ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
კარგი თამაში იყო, მადლობა ბიჭებს!!!
მაგრამ,.. სურათებს ვათვალიერებდი და შევამჩნიე, ვინმეს რომ ომი გამოეცხადებია გუში საქართველოსთვის კაციშვილი არ იქნებოდა პასუხის გამცემი თბილისში, არც მთავრობა და არც ოპოზიცია. ყვლეა დორტმუნდში იყო, დაგეტოვათ ვინმე თქვე კაი ხალხო. და მეორე, პოლიტიკოსებს სხვანაირი ალგორითმი აძლევს ბილეთებს თუ როგორ იყო ასე ყველამ დედაბუდიანად რომ იშოვა ბილეთი?
Me
19 ივნისი 2024 19:59
1
ჰიმნშივე ეტყობა ჭაკვეს რო არ მღერის ერთ მუშტს ანგრევს აწი გაითვალისწინე ძიაა ჰიმნი შენი ქვეყანა და ლოცვააა
სიმართლე
19 ივნისი 2024 13:12
4
მრცხვენია იმ კომენტარების გამო კვარაზე რომ წერთ. რა უცებ გავიწყდებათ აქამდე კვარას გატანილი გოლებით რომ მოვედით.ახლაც ითამაშა, მაგრამ 2-3დაცვა სულ ჰყავდა, რამდენჯერ ჩააწოდა მშვენივრად, მაგრამ ბედიც საჭიროა, რაც დღეს არ გვქონდა.
მარი
19 ივნისი 2024 11:57
4
შენ დუხჭირ ცხოვრებას მიხედე ასე აჯობებს
მარი-ს
19 ივნისი 2024 12:46
4
ძალიან ბევრი რამ ითქვა კომენტარებში, განსაკუთრებით საინტერესოა ის ხალხი რომლებიც სხვებს ფეხბურთის ცოდნისკენ მოუწოდებს და ამ დროს თავადაც არ არიან პროფესორები.
აქ მხოლოდ საკუთარი აზრები უნდა გამოვთქვათ და იქნებ მართლა მცოდნეებმა (თუ კითხულობენ რათქმაუნდა) ეგებ თავისთვის რამე საინტერესო დაიჭირონ.

თამაშში რათქმაუნდა საკმაოზე ბევრი შეცდომაც დავუშვით, რაღაც მომენტებში კარგადაც ვითამაშეთ, მაგრამ არ გვეყო თამაშის არწასაგებად.
არაუშავს იბრძოლეთ ისწავლეთ და გამარჯვებაც მოვა.

ერთადერთი თხოვნა მექნება ფეხბურთელებთან, ამხანაგურ თამაშში, რომ თავისუფალ კაცს ბურთი არ მიაწოდეთ გოლის გატანის იმედით, ამის გაგება შემიძლია, მაგრამ ეს დიდი ტურნირია შეეცადეთ უფრო ყურადღებით ითამაშოთ და თვალის კიდით ბურთის გარდა სხვა პოზიციებსაც შეხედოთ.

კიდე თითო სიტყვა:
ჯერ კვარას მადიდებლებს: ნამდვილად ვეღარ დაფრინავს ისე, როგორც სინამდვილეში შეუძლია და მჯერა რომ შეუძლია.
ახლა კვარას მაგინებლებს:
კი დრიბლინგი არ გამოუვიდა, მაგრამ მინიმუ 2 კაცის ყურადღება ხომ არ გგონიათ თქვენზეა გადმოტანილი (ყველა მეტეოქე ასე იქცევა). არ დაფიქრებულხართ მის ფლანგზე წიტამ რამდენჯერმა შედარებით თავისუფლად რატომ მიიღო ბურთი?.

ერთადერთი მართლა შეცდომად მამარდას წინ წასვლა მიმაჩნია და ამას სამწვრთნელო შტაბს ვუთვლი. ფეხბურთელმა შეიძლება ემოციურად გაიქცეს, მაგრამ შეუძახე და უკან მიაბრუნე, შენ სტრატეგიულად ფიქრი მოგეთხოვება.

იბრძოლეთ ბიჭებო, თავი დადეთ და თუ ვერ მოვიგებთ რას ვიზამთ ძლიერმა მოიგოს, მაგრამ ვერ შეგვარცხვინოს ამას გთხოვთ გულით.
ოთარი
19 ივნისი 2024 11:50
0
არიქა ტრენერს დააბრალეთ. ჯერ ერთი, რომ გეუბნებოდით თურქეთი ჩეხეთზე ბევრად ძლიერიაო. ყურსაც არ გვიგდებდით. მეორე, რომ გაიძახით აზაროვი და არაბიძე გადაარჩენდა ამ თამაშსო, მაგაზე გეტყობათ დონე. არიქა ჩაკვე რატომ შეცვალაო, იმიტომ რომ ტაქტიკა შეცვალა 4*4*2-ძე გადავიდა. ბოლოს საერთოდ 3*4*3-ზე. ბოლოს შტანგას რომ ბურთი მოხვდა, 2 სანტიმეტრით მარცხნივ რომ ყოფილიყო, გავიდოდა შტანგა-გოლი, ჰოდა სანიოლი იქნებოდა გმირი. თამაში წავაგეთ იმიტომ რომ თურქებს ჩვენზე უკეთესი შემსრულებლები ყავდათ, თორე ტაქტიკაში რა აჩვენეს ასეთი? კიდევ იმიტომ წავაგეთ, რომ გამცდილება საერთოდ არგვაქვს. არ გინდათ განტევების ვაცის ძებნა.
პ.ს. კვარა იმიტომ არ შეცვალა რომ ასეთ კაცს შეუძლია ერთი ისეთი გააკეთოს რომ სურათი შეცვალოს. თქვენ შეცვლიდით?
მწარე
19 ივნისი 2024 10:05
6
შეცდომები იყო სამწვრთნელო შტაბიდან და ეგ ფაქტია. შეცდომაც რომ ადამიანური მოვლენაა და ის უშვებს ვინც რაღაცას აკეთებს, ეგეც ვიცით ბატონო. უბრალოდ შეცდომაში გაჯიუტება არ შეიძლება და თქვენ კი დათვურ საქმეს უკეთებთ, თქვენი ,,გაპრავებებით”. ჯანსაღი კრიტიკის გარეშე, სწორი ანალიზის და რაციონალური გარჩევის გარეშე, მომავლის განვითარება ვერ მოხდება. იმედია თავადაც დაინახეს შეცდომები და გამოსწორდება. თუმცა მოდით რა, გულშემატკივრებსაც დაგვიტოვეთ უფლება აზრის გამოთქმის. როდესაც აგებ ლოჩოშვილის ფლანგზე შემოყვანა, ჩაკვეს გაყვანა, შენგელიას არ შემოყვანა, ტაქტიკის შეუცვლელობა გვიან წუთებამდე, უკნიდან თამაში როდესაც ეს არ გამოგდის და პირიქით შეტევა უფრო მიგდის, ცვლილებების ძალიან დაგვიანება, წიტაიშვილის მისთვის უჩვეულო პოზიციაზე დატოვება, გუნდთან შეთამაშებული, ტაქტიკაში მორგებული და წარსული წარმატებების ერთ-ერთი მიზეზის, აზაროვის საერთოდ დატოვება, საზონოვის დატოვება და 26-ის ნაცვლად 23 კაცის წაყვანა, შორიდან დამრტყმელის არ ყოლა და კიედვ ბევრი. ესენი შეცდომები არ არის? ვინმეს კი არ ვლანძღავთ, ღმერთმა დამიფაროს. ბიჭებმა თავი დადეს და ბოლომდე იბრძოლეს, ლამაზადაც ითამაშეს მაგრამ, შეცდომები დაუშვა მწვრთნელმა, რომელმაც ეს უნდა გამოასწოროს. ვიმეორებ შეცდომის დაშვება არაა პრობლემა. შეცდომისგან არავინ ვართ დაზღვეული. მერე როგორ მოქმედებ ეგაა საქმე და პირველი ტაიმის შემდეგ ვერაფერი დავინახეთ ცვლილება. ჩეხეთთან ვნახოთ. წარმატებები საქართველოს ნაკრებს.
სიმართლე უნდა ითქვას
22 ივნისი 2024 03:17
0
მწარე იქნებ ისიც გვითხრათ შენგელია, რატომ არ ათAმაშა?
გიზოგ
19 ივნისი 2024 11:27
1
ყველა გამოხმაურება
ეს თამაში მწვრთნელმა წააგო!!!!!
gia
19 ივნისი 2024 09:31
10
თურქებთან როგორ წააგეთ ბიჭებო? ნამუსი არ გაქვთ? ქოჩორაშვილს მადლობა. თურქები როგორ არ დალეწეთ? ახლა ევროპის ჩემპიონები რომ გახდეთ კაპიკია თქვენი ფასი. ნუ ხვიჩა ხომ საერთოდ ნოლია.
ფუ თქვენი
19 ივნისი 2024 09:26
24
ეგ შენი ფასია,კაპიკი!მათი ფასი კი,თითოეული მათგანის,მილიონებით იზომება და ამ ჩემპიონატის შემდეგ,კიდევ უფრო გაიზრდება.შხამის და სიძულვილის ნთხევას ვერ აუდიხართ და მერე შეგინებულებისაგან მოითხოვთ,რატომ ვერ მოიგეთო.თქვენისთანების გამო აქვთ კომპლექსები და ამის გამო, მათ რომ აგინებთ,იმ შეგინებულებში,თქვენი თავებიც ჩაათვალეთ.თუმცა თქვენისთანების მიზანი ხომ საქართველოს გამარჯვება კი არა,სწორედ მათი მწყობრიდან გამოყვანა და დამარცხება იყო.
.
19 ივნისი 2024 10:00
1
ეს თამაში მწვრთნელმა წააგო!!!!!
gia
19 ივნისი 2024 09:20
6
მადლობა თითოეულ ფეხბურთელს ასეთი თამაშისთვის, რომლებმაც იბრძოლეს, დაგვანახეს ჟინი და სიმამაცე. ამ ბიჭებმა მოგვანიჭეს ევროპაზე ყოფნის უდიდესი სიხარული, კვარას და ამ გუნდის დამსახურებაა რომ აქ ვართ დღეს. რატომღაც კვარას ავკიდეთ ამხელა პასუხისმგებლობა და ვადანაშაულებთ თამაშის არ მოგებაში, შეიძლება დღეს არ გამოუვიდა მაგრამ ცდილობდა, ძალები არ დაიშურა და იბრძოდა, ის გოლიც კვარამ გადაიტანა მარცხნიდან მარჯვნივ ქოჩორასთან, ასე რომ რაღაც წვლილი მასაც მიუძღვის. ასეთი ჩავარდნები ჰქონდათ ისეთ ფეხბურთელებს როგორიცა მესი, რონალდო( რომლებმაც სანკრებო ტიტულები 30 ზევით მოიგეს) და აშ. კვარა არ არის და ვერ იქნება მესი ან რონალდო, კვარა კვარაა, ის ჩვენი კვარაა და მას გვერდში დგომა და გამხნევება ჭირდება და არა მარტო მას, მთელ გუნდს, ასევე ჯანსაღი კრიტიკა და არა შეურაცყოფა, ორმაგად საწყენია როცა შეურაცყოფას ქართველი გაყენებს. პირველი ევროპაა და წინ კიდევ დიდი სიხარული და დიდი თამაშები გველის, თურქეთან დაგვაკლდა გამოცდილება და თან დაგვემატა უიღბლობა, არაუშავს ხდება ეგეთები. მთავარია ჟინი და ბრძოლა და ადრე თუ გვიან შედეგიც მოვა. ძალა ერთობაში, პატივისცემაში, გვერდში დგომაში და სიყვარულშია, გაუმარჯოს საქართველოს
ძალა ერთობაშია
19 ივნისი 2024 09:20
3
ზივზივაძე მარტო ათი წუთი რატო ათამაშა?
რეზი
19 ივნისი 2024 09:18
3
იმიტომ
გიო
19 ივნისი 2024 10:09
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული