნისი 2024 22:23
2
20-ლარზე კობიაშვილის და იაშვილის ქება არ გიტყდება? გირჩევ თანამემამულე ხითარიანი აქო
ქართველ-ს
18 ივნისი 2024 23:12
5
მადლობა ბიჭებო, ნამდვილად ღირსეულად ითამაშეთ, გენაცვალეთ გულში
ქართველი
18 ივნისი 2024 22:14
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული