ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
აი ეს იცის კვარადონა, კვარადონას ძახილმა. ფაქტია რომ ხვიჩამ აშკარად მოუკლო. ძალიან ერთფეროვნად თამაშობს და მისი ყველა მოქმედება უკვე ადვილია გამოსაცნობი გახდა მცველებისთვის. ფსიქოლოგიურად გადამწვარია უკვე. თურქეთს მომდევნო თამაში პორტუგალიასთან აქვს და რა ძნელი გამოსაცნობი იყო, რომ ჩვენთან ქულებს ნამდვილად არ დაკარგავდა.
qartveli
18 ივნისი 2024 22:23
5
გვქონდა 100%-იანი შანსები, გულდასაწყვეტია რომ წავაგეთ. ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლოს, ჩაკვეტაძემ შეცვლაზე როდესაც სეირნობით დატოვა მოედანი,- რბილად რომ ვთქვა ძალიან ცუდი საქციელი იყო. (არ ეკადრება)
წინ კიდევ ორი მატჩი გვაქვს!
აუცილებლად ძალიან მალე დადგება ის დრო, როდესაც საქართველოს ნაკრები ერთ-ერთი საუკეთესო ნაკრები იქნება მსოფლიოში!
ამ ევროპაზე გასვლით, უკვე დიდი საქმე გაკეთდა, რადგან ახალი თაობა მასიურად დაინტერესდა ფეხბურთით და ვინ იცის რამდენი დავით ყიფიანი და გიორგი ქინქლაძე გვყავს!
იკა
18 ივნისი 2024 22:09
6
იღბალი უნდა რა ყველაფერს. წაგებას არაფრით არ ვიმსახურებდით. ასეთი დონის მატჩის კვალობაზე კარგად ვითამაშეთ. ქოჩორას გამოვყოფდი. საუკეთესო იყო გუნდში,მიუხედავად იმისა რომ 2 მომენტი გამაზა. ეჰ რას იზამ ძალიან გული დამწყდა. იქნებ ჩეხებს მოვუგოთ.უფრო რთული მეტოქეა, ვიდრე თურქეთი, მაგრამ შეუძლებელი არაფერია
დავით 67
18 ივნისი 2024 22:35
2
ფეხბურთში მთავარი გოლია. გოლი რომ გაიტანო, უნდა შეუტიო. როდესაც ვუტევდით ძალიან მწვავე მომენტებსაც ვქმნიდით. ეს იყო მწვრთნელის წაგებული თამაში. აგებ და გამოგყავს ალთუნაშვილი, ლოჩოშვილი და გაგყავს ჩაკვე. დაცვას ათამაშებ შემტევს. აზაროვი არ მიგყავს, საზონოვი არ მიგყავს და გოჩოლეიშვილი არ შემოგყავს. ზივზივაძეს ბოლო წუთებზე აძლევ შანს. ხედავ მწვრთნელი რომ შეგიძლია შეუტიო და ამოასუნთქო შენი მცველებიც და მაინც დაცვაში რჩები. ხედავ კვარას არ მისდის თამაში და არც არაფერს ცვლი. ერთი გადაწყვეტილება მაინც რომელი იყო, რომელიც ლოგიკურად ჩანდა? სიიდან დაწყებული დღევანდელით დამთავრებული. ვინმე ახსნის რატომ დავიკელით 3 ფეხბურთელი? ხომ გვქონდა 26-ის წაყვანის უფლება? ბიჭებმა ბოლო წამამდე იბრძოლეს. კარგადაც ითამაშეს. სანახაობრივად. სამწუხაროდ მწვრთნელის არ ჩანდა არაფერი.
სიმართლე უნდა ითქვას
19 ივნისი 2024 01:19
1
ეს თამაში სანიოლმა წააგო. კვარაცხელია ვერაფერს ვერ აკეთებდა, პასებს არ იძლეოდა, 90 წუტის განმავლობაში ერთი ერთხელაც ვერ გასცდა თურქ მცველებს, მიუხედავად ამისა მწვრთნელმა მთელი თამაში ათამაშა. ზივზივაძე რომელმაც ნახევარფინალში 2 გოლი გაიტანა და ერთა ლიგის ფინალი გვათამაშე და ევროპაზე გასვლის შანსი მოგვცა მწვრთნელმა მხოლოდ 5 წუთი ათამაშა. ლოჩოშვილის მოედანზე გამოგვანა დიდი შეცდომა იყო. ასევე სამწვრთნელო შტაბიდან არავინ უთხრა მამარდაშვილს რომ კარი უაზროდ არ უნდა დაეტოვებინა და მესამე გოლო არ უნდა მიგვეღო. ბოლო გასვებულმა გოლმა შეიძლება გადამწყვეტი როლო სეასრულოს ჩვენი ჯგუფიდან გასვლასი. იმ შემთხვევაში თუ საქართველო 3 ქულას დააგროვებს შეიძლება ამ მესამე გოლის გამო ვერ გავიდეთ ჯგუფიდან.
ქომაგი
18 ივნისი 2024 22:20
3
უეჭველი, რას გარბოდა წინ ჯგუფის ბოლო თამაში ჰო არ იყო.... კაი რაა, ეგ ერთი გოლი იქნება ზუსტად აი ნახეთ რა, ძაან დიდი შეცდომა იყო მამარდა რა გინდოდა წინნნნნ რააა
გიოო
18 ივნისი 2024 22:29
1
იღბალი დაგვაკლდა. დიდი ქართველის ნათქვამი(აფორიზმი)გამახსენდა, რა ქნას კარგმა მენარდემა დროზე შაში თუ არ მოვა...
ავჭალიდან
18 ივნისი 2024 22:13
1
მადლობა! რაც არ გამოდის დღეს, გამოგვივა ხვალ!
ჟორჟი
18 ივნისი 2024 22:08
0
ვერცეთ მათჩს ვერ მოვიგებთ ეს ასეა მარა არგინდათ რომ შეეგუოთ
ტოლსენი
18 ივნისი 2024 23:55
7
დავღონდი მაგრად... ისეთი დარწმუნებული ვიყავი Რომ მოვიგებდით.არა უშავს،საქართველოს ნაკრები، მაინც მიყვარხართ და წინ კიდევ 2 თამაშია.
Მოცლილი
18 ივნისი 2024 22:46
1
მექვაბიშვილს მაგარი პატრონი ყავს ეტყობა კვერკველიას კიდე მაგარი გავლენები აქ რუსეთიდან არცერთი არის ძირითადში დასაყენებელი ფეხბურთელები. სანიოლი დღეს იყო 0
ტოტტი
18 ივნისი 2024 22:32
10
დღეს ითამაშა ერთმა კაცმა ქოჩორაშვილმა დაცვაში, თავდასხმაში, ხოლო ნახევარდაცვაში ნამდვილი მანუჩარ მაჩაიძე იყო, სამწუხაროდ კვარაცხელიას და ჩაკვეტაძეს თამაში არ გამოუვიდათ და ჩემი აზრით ჩვენი წაგებაც მეტწილად ამან განაპირობა.
ალექსი
18 ივნისი 2024 22:24
7

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული