"როგორც ქართველი ქართველებს გპასუხობთ, გულუბრყვილო ცხვრები ხართ! აშშ და ევროპა საზარბაზნე ხორცად გიყენებთ" - კანდელაკი თურქეთთან მატჩის მიმდინარეობისას ქართველი ფანების მიერ პუტინის შეურაცხყოფას ეხმაურება

AutoSharing Option
"გაზპრომ-მედიის" გენერალური დირექტორის მოადგილე თინა კანდელაკი საქართველოსა და თურქეთის ნაკრებების მატჩის დროს ტრიბუნიდან ქართველი გულშემატკივრების შეძახილებს ეხმაურება, სადაც ისინი რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს შეურაცხმყოფელად მოიხსენიებდნენ.

კანდელაკი აღნიშნულმა საქციელმა ძალიან აღაშფოთა და ამ ადამიანებს გულუბრყვილო ცხვრები უწოდა. მან თავის "ტელეგრამ-არხზე" შემდეგი სახის პოსტი გამოაქვეყნა:

"გუშინ Match TV-ს ეთერში საქართველო-თურქეთის შეხვედრის მიმდინარეობისას რუსეთის პრეზიდენტის მისამართით შეურაცხმყოფელი შეძახილები ისმოდა.

ქართველი ექსტრემისტების მხრიდან ახალი არაფერი ხდება. ქართული ტელევიზიის ეთერით ერთ-ერთი ჟურნალისტის მხრიდან მსგავსი რამ უკვე ვნახეთ და ყველამ კარგად ვიცით, ეს ამბავი როგორ დასრულდა.
ახლა ეს ჟურნალისტი აღარც ჩანს და მისი ხმაც აღარ ისმის. ცნობილი მხოლოდ ვლადიმერ ვლადიმეროვიჩის შეურაცხყოფით გახდა.

ახლა მეორე პროვოკაცია. ასევე გასაგებია, რომ ეს კონკრეტული ქმედება დაკავშირებულია იმასთან, რომ ქართველებს კატეგორიულად არ სურთ ამერიკის მიმართულებით წავიდნენ. ის, რაც ბოლო ორი თვის განმავლობაში ქართულ პოლიტიკაში ხდება, ვაშინგტონში წინააღმდეგობას იწვევს.

აქედან გამომდინარე, რჩება მხოლოდ უხეში პროვოკაცია, რუსეთის პრეზიდენტის შეურაცხყოფა. ეს ბინძური და ვულგარული ქმედება არც ადრე მუშაობდა და არც ახლა იმუშავებს, მაგრამ ოპოზიციონერებს, რომლებიც პარლამენტში ჩხუბს იწყებენ, ველურობა სიმამაცედ მიაჩნიათ.

ყველა, ვინც ამ აქციების ინიცირებას ახდენს, ყველა, ვინც ამ აქციებში მონაწილეობს და ყველა, ვისაც ამასთან ზოგადად კავშირი გააჩნია, როგორც ქართველი ქართველს, გპასუხობთ: თქვენ გულუბრყვილო ცხვრები ხართ, რომლებსაც სასაკლაოზე მიერეკებიან.

როგორც ისტორიაში ეს ხშირად ხდებოდა, ამერიკელები და ევროპელები თქვენ, როგორც საზარბაზნე ხორცს, ისე გიყენებენ, იმისათვის, რომ საქართველომ საკუთარი ხსნის გზიდან გადაუხვიოს, მაგრამ მადლობა ღმერთს, თქვენ ამას ვერ შეძლებთ, რადგან საღი აზრი უცოდინრობაზე ყოველთვის იმარჯვებდა", - წერს კანდელაკი.

ინფორმაციისთვის, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა. ჩვენი გულშემატკივრები "პუტინ ხუილოს" სკანდირებდნენ, რაც რუსული სპორტული არხის ეთერშიც მოხვდა და კანდელაკის გაღიზიანების საფუძველი გახდა.
მკითხველის კომენტარები / 67 /
ქართვრლი კი არა რუსი ხარ, მონა ხარ პუტინოს და ფულის, შენ ხარ გამოყენებული მაგათ მიერ. საქართველო ევროპაზეა, რისეთი სადაა ის იკითხე
გივი
19 ივნისი 2024 15:48
33
რა ამერიკა და რა ევროპა.
1992 და 2008 წელს ევროპამ წაგვართვა ტერიტორიები? ტატუნაშვილი შვედებმა მოკლეს? ოთხოზორია იტალიელებმა?
დიალოგი ყოველთვის საჭიროა, მაგრამ უპირველეს ყოვლისა ხართ ოკუპანტები, ეს დაიმახსოვრეთ კარგად.
პ.ს. ჩემზე კარგად თქვენ სისტემას არავინ არ იცნობს, საკუთარ თავზე მაქვს გამოცდილი თქვენი ძმობა, აფხაზეთიდან გახლავართ.
მეგრელი
19 ივნისი 2024 15:40
18
ანწუხელიძე შინდისის ბიჭები თამაზ გინტური და კიდევ ვინ მოთვლის მაგ ველურების ჩადენილ უბედურობებს..
111
20 ივნისი 2024 00:18
0
შენ ქართველი გგონია თავი მანდ რო აგდიხარ და გვარი გაქვს ქართული????
sergo
19 ივნისი 2024 15:45
12
მთელი ცხოვრება "ხორცის ნაჭერი" არ ხარ?!!!
buba
19 ივნისი 2024 15:33
15
მაგალითად 15 დისლაიკი რომ აქვს გივის კომენტარს ეს 15 ვინ ხართ ყველაზე მეტად ეგ მაინტერესებს როგორაა მოწყობილი თქვენი ტვინის სტრუქტურა.ნაოჭები საერთოდ არ გაქვთ ტვინზე?პუტინის შეურაცხყოფა რატომ უნდა გეწყინოს,თუ მასზე უარესი ჰუილო არ ხარ?
Master
19 ივნისი 2024 17:09
19
უკვე 16 დისლაიკი ძმაო.ეა 16 ან გამყიდველია ან ბოტები არიან.ორივე ცუდია ჩვენი საქართველოსთვის
დათო
19 ივნისი 2024 17:15
12
ასეთ მნიშვნელოვან დროს როცა ჩვენი ნაკრები ევროპირველობაზე თამაშობს ეს მოღალატე რას გამოფინეთ წინა გვერდზე. მოაშორეთ !!!
Gio
19 ივნისი 2024 18:29
4
რაც პუტინია, ისიც შენა ხარ :)))))
თინას
19 ივნისი 2024 17:36
8
ამას აქ რა უნდა...ვინ კითხვას ვინ სად იჩხუბებს
ადამიანი
19 ივნისი 2024 15:57
15
აი ასეთ ფულზე გაყიდულ მოღალატე მარიონეტებზე დგას დროებით იმპერიები.
ირაკლი
19 ივნისი 2024 19:03
7
ამერიკას რა უნდა კარგად ვიცით და ვერაფერსაც ვერ გვიყენებს, ვისწავლეთ უკვეჭკუა, მაგრამ რუსეთი რომ ოკუპანტია, ისტორიული მტერი და ჩვენი მიწები აქვს ოკუპირებული ეგ ფაქტია.
გიო
19 ივნისი 2024 18:46
10
გიო კრეტინო, იცი რას ნიშნავს ისტორიული მტრობა? თუ არ იცი გეტყვი, საუკუნეების მანძილზე, რომ სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძლოა გვქონდა მათთან. ასეთებია თურქეთ და სპარსეთი.რუსეთთან კი ჩვენ ომი არასდროს არ გვქონია. დაიმახსოვრეთ ვირთაგანებმა: ქვეყანას მუდმივი არც მტერი ყავს და არც მოყვარე, არის მუდმივი ინტერესები და ეს ინტერესები ყოველთვის იყო და იქნება რუსეთსა და საქართველოს შორის.
გიგო
19 ივნისი 2024 21:31
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული