"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

AutoSharing Option
საქართველოს ყოფილი და კვიპროსის ნაკრების ამჟამინდელი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს.

"ძალიან დასამახსოვრებელი და ემოციური იყო ჩემთვის, როცა თურქეთთან მატჩის წინ ქართველმა ქომაგებმა ჩემი გვარის სკანდირება დაიწყეს. არაფერია იმაზე ღირებული, როცა საკუთარი გულშემატკივრისგან იღებ სითბოს და ყურადღებას, განსაკუთრებით მაშინ, როცა აქტიური საფეხბურთო კარიერა დასრულებული გაქვს.

21 ივნისს "სელფის" მიერ ორგანიზებულ საგულშემატკივრო სივრცეში კიდევ ერთხელ მექნება შესაძლებლობა, შევხვდე ქართველ გულშემატკივრებს, ემიგრანტებს და მათთან ერთად ვისაუბრო ფეხბურთზე, ეროვნული ნაკრების მომდევნო თამაშებზე.

გელოდებით 19:00 საათიდან, ჰამბურგში, Klempau Paulaner-ის პაბში", - წერს
ქეცბაია.
მკითხველის კომენტარები / 5 /
გამორჩეული ადამიანი, გამორჩეული ფეხბურთელი და თავიდან ბოლომდე ჯიგარი კაცი. მახსოვს ჩვენი ნაკრების თამაშები ალბანეთთან, როცა მთელი ალბანეთის ნაკრები თემო ქეცბაიას დასდევდა გასაჩერებლად. მომაკვდინებელი სოლორეიდების მომწყობი მეტოქის კარისკენ. და თვის დროზე ნიუკასლის ერთერთი საუკეთესო მოთამაშე. წარმატებები თემო ბატონო,
ქართველი
12:05 28-06-2024
0
მართლა პატრიოტი და ჯიგრიანი კაცია თემურ ქეცბაია. პირველად მისი თამაში დინამოს სტადიონზე ვნახე-მგონი გურიას ეთამაშებოდა დინამო-ორი გოლი გაიტანა და მაშინვე წარუშლელი შთაბეჭდილება დატოვა, მაშინ მგონი 16 თუ 17 წლის იყო. იმის მერე მართლაც სულ ბოლომდე იხარჯებოდა და მთელ გულს და სულს დებდა მოედანზე
აი ვისგან უნდა აიღონ მაგალითი ჩვენმა ბიჭებმა და იბრძოლონ და შეუტიონ წინააღმდეგ შემთხვევაში უკვე დიდი ანგარიშით წავაგებთ-არავითარი რიდი-მხოლოდ შტევაშია ჩვენი სხნა
inviz9
13:43 21-06-2024
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული