"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თურქეთთან დასანანი მარცხი, 1:3 განიცადა.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან საქართველომ დაუმსახურებლად წააგო. გუნდმა თანმიმდევრულად და ლამაზად ითამაშა. უცნაურია და გაკვირვებული ვარ, თუ რა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა.

თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ისინი ევრო 2024-ზე მოხვედრის ღირსები არ იყვნენ, დავეთანხმებოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წესიერად დაკომპლექტებული გუნდი.

საქართველო ტურნირზე ზოგიერთ გუნდზე უკეთ თამაშობს. თურქების გამარჯვება
წმინდა იღბალი იყო. ორი ასეთი გოლის გატანა ცალკეული მოთამაშის უნარია. მეორე ტაიმში საქართველოს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. 

საქართველოს შეეძლო 3:2 მოგება, ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა! 200%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ, ფრეს იმსახურებდნენ!

თურქეთმა გაიმარჯვა, რადგან შეტევაში მეტი აგრესია გამოავლინა, გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებდა კარში დარტყმისთვის. ვფიქრობ, ქართველები დასკვნებს გამოიტანენ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებში უფრო აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ. საქართველოს ჰყავს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მათ სჭირდებათ ნდობა თავიანთ ქმედებებში.

ვფიქრობ, მამარდაშვილს ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ამ დონის მეკარე ჰყავს. თუ პორტუგალიამ და ჩეხეთმა დაიჯერეს, რომ თურქეთის შემდეგ ქართველები დაიღალნენ, შეცდებიან. პირველი მატჩები არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი ცუდად თამაშს გააგრძელებენ. არგენტინამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი ტურნირი მოიგო", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru
მკითხველის კომენტარები / 31 /
გამხნევება კარგია და სტადიონზე რომ არ უნდა დაყანონ თავიანთი ნათქვლეფი, ისიც......
გელა
07:05 23-06-2024
1
თავს არავინ იზოგავს,მაგრამ ჩვენი ნაკლი გულშემატკივრების რა არის იცით?ჩვენ ვართ საზოგადოება,რომელიც გუნდურობას ნაკლებად ვაფასებთ.დიდი დიდი კლანურობა შეგვიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ გუნდურობის პრინციპით შეკრული ნიჭიერი,უნარებით დაჯილდოვებულიგუნდი გუნდი.მე მგონია მეტი სიხარულის,მეტი აღმაფრენის მომტანი იქნება.
ილია
13:56 20-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული