ევრო 2024 | საქართველო-ჩეხეთი | კიტეიშვილი ისევ ინდივიდუალურად ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურის მატჩისთვის მზადებას განაგრძობს.

20 ივნისს ვილი სანიოლის გუნდმა ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე 25 ფეხბურთელის შემადგენლობით ივარჯიშა. ინდივიდუალური პროგრამით აგრძელებს მზადებას ოთარ კიტეიშვილი.

საქართველოს ეროვნული ნაკრები ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში ჩეხეთის ნაკრებს 22 ივნისს, ჰამბურგში დაუპირისპირდება. 21 ივნისს ჩვენი გუნდი მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტში გამართავს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის საწყისი 15 წუთი ღია იქნება. საწვრთნელი პროცესის დასრულების შემდეგ ნაკრები ჰამბურგში გაემგზავრება, სადაც მატჩის მასპინძელ სტადიონზე მატჩის ოფიციალური პრესკონფერენცია გაიმართება.

21 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

10:00 - საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

18:30 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (ჰამბურგი, ფოლკსპარკშტადიონი)

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა

მეკარე: გიორგი მამარდაშვილი (ვალენსია, ესპანეთი), გიორგი ლორია (დინამო თბილისი, საქართველო), ლუკა გუგეშაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი)

დაცვა:
სოლომონ კვირკველია (ალ ახდუდი, საუდის არაბეთი), გიორგი გველესიანი (პერსეპოლისი, ირანი), გურამ კაშია (სლოვანი, სლოვაკეთი), ჯიმი ტაბიძე (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), ლაშა დვალი (აპოელი, კვიპროსი), ლუკა ლოჩოშვილი (კრემონეზე, იტალია), ოთარ კაკაბაძე (კრაკოვია, პოლონეთი), გიორგი გოჩოლეიშვილი (შახტარი, უკრაინა)

ნახევარდაცვა/თავდასხმა: გიორგი ჩაკვეტაძე (უოტფორდი, ინგლისი), ანზორ მექვაბიშვილი (კრაიოვა, რუმინეთი), გაბრიელ სიგუა (ბაზელი, შვეიცარია), ოთარ კიტეიშვილი (შტურმი, ავსტრია), ნიკა კვეკვესკირი (ლეხი, პოლონეთი), გიორგი ქოჩორაშვილი (ლევანტე, ესპანეთი), სანდრო ალთუნაშვილი (ვოლფსბერგერი, ავსტრია), ლევან შენგელია (პანეთოლიკოსი, საბერძნეთი), გიორგი წიტაიშვილი (დინამო ბათუმი, საქართველო), საბა ლობჟანიძე (ატლანტა იუნაიტედი, აშშ), გიორგი მიქაუტაძე (მეცი, საფრანგეთი), ბუდუ ზივზივაძე (კარლსრუე, გერმანია), გიორგი ქვილითაია (აპოელი, კვიპროსი), ხვიჩა კვარაცხელია (ნაპოლი, იტალია), ზურიკო დავითაშვილი (ბორდო, საფრანგეთი)

nakrebi.ge

altლევან კობიაშვილი: შედეგი თამაშის სურათს არ ასახავდა - განსხვავებული მატჩი გველის

altრომანტიზმი კარგია, მაგრამ უკეთესი ხვიჩა და 3 ქულა გვჭირდება

altსაქართველოსა და ჩეხეთის მატჩზე მსაჯთა ბრიგადის ვინაობა ცნობილია

altსაქართველოს ნაკრები FIFA-ს რეიტინგში დაწინაურდა

altრისი შეცვლა შეუძლია და მოუწევს სანიოლს ჩეხეთისთვის? - მეტოქე "კვარას" საუკეთესო მატჩს უნდა უფრთხოდეს...

მკითხველის კომენტარები / 4 /
სამედიცინო შტაბი კვყავს უმდაბლესი ქვეყანაში, კაი ბატონო ვერ კურნავ, ვერ კურნავ ადამინს, მარა დიაგნოზი ხომ უნდა დასვა რამდენხანს ვერ ითამაშებს? მე მივხვდი, რომ ვიცი კიტეიშვილის ორგანიზმის ამბავი მინიმუმ 2 თვე ეგ ვერ ითამაშებდა წაიყვანე რა სხვა.
Yoko Ono
11:36 21-06-2024
4
ჩეხები გაცილებით ათლეთურები ფიზიკურად ძლიერები და სწრაფები არიან თურქებზე!თუმცა ფანტაზიის უნარი ნაკლებად აქვთ!იმედია კვარა გაიღვიძებს და იძრენს თორე ძაან გაგვიჭირდება ქულის აღებაც კი!!!
გიორგი IV
09:46 21-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული