ვილი სანიოლი: ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ - ეგებ პორტუგალიასთან უკეთ ვითამაშოთ

AutoSharing Option
ჩეხეთთან ევროპირველობის მეორე ტურში ჩატარებული მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა ისაუბრა:

"გაორებული გრძნობა დამრჩა - შეგვეძლო მოგვეგო, მაგრამ ევროპირველობაზე პირველი ქულა მოვიპოვეთ. ეს სიამაყის გრძნობას გძენს. ამისათვის 3.5 წელი ვიშრომეთ.

კონკრეტულ ფეხბურთელებზე ლაპარაკი არ მიყვარს. კვარაცხელიას თამაშზე გაანალიზების შემდეგ შეიძლება გავაკეთო კომენტარი. კიტეიშვილის შესახებ უფრო კონკრეტული ინფორმაცია ხვალე გვექნება. იმედია, მწყობრში ჩადგება. კვირკველია ინფექციის გამო ათი დღე საავადმყოფოში იყო. დაღლილობის გამო შევცვალე. გველესიანი კარგად ჩაერთო თამაშში.

ლობჟანიძეს მხარდაჭერა სჭირდება. გავამხნევე, ვინაიდან ვიცოდი, რასაც გრძნობდა. ვიცოდით, რთული შეხვედრა
გველოდა. მეტოქემ ჩვენზე დიდი ზეწოლა განახორციელა. ბევრი მომენტი ვერ გამოიყენეს, თუმცა ჩვენ ფანტასტიკური მეკარე გვყავს.

მიყვარს საქართველო, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის მოგების იმედი ნამდვილად არ მქონდა. დასაკარგი არაფერი გვაქვს, მთავარი გამოცდილების მიღებაა. ეს მომავალში გამოგვადგება. პორტუგალია ძალიან ძლიერია. ვეცდებით ძალები აღვიდგინოთ და დადებით შედეგს მივაღწიოთ. ეგებ უკეთაც ვითამაშოთ".

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

altმამარდაშვილის მორიგი ბრწყინვალე მოგერიება და დამწუხრებული პატრიკ შიკი [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჩეხეთს 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altსაქართველოს ნაკრები ჩეხეთთან დაწინაურდა [VIDEO]

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ქართველის ორმაგი მოგერიება ჩეხეთთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 67 /
ორი თვის წინ გმირი იყო სანიოლი,დღეს პრაკტიკოსი მწვრთნელია და უცოდინარი.რეალურად,თქვენ ხართ უვიცები და საკუთარი კომპლექსები გაწუხებთ,მერე სულ ცდილობთ სხვას ჩირქი მოსცხოთ. წინა თამაშში მამარდას აკრიტიკებდნენ,მეტოქის საჯარიმოში რატომ ჩავიდაო,მერე ვიღაცამ თქვა,თურქებმა ცარიელ კარში გაიტანეს და ეს სირცხვილიაო. აი,ამ დონეზე იცით ფეხბურთი და ამ დონის აზროვნებაც გაქვთ. მერე გამოლაგდებით და სანიოლის ასწავლით ჭკუას. იმას რო თავი დავანებოთ,ტვინი წაიღეთ უკვე მწეველი არაბიძის და პოხუისტი აზარავოს გამო,მწვრთნელი არის სანიოლი და არა ვიღაც ჯემალა ან მაყვალა. ესპანეთმა არ წაიყვანა რეალის მეკარე კეპა და თუ უნაი სიმონი დაუშვებს შეცდომას,არავინ გამოვა და იტყვის კეპა უნდა წაგეყვანათო. ასევე არის ბელგია,კურტუა დატოვეს და... შედეგით იმსჯელეთ,ქულა ავიღეთ და გოლები გავიტანეთ,მიღწეულია შედეგი და ეს სანიოლის დამსახურება არის. რაული და გუტი არ წაიყვანა არაგონესმა 2008 წელს,აგინეს და ლანძღეს,მარა შედეგი ხო დადო? მწვრთნელებს თავისი გეგმა აქვთ,შედეგს თუ დებს,რა პრობლემა გაქვთ? თუ არ აქვს შედეგი,მაშინ მისი გაშვება უნდა მოითხოვოთ.თუ თქვენი ერთი გრამი ტვინით ფიქრობდით ჯგუფიდან გასვლას ან ევროს მოგებას,სანიოლის ბრალი ეგ არ არის,თქვენ ხართ სულელები. განვმარტავ სულელს ანუ სულ ელი. რა დატ*ნავს ამდენ ცალფაზიან პროფესორს.
იასონას უდარი
22:24 22-06-2024
20
ბატონო ვილი ზივზივაძე სახლში გაუშვით? თუ არა, იქნებ აგვიხსნათ ქვილითაია რატო შემოიყვანეთ ჩაწოდებები ბევრი გვქონდა და თავით გოლის გატანა გვინდოდა. ქვილითაია ბუდუზე კარგად გაიქცეოდაა? ეს უკვე შეცდომა აღრაა რაც ყველა მწვრთნელს შეიძლება მოუვიდეს და ასევე თქვენც. ეს არის გამიზნულად დაიგნორირება ზივზივაძესი. ღრმათ არ შევალ ამ იგნორირებაში თუმცა მყელი ქვეყანა ხვდება ამას და ზოგიც ხმამაღლა ყვირის.
G.LA
21:05 22-06-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული