ივან ჰაშეკი: საქართველოს ნაკრების თამაში გავაანალიზეთ - შეგვიძლია მამარდაშვილს შორიდან გავუტანოთ

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ ჩეხეთის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა ივან ჰაშეკმა ისაუბრა:

„თურქეთთან საქართველოს შეხვედრას ჩვენი წარმომადგენლები დაესწრნენ. ქართველებმა როგორც ინდივიდუალურად, ასევე გუნდურად კარგად ითამაშეს და ბოლომდე ჰქონდათ შანსი. ვიდეოანალიზი გავაკეთეთ და მეტოქის თამაში გავარჩიეთ. მათ მხოლოდ კვარაცხელია როდი ჰყავთ. მაგალითად, მიქაუტაძემ თურქებს გაუტანა და საფრანგეთის ჩემპიონატზე 11-ჯერ დალაშქრა მოწინააღმდეგეთა კარი. თავისუფლად მოქმედების საშუალება არ უნდა მივცეთ. აგრეთვე ჩაკვეტაძეს გამოვარჩევდი. ის მოედნის კარგი ხედვით გამოირჩევა.

საქართველოს ნაკრები დაცვაშიც ძლიერია, თავისუფალ ზონებს არ ტოვებენ და სწრაფი კონტრიერიშები ეხერხებათ. მათგან ღია თამაშის
მოლოდინში არ ვარ. პორტუგალიასთან შეტევები არ გამოგვივიდა, რაც უნდა გამოვასწოროთ. ახალი ბურთით სველ მოედანზე თამაში უფრო სწრაფად მიდის, ამ დროს შორიდან გატანა შედარებით ადვილია. ამაზე ვმუშაობთ. მამარდაშვილი ლა ლიგის ძალიან კარგი მეკარეა, თუმცა შეგვიძლია შორიდან გავუტანოთ. საერთოდ კი, რთულ ჯგუფში მოხვედრის მიუხედავად, შემდეგ ეტაპზე გასვლას შევეცდებით“.

მკითხველის კომენტარები / 15 /
შორიდან კიარა ჯერჯერობით ახლოდანაც ვერ გაუტანეთ.მამარდა მსოფლიოში საუკეთესოა.
სინსილო
18:05 22-06-2024
0
ჩეხებიც არ გამოვიდნენ ახლა კარლოსები ვერ არიან ეგენი ცოტა!
ნიკოლოზი
12:48 22-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული