ვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ

AutoSharing Option
ჩეხეთთან ევროპირველობის მეორე ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გაორებული გრძნობა დამრჩა - შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალე გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში.

ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა
გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.

მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ".

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

altმამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დაწინაურდა [VIDEO]

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ქართველის ორმაგი მოგერიება ჩეხეთთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 67 /
როგორც ჩანს აქ ფეხბურთი არავის აინტერესებს!უმრავლესობა პოლიტიკამ გამოათაყვანა!დატკბით რაა!პირველად ვართ დიდ ტურნირზეეეეეეეე!ჯილდო ყველას გვეკუთვნის-გულშემატკივარსაც,ფედერაციასაც და მითუმეტეს მთელ გუნდს!მწვრთნელების,ფეხბურთელების,ექიმებისა დასხვა პერსონალების ჩათვლიით!წინ საქართველო!
ლექსო
14:42 24-06-2024
0
ფაქტია, ერთი უმაღლესი დონის ფეხბურთელი გვყავს, სამი- საშუალოზე ოდნავ
უკეთესი, მწვრთნელი დაბალი დონის, მაინც მოვითხოვთ გამარჯვებებს ჩვენზე უკეთეს გუნდებთან, რომლებიც ჩვენზე უკეთესი და დალაგებული ქვეყნებიდანაა, ყველაზე დაბალი დონის შიდა ჩემპიონატიც ჩვენ გვაქვს, ჩვენი ფეხბურთი უფრო წინ იყო და მსოფლო დონის ვარსკვლავები გვყავდა, ცალკე ვერ გამოვდიოდით, მაგრამ რამდენმა ითამაშა ევროპისა და მსოფლიო ჩემპიონატებზე, ისიც, იმ პირობებში, როცა ჩვენები ხშირად უსამართლოდ არ მიჰყავდათ ნაკრებში ( გავიხსენოთ, 1964, 1968. 1970, 1974 ... წლები- მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, დარასელია...)
პატრიოტი
19:02 23-06-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული