"ამ დროისთვის ევროზე საუკეთესო მეკარე მამარდაშვილია, მაგრამ..." - კავაზაშვილი საქართველოს ნაკრების მეკარის შესახებ

AutoSharing Option
მოსკოვის "სპარტაკის" ყოფილმა მეკარე ანზორ კავაზაშვილმა, თავისი აზრით, მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის საუკეთესო მეკარე დაასახელა და ასეთად საქართველოს ნაკრების კიპერი გიორგი მამარდაშვილი მიიჩნია.

"მამარდაშვილი ამ დროისთვის ევროპის ჩემპიონატზე საუკეთესო მეკარეა. მან სასტარტო მატჩებში თავი შესანიშნავად გამოიჩინა და ამაზე სტატისტიკაც მეტყველებს.

მაგრამ ჩემი აზრით, მეკარეები ნამდვილ ძალას კრიტიკულ სიტუაციებში ამჟღავნებენ, მაგალითად, პენალტების სერიას ვგულისხმობ.

იმედი ვიქონიოთ, რომ მამარდაშვილს ასეთ დიდ ტურნირებზე პლეი-ოფში თამაშის გამოცდილება ექნება", - ციტირებს კავაზაშვილს RB SPORT-ი.
მკითხველის კომენტარები / 16 /
მოიცა და საბერძნეთთან ხომ იყო პენალტების სერია? როგორც ჩანს დაავიწყდა.
iirr
16:14 25-06-2024
1
რა ქნან ამ საცოდავებმა უყვართ ფეხბურთი, თანაც უთამაშიათ და ვერ ჩერდებიან. მაგრამ უბედურება ისაა, რომ ვერ ხვდებიან ვინ მოუსპო მათ საფეხბურთო ზეიმი.
დავით 67
16:27 24-06-2024
14

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული