ვილი სანიოლი: ცვლილებები იქნება - ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ დისციპლინით თამაშია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე ჩეხეთან მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"თურქეთთან ძალიან ემოციურ შეხვედრაში საინტერესო რაღაცებიც ვაჩვენეთ. გუნდმა ფანტასტიკური რეაქცია გამოავლინა. წაგების გამო გულდაწყვეტილები ვართ, თუმცა ასეთ ტურნირზე, ასეთი თამაშის შემდეგ რომ გულდაწყვეტილები ვართ, ეს უკვე წინგადადგმული ნაბიჯია. გუნდმა კარგად დაისვენა და ძალები აღიდგინა. მხოლოდ კიტეიშვილი არ არის მწყობრში. ჩეხეთის ნაკრები გამოცდილია, სხვა სტილისაა, შესარჩევი ტურნირი მაღალ დონეზე ჩაატარა და განსხვავებული დაპირისპირება გველის.

მთავარია, ჩვენ როგორ ვითამაშებთ. დაშვებული შეცდომები არ უნდა გავიმეოროთ. მეტოქის შესახებ ბევრი რამ ვიცით,
მისი ძლიერი და სუსტი მხარეები. ჩვენი პრობლემა არა მოწინააღმდეგე, არამედ ჩვენივე დისციპლინით თამაშია. თუ ჩვენს მებრძოლ ხასითს გამოვავლენთ, ყველაფერი გამოგვივა.

ხანდახან ახალი ენერგიისათვის შემადგენლობაში ცვლილებების განხორციელებაა აუცილებელი. დაზუსტებით ვერ გეტყვით, თუმცა ცვლილებები იქნება.

მამარდაშვილის მეტოქის საჯარიმოში ჩასვლა? დიდი მნიშვნელობა არ ჰქონდა 1:2 წავაგებდით თუ 1:3-ს. შეიძლებოდა გოლი გაგვეტანა. რისკი არსებობდა და მეკარეს ამის უფლება ჰქონდა".

altცუდი ამბავი - კიტეიშვილი ჩეხეთთანაც არ იქნება

alt"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

altქართველების იმედი პლეი-ოფს უკავშირდება - კვარაცხელიასა და მიქაუტაძის მახვილგონიერება...

მკითხველის კომენტარები / 22 /
ისე წერთ მამარდაშვილზე, თითქოს სასწორზე 1 ან 2 ბურთით წაგება იდო. არა მეგობრებო, სასწორზე 0 და 1 ქულა იდო, ასევე კონკურენტი თურქეთის -2 ქულა! ასე რომ, იმაზე ბევრად მეტის მიღება შეგვეძლო გარისკვით, ვიდრე წავაგეთ დღეის მოცემულობით (!) და ასეთ დროს ყოველთვის ღირს გარისკვა! და ისე მეკარესთან პირისპირ გასვლაც ძალიან ხშირად გოლით მთავრდება ხოლმე (50%-ის მიდამოებში სტატისტიკურად)! და კიდევ, მამარდაშვილს არ დაუკარგავს ის ბურთი!
გიო
23:45 21-06-2024
7
მეკარის გამოსვლა რა შუაშია როცა ალთუნაშვლი უწყინარ პოზიციაში ბურთს ვერ აჩერებს?
nedved
23:58 21-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული