ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ვფიქრობდი რომ წავაგებდით, კვარაცხელია წნეხს ვერ უძლებს და ეტყობა მნიშნელოვან თამაშებში ნერვებს ვერ აკონტროლებს, მსოფლიოში უძლიერესია მაგრამ უნდა ისწავლოს მშვიდად თამაში და არ უნდა შებოჭოს ემოციებმა, კოტეიშვილის არ ყოფნამ დღეს შანსი არ დაგვიტოვა,რა დროს წიტაიშვილი ან კვირკველიაა?? დავითაშვილი ძალიან გვიან შემოიყვანეს , მაინც ყველაზე ცუდი კვარაცხელია იყო დღეს,მას შეეძლო თამაში შემოეტრიალებინა მაგრამ საკუთარ ემოცებს ვერ მოერია.
Devkalion
19 ივნისი 2024 02:04
1
ძალიან დასანანი წაგება!
არა და 1-1 მერე ამ თამაშის საერთოდ მოგება შეგვეძლო ცოტა პრაგმატულად რომ გამოგვეყენებინა შექმნილი საგოლე მომენტები!
თაზო
18 ივნისი 2024 23:11
2
და კიდევ ერთს ვიტყვი, დღესაც მიმაჩნია რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ზარმაცი იყო ქინქლაძე. რომელსაც შეეძლო რონალდოს დონეზე უფრო მეტაფ თამაში მაგრამ არ მოინდომა. შოთამ და კახამ ბევრად მეტს მიახწიეს შრომით, იგივე კობიმ. არ არსებობს მარტო ნიჭი ყოველთვის უნდა ეცადოთ განვითარებას და უფრომეტი უნდა მოთხოვოთ საკუთარ თავს. მოინდომეთ!!!
M
18 ივნისი 2024 22:58
3
გოჩოლეიშვილი რატომ ზის სკამზე, დავიჯერო კაკაბაძე უკეთესია?! ბუდუს 5 წუთზე მეტი არ ეკუთვნოდა?! ჩაკვეტაძის არ იყო გასაყვანი.
საერთო ჯამში დიდი მადლობა ბიჭებს, თავი ნამდვილად არ შეურცხვენიათ. კვარააცხეხილიას ოდნავ რომ წასვლოდა თამაში სხვა შედეგი გვექნებოდა.
!!!
18 ივნისი 2024 22:56
4
Მე რო ვწერდი სუყველას გწყინდათ.თქვენ ილუზიებში ყოფნა გირჩევიათ. არადა ორთვეზე მეტია ვწერ-ეს ევროპის ჩემპიონატი ქოჩორასი იქნება მეთქი.აი თქვენ რო მსოფლიო დონის ვარსკვლავი გგონიათ იფაფხურებს მეთქი,იღორებს მეთქი და ბოლოს რო მიხვდება რო ვერაფერს იზავს ვითომ ტრამვას მიიღებს მეთქი.რომელ გუნდშიც არი ეგეც სანატრელი გაუხდება
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
18 ივნისი 2024 22:40
17
დავითაშვილს ჰამბურგერი კაცია..ჯიბიდან სტეიკები უცვიოდა.კვარაცხელია წავიდეს ეხლა აქლემების ლიგაში.,ყველაფერთენ ერთად დღეს თანაგუნდელებს უღალატა არ დარბოდა სხვა ფიქრებში იყო ბიჭი..ესენი ჩავიდნენ გერმანიაში მოსალხენად..ისე ფეხბურთელებზე მეტი ნაკრების დელეგაცია იყო და რისი მომგები არიან ესენი..წარმატებები პირადად ქოჩორაშვილს და მამარდაშვილს
!!
18 ივნისი 2024 22:05
25
არიქა ტრენერს დააბრალეთ. ჯერ ერთი, რომ გეუბნებოდით თურქეთი ჩეხეთზე ბევრად ძლიერიაო. ყურსაც არ გვიგდებდით. მეორე, რომ გაიძახით აზაროვი და არაბიძე გადაარჩენდა ამ თამაშსო, მაგაზე გეტყობათ დონე. არიქა ჩაკვე რატომ შეცვალაო, იმიტომ რომ ტაქტიკა შეცვალა 4*4*2-ძე გადავიდა. ბოლოს საერთოდ 3*4*3-ზე. ბოლოს შტანგას რომ ბურთი მოხვდა, 2 სანტიმეტრით მარცხნივ რომ ყოფილიყო, გავიდოდა შტანგა-გოლი, ჰოდა სანიოლი იქნებოდა გმირი. თამაში წავაგეთ იმიტომ რომ თურქებს ჩვენზე უკეთესი შემსრულებლები ყავდათ, თორე ტაქტიკაში რა აჩვენეს ასეთი? კიდევ იმიტომ წავაგეთ, რომ გამცდილება საერთოდ არგვაქვს. არ გინდათ განტევების ვაცის ძებნა.
პ.ს. კვარა იმიტომ არ შეცვალა რომ ასეთ კაცს შეუძლია ერთი ისეთი გააკეთოს რომ სურათი შეცვალოს. თქვენ შეცვლიდით?
მწარე
19 ივნისი 2024 10:05
6
საბოლოო შედეგი რა არის იცის ამის მნიშვნელობა? არ მიკვირს ფედერაციის ტროლების უნიათა თავის მართლება.მწარე დაჯექი ორიანი
მწარე-ს
19 ივნისი 2024 10:52
6
მწარე იქნებ ისიც გვითხრათ შენგელია, რატომ არ ათAმაშა?
გიზოგ
19 ივნისი 2024 11:27
1
ყველა გამოხმაურება
კვარა იმენა გლეხია. მოწესრიგდეს მაინც რას უგავს წვერ ულვაში. ასეთ მატჩებში თუ არ ასახელა ქვეყანა ლეჩესთან და სასუოლოსთან მოგება ჩვენ რაში გვადგება.
ზოჰანი
18 ივნისი 2024 23:20
26
თვალი გაახილეთ. კვარა რომ არ ყოფილიყო, აქამდე მოსვლა კიდევ მრავალი წელი სანატრებელი გვექნებოდა!
შოთა
18 ივნისი 2024 23:25
11
მამარდაშვილი არაა ის ფეხბურთელი ეს რომ უნდა ეშლებოდეს. მეკარე თუ კარს ტოვებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბურთისთვის მოწინააღმდეგის კარის წინ იბრძოდეს. ის საჯარიმოს გარეთ უნდა მდგარიყო და მოგერიებულ ბურთებზე ენადირა, ცალი თვალი კი კარისკენ უნდა ჭეროდა. რა იცით რომ სწორედ მაგ ბურთმა არ ჩაგვტოვოს ჯგუფში? რაც შეეხება თამაშს, მე მგონი სანახაობრივად ყველაზე საუკეთესო მატჩი იყო დღემდე ჩატარებულთა შორის. მე მგონია ჩეხები არ უნდა იყოს გადაულახავი ზღუდე, მით უმეტეს სტარტის ციებ-ცხელება გავლილია.
ჟორა
18 ივნისი 2024 23:00
5
დებიუტი შედგა, ვიბრძოლეთ რაც შეგვეძლო ყველაფერი გავაკეთეთ. ვიღაცას წაუვიდა თამაში ვიღაცას არა, რაც ფეხბურთის ნაწილია. ორ რამეზე დამწყდა გული:პირველი წიტაიშვილის მიერ მუდმივად თამაშის საკუთარ თავზე აღება რაც არასწორი იყო და მეორე ჩაკვეს ნელი ნაბიჯით გასვლა როცა საქართველოსთვის ყველა წამი მნიშვნელოვანი იყო. ყველაფერი წინ არის
ლაშა
18 ივნისი 2024 22:35
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული