"ქართველებს მოგება ეკუთვნოდათ! თურქებმა კი ამიტომ გაიმარჯვეს... თუ აქამდე ამ ნაკრებზე მეტყოდნენ, რომ..." - კავაზაშვილი სანიოლის გუნდის კარგმა თამაშმა აღფრთოვანებული დატოვა

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატზე დებიუტზე გააკეთა კომენტარი.

როგორც იცით, ვილი სანიოლის გუნდმა კარგი შთაბეჭდილება დატოვა, მაგრამ თურქეთთან დასანანი მარცხი, 1:3 განიცადა.

"ძალიან ნაწყენი ვარ, რადგან საქართველომ დაუმსახურებლად წააგო. გუნდმა თანმიმდევრულად და ლამაზად ითამაშა. უცნაურია და გაკვირვებული ვარ, თუ რა კარგი შთაბეჭდილება დატოვეს ქართველებმა.

თუ აქამდე ვინმე მეტყოდა, რომ ისინი ევრო 2024-ზე მოხვედრის ღირსები არ იყვნენ, დავეთანხმებოდი, მაგრამ დღეს შემიძლია ვთქვა, რომ ეს არის წესიერად დაკომპლექტებული გუნდი.

საქართველო ტურნირზე ზოგიერთ გუნდზე უკეთ თამაშობს. თურქების გამარჯვება
წმინდა იღბალი იყო. ორი ასეთი გოლის გატანა ცალკეული მოთამაშის უნარია. მეორე ტაიმში საქართველოს რამდენიმე მომენტი ჰქონდა. 

საქართველოს შეეძლო 3:2 მოგება, ეს სამართლიანი შედეგი იქნებოდა! 200%-ით შემიძლია ვთქვა, რომ მინიმუმ, ფრეს იმსახურებდნენ!

თურქეთმა გაიმარჯვა, რადგან შეტევაში მეტი აგრესია გამოავლინა, გუნდი ყველა შესაძლებლობას იყენებდა კარში დარტყმისთვის. ვფიქრობ, ქართველები დასკვნებს გამოიტანენ და ჯგუფის დარჩენილ მატჩებში უფრო აგრესიულ ფეხბურთს აჩვენებენ. საქართველოს ჰყავს ბევრი ტექნიკური ფეხბურთელი, რომლებსაც შეუძლიათ შემტევი ფეხბურთის თამაში. მათ სჭირდებათ ნდობა თავიანთ ქმედებებში.

ვფიქრობ, მამარდაშვილს ბრალი არცერთ გაშვებულ გოლში არ მიუძღვის. ძალიან კარგია, რომ საქართველოს ამ დონის მეკარე ჰყავს. თუ პორტუგალიამ და ჩეხეთმა დაიჯერეს, რომ თურქეთის შემდეგ ქართველები დაიღალნენ, შეცდებიან. პირველი მატჩები არ არის იმის მაჩვენებელი, რომ ისინი ცუდად თამაშს გააგრძელებენ. არგენტინამ ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე პირველი მატჩი წააგო, შემდეგ კი ტურნირი მოიგო", - ციტირებს კავაზაშვილს Metaratings.ru
მკითხველის კომენტარები / 31 /
გამხნევება კარგია და სტადიონზე რომ არ უნდა დაყანონ თავიანთი ნათქვლეფი, ისიც......
გელა
23 ივნისი 2024 07:05
2
თავს არავინ იზოგავს,მაგრამ ჩვენი ნაკლი გულშემატკივრების რა არის იცით?ჩვენ ვართ საზოგადოება,რომელიც გუნდურობას ნაკლებად ვაფასებთ.დიდი დიდი კლანურობა შეგვიძლია.თქვენ წარმოიდგინეთ გუნდურობის პრინციპით შეკრული ნიჭიერი,უნარებით დაჯილდოვებულიგუნდი გუნდი.მე მგონია მეტი სიხარულის,მეტი აღმაფრენის მომტანი იქნება.
ილია
20 ივნისი 2024 13:56
0
თბილისში ბერძნებთან თამაშის დროს ისმოდა სიმღერა "შენთანა ვარ,ნურაფრის ნუ გეშინია" კარგი სიმღერა.იქნებ გერმანიაშიც არ მოვაკლოთ ბიჭებსასეთი გამხნევება.
ილია
20 ივნისი 2024 13:41
0
მე ვიყავი და არაფერი დაეწუნებოდა გულშემატკივრობას, ნუ იბოღმებით, ყოველთვის ყველაფერი არ გამოვა.
"თუ ფეხბურთი გიყვარს საქ. ჩემპიონატზეც ივლი" და ა.შ. ჭამა რო გიყვარს უგემურ საჭმელსაც ჭამ? ოკ, ანუ შენ სხვებზე უკეთესი გულშემატკივარი ხარ და ამიტომ უნდა მოეკითხა მანქანას და წაეყვანე უფასოდ თუ როგორაა? ცხოვრებისგან ასე არ უნდა დაიბოღმო და თუ რამე არ გაქვს ჯერ საკუთარ თავს მოთხოვე რატო არ გაქვს. ოღონდ ცუდის დასაწერად რო ხართ გამზადებული...
გივი
19 ივნისი 2024 18:05
0
კავაზაშვილი არა პუტინი კიდე! :) )))))))))) ჯერ ერთი ტიპი არ არის ქართველი და ამას ძალიან ხშირად უსვამს ხაზს. და გარდა მაგისა - მგონი საერთოდ არ გაუწვნრთნია არცერთი ნორმალური გუნდი და რა პრინციპით უნდა იყოს საართველოს ნაკრების მწვრთნელი?! :) )))))))))))))
დავით
19 ივნისი 2024 12:49
20
ახლა მაინც არ გვაგინებს და რას ერჩი, ილაპარაკოს!!!
გიორგი
19 ივნისი 2024 13:25
1
საბერძნეთის ჰიმნზე რატომ უსტვენდით ქართველები ?
Ზევსი
19 ივნისი 2024 12:18
6
სანიოლის წასვლის შემდეგ კავაზაშვილი უნდა დაინიშნოს საქართველოს ნაკრების მწვრთნელად
სტალინი
19 ივნისი 2024 11:54
12
ბიჭებს წარმატებბი. მაინტერესებს ამ პუტინისტი რუსი კაცის კომენტარრი აინტერესებს რომელიმე მაყურებელს ან ქართველს? ათასმა ამაზე ჭკვიანმა გააკეთა კომენტარი
T.b
19 ივნისი 2024 11:30
24
სწორედ პუტინისტების და უშუალოდ პუტინის აზრია საინტერესო/ ისინი ობიექტურად შეაფასებენ.
T.b-ს
19 ივნისი 2024 11:56
6
მეორე ბურთზე მამარდას ჩაეძინა არ ელოდა დარტყმას და შესაბამისად არასწორ პოზიციაზე აღმოჩნდა,სამაგიეროდ შემდეგ აუღებელი დარტყმა აიღო,პრობლემები უამრავია გუნდში მთავარია დავინახოთ და გამოსწორდეს თუ გვინდა,რომ ასეთი იმედგაცრუება თავიდან ავიცილოთ თურქეთი არ იყო ის გუნდი,რომ ვერ დაგვემარცხებინა,საკუთარ მოედანზე თურქებს ადვილად გადავუვლიდით. ფიზიკური მომზადება,მწვრთნელის დონე, ფსიქოლოგიური პრობლემები და ავადსახსენებელი ნეპოტიზმი საქართველოს ნაკრების პრობლემებია
სვანსკი
19 ივნისი 2024 11:11
23
გუნდს არ ყავს ლიდერი. დაცვა გვაქვს საშინელი! ყველა მაღალი ჩაწოდებული არის ხიფათი ჩვენს კართან, იმიტომ რომ თავით მოთამაშე არ გვყავს, არც პირდაპირი და არც გადატანითი მნიშვნელობით. გამოსვლაზე თამაში არ არის მამარდაშვილის ძლიერი მხარე. ბურთის ამოტანა მარადიულ პრობლემად იქცა! გამოცდილებას თუ ვიღებთ, მაშინ ახალგაზრდებს მივცეთ გამოცდილების მიღების საშუალება! ჯაბა კანკავამ კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ ღირსეული სპორტსმენი და პიროვნებაა!!!
იმედი
19 ივნისი 2024 10:00
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული