ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
ბოლოს როცა შესატევი იყო, საქართველომ შეუტია და მხოლოდ უიღბლობის გამო ვერ გავიტანეთ გოლი. ლოჩოშვილმა თავისი საქმე აკეთა, საინტერესოა აზაროვი რას იზამდა მანდ განსაკუთრებულს.
ან რა არაბიძე. კვარაცხელია არ გაახარეს თურქებმა და არაბიძეს საერთოდ გააქრობდნენ. ვინ დაარტყმევინებდა კარში.
ერთადერთი რაც დამაკლდა, ჩვენი ლიდერის გაბრწყინება იყო. აი რაც გულერმა ჩაიდინა, იმას ველოდი ხვიჩასგანაც.
espo
18 ივნისი 2024 22:20
5
კვარაცხელია რატო დადიოდა მთელი თამაში?ფაღარათი ქონდა?
დათო
19 ივნისი 2024 08:01
4
კვარაცხელიას თამაშს ვაკვირდებოდი მთელი თამაში და გაოცებული დავრჩი.ეგ ბიჭი 100 კიარა 20 მილიონიც რატო ღირს ვერ ვხდები.მთელი თამაში დადიოდა,თავჩაწეული იდგა.ერთი რივოკი არ გაუკეთებია ნუ პატკატზე ხომ არაფერს ვამბობ.დაცვითი ფუნქციების დროს საერთოდ გათიშულია,ელემენტარული 2 მეტრში ბურთიანი კაცი ედგა და არც გაიწია ართმევაზე,რავი ვინ გგონია თავი.მესი ჩადიოდა თავის საუკეთესო წლებში დაცვის დასახმარებლად და ამას თავი ვინ გგონია.
ლაშა
19 ივნისი 2024 08:00
8
ამ თამაშის წაგება მთლიანად წიტაიშვილი, მამარდაშვილი და სანიოლის კისერზეა. როგორ დააყენა უსუსრი წიტაიშვილი სასტარტოში დს როგორ შეცვალა ყველაზე კრეატიული ჩაკვე????!
არ ვიცი რა მამარდაშვილო ყველა აი ყველა თამაშში უშვებს უხეშ შეცდომებს და ფეხით თამაში ვერ ისწავლა.
მათე
19 ივნისი 2024 07:26
12
მე მეამაყებით…
დიდება საქართველოს!!!!!!
Geo
19 ივნისი 2024 05:28
3
ჩიჩილაკას და ორგოლას ბრალია ყველაფერი აპოლიტიკურებენ გუნდს, განსაკუთრებით კვარას.
ირაკლი
19 ივნისი 2024 02:26
20
იბრძოლეს და არაუშავს, ურიგო ნამდვილად არ იყო.. ისე, ბოლოს მიქაუტაძეს რომ დაეცლია ქოჩორაშვილი გაიტანდა... მომავალი გამარჯვებებისკენ საქართველო, ყველაფერში!!!
Zviads
19 ივნისი 2024 00:40
5
მეორე ტაიმის დასაწყისში უნდა გამოეყვანა ბუდუ და დავითაშვილი კვარას ნაცვლად
გიო
19 ივნისი 2024 00:35
0
ნუ ახლა, ჯერ მაინც არ აქვს კვარას იმხელა წონა, რომ მის ნაცვლად ორი მოთამაშის გამოყვანის უფლება გვქონდეს...
დდდ
19 ივნისი 2024 01:46
2
ვიცი რომ საიტი მხოლოდ კვარაცხელიას თამაშს "აწვება", მაგრამ ეტყობა სხვადასხვა თამაშს ვუყურებდით.აბა სად და რომელ წუთებში დაინახა სტატიის ავტორმა "მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა"?
ლოჩოშვილის შეყვანა ( მიუხედავად იმისა რომ ძალიან ვგულშემატკივრობ მას პირადად) დიდი შეცდომა იყო.უთამაშებელია, ტემპში ვერ თამაშობს,პასის მიცემა უჭირს....რა ვიცი,ბუდუმ რამე დაუშავა სანიოლს, თუ სხვები ჩაერივნენ ამ შეცვლებში. ბოლო 20-25 წუთი მაინც საჯარიმოში ჩაწოდებებით ვთამაშობდით და რა ვიცი,ბუდუს საყვარელი თამაშის სტილია .
ქოჩორაშვილმა ამ თამაშში მოირგო ლიდერის როლი და გაართვა თავი წარმატებით.
კაშიამაც შესძლო დაცვის ბურჯი ყოფილიყო.
გუნდმა (კვარაცხელიას და ჩაკვეტაძის გამონაკლისით) დადო მაქსიმუმი.ზოგჯერ წიტაიშვილის სუსტი ფორმა გამოიკვეთა, მაგრამ ისიც ცდილობდა.
ასე თუ ისე ვულოცავ რომ გუნდმა ალბათ ბოლო 10-15 წლის განმავლობაში საუკეთესო თამაში აჩვენა.
Walter White
18 ივნისი 2024 23:47
7
ჩაკვეტაძის დღევანდელ თამაშს რო ადამიანი ვერ დაინახავს , ფეხბურთს ტყუილად უყურებს . ჩაკვეტაძე დღეს ყველგან იყო და უდიდესი შავი სამუშაო შეასრულა , მაგრამ ამის დანახვას ფეხბურთის ცოდნა უნდა .
zaza
19 ივნისი 2024 02:41
0
მწვრთნელის ბრალია 3 1 წაგება პირდაპირი მნიშვნელობით...სად იყო კვარაცხელია 80 წუთი ბოლო10 წუთი რომ გააქტიურდა ესეც მწვრთნელის ბრალია რომ ვერ.გადაანაწილა ძალები და მარტო ჩაკვეტაძის და ქოჩორაშვილს რომ დააწვა გუნდი...მწვრთნელი არ გვყავს
ადამიანი
18 ივნისი 2024 22:53
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული