პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოს ნაკრები პირველი ტაიმის შემდეგ ჩეხეთს 1:0 ამარცხებს.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
საქართველო - ჩეხეთი
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია, დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი, დავითაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი გულშემატკივრები ჰამბურგში - უმნიშვნელოვანეს მატჩამდე სულ ცოტა დრო რჩება [VIDEO]

altმატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

მკითხველის კომენტარები / 15 /
ეს კვახი კვარაცხელიას რატომ არ ცვლიან
3
ეს კომენტატორი საგოლე.მომენტებს ყვავივით დასჩხავის გაუშვი ჯერ გაიტანონ და მერე იღრიალე
გიო
18:26 22-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული