ვილი სანიოლი: ცვლილებები იქნება - ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ დისციპლინით თამაშია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"თურქეთთან ძალიან ემოციურ შეხვედრაში საინტერესო რაღაცებიც ვაჩვენეთ. გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა. წაგების გამო გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ასეთ ტურნირზე, ასეთი თამაშის შემდეგ რომ გულდაწყვეტილები ვართ, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. გუნდმა კარგად დაისვენა და ძალები აღიდგინა. მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მწყობრში. ჩეხეთის ნაკრები გამოცდილია, სხვა სტილისაა, შესარჩევი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და განსხვავებული დაპირისპირება გველის.

მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით,
მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ ჩვენივე დისციპლინით თამაშია. თუ ჩვენს მებრძოლ ხასითს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა.

ხანდახან ახალი ენერგიისათვის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ცვლილებები იქნება.

მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა? დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა. რისკი არსებობდა და მეკარეს ამის უფლება ჰქონდა".

altცუდი ამბავი - კიტეიშვილი ჩეხეთთანაც არ იქნება

alt"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

altქართველების იმედი პლეი-ოფს უკავშირდება - კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მახვილგონიერება...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ისეთ კომენტარებს აკეთებთ,თითქოს ინგლისის ნაკრებსა და საუთგეიტზე ლაპარაკობდეთ,შეირგეთ რა ეს მიღწევა!თეა ყველა ფეოლა გადით?და ამდენი ბოროტი სიტყვები რა უბედურებაა?გამხნევება ჭირდება ბიჭებსაც და მწვრთნელებსაც!მიდით ბიჭებო!წინ საქართველო!
ლექსო
22 ივნისი 2024 19:42
1
დღესაც 10 კაცით და 3 შტანგით ვთამაშობთ …?! აბა კაშიას შემთხვევით თუ მოხვდება ბურთი თორემ ….რა უნდა ხომ დაფიქსირდა რომ ევროზე ითამაშა ( და არ გაყვა კანკავას) აცალოს ახლა გველესიანს (
მდააა
22 ივნისი 2024 14:59
8
დავუშვათ მამარდაშვილი კარებში დგას პირისპირ გადის ორი მოთამაშე რამდენი რამდენზეა მოგერიების შანსი?
უშანგი
22 ივნისი 2024 13:57
4
ალთუნაშვილის შეყვანა არ დაგავიწყდეს ბოლო წუთებზე ჩეხეთის გასახარად!
Რაგბის ფანი
22 ივნისი 2024 13:00
3
მექვაბიშვილის ნაცვლად თავიდანვე კიტე და თუ ვერა, მაშინ კვეკვე. წიტას და კვარას 59-ე წუთამდე აცალონ და თუ მაინც ვერა, მაშინ აუცილებლად შეცვალონ. ეს რა დღე დაგვიდგა: ძალიან ჯიგარ ბუდუს ვცდილობთ ადგილი მოვუძებნოთ და ვერა. ჩაკვეს ხელი არ ახლონ. მამარდა გამოსვლებზე ძალიან ფრთხილად უნდა იყოს. ჩვენს კართან ახლოს დაჯარიმებას ძალიან უნდა მოერიდონ. ითამაშეთ!
ელიასი
22 ივნისი 2024 10:52
3
მაშინაც კი, როდესაც თამაში არ გამოსდის, კვარა დიდ როლს თამაშობს გუნდში! თუ თამაში წაუვიდა - ნამდვილი ვარსკვლავია.
დო მაჟორი
22 ივნისი 2024 11:42
0
ამაში მიიღებენ დიდების ორდენებს?
დაუბრუნეთ ღირსება ქართულ ფეხბურთს
22 ივნისი 2024 10:37
3
მე სხვა რამ მაწუხებს.კერძოდ ის ათი ათასობით ქართველი ტურისტი რომელიც გათახსირებულ ევროპაშია ჩასული.ხომ გაგვაფრთხილეს,რომ ევროპა ყრვნის.
555
22 ივნისი 2024 10:25
9
ჩვენი პრობლემა 'მანდრაჟით' თამაშია. ამისთვის ზედმეტი მოლოდინების შექმნას თავი უნდა დავანებოთ. მაგრამ ახლა უკვე გვიანია.
odala
22 ივნისი 2024 08:43
0
Video
https://youtu.be/_D6s0lrfNts?si=ZW6kD3twlJyHRccF
რეალობა
22 ივნისი 2024 08:06
1
მთელ ქვეყანას გვიხარია წაგება,შე კაი კაცო,ლამის სახალხო ზეიმიც მოვაწყოთ ისე გვიხარია და შენ რა გაწუხებს.ჩეხებთანაც წააგე
ჯუდო
22 ივნისი 2024 08:06
27

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული