"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან თამაშში ჩვენი სახე ვაჩვენოთ"- ანზორ მექვაბიშვილი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ნახევარმცველმა ანრი მექვაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებდი, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და შანსები ამისთვის, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა.

ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ჩყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი
ნამდვილი სახე ვაჩვენოთ", - განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი დაცვით შორს ვერ წავალთ! ძალიან ჩაჯმულად ათამაშებს დაცვას სანიოლი,ვერ ხდები რატომ ჯდება ჩვენი დაცვა საკუთარ სჯარიმოში ასე ღრმად ?ხომ შეიძლება საჯარიმოს გარეთ დახვდე მოწინააღმდეგეს და არ მისცე საშუალება ბურთის დამუშავებიას და ჩაწოდების?
რობი
23 ივნისი 2024 11:30
3
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან თამაშში ჩვენი სახე ვაჩვენოთ"- ანზორ მექვაბიშვილი!?
კაი რა გაჩერდი მაინც! 1 ტაიმის გუნდიც ვერ ხარტ. ფიზიკური კონდიციები ნოლია-ძერო!
KOSTAKURTA
22 ივნისი 2024 23:07
6
სამწუხაროდ მექვაბიშვილთან ერთად 10 კაცი ვართ, კიტე მართლა ცალი ფეხით სჯობს.
Dima
22 ივნისი 2024 21:01
6
იმედია შენ არ გათამაშებენ ასეთი რა დაშავდი კიტე ამის ტანჯვას რო გვაყურებინებ
ირაკლი
22 ივნისი 2024 20:44
7
Ისე აგიხდეთ ყველაფერი კარგი როგორც მე ვიძახდი ჯერ კიდე ორი თვის წინ.გეუბნებოდით-იფაფხურებს პირველ მატჩს.მეორეშიც იფაფხურებს,რო დაატყობს ვერაფერს აკეთებს და შეცვლის კანდიდატია ვითომ ტრამვას მიიღებს მეთქი და მესამე თუ ნამუსი აღარც უნდა ითამაშოს რაღაც შანსი იქნება პორტუგალიასთან.ბოლობოლო 11 კაცი ვიქნებით
სექტა სახელწოდებით ,,კვარადონა"
22 ივნისი 2024 20:28
11
თავი იმართლა ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობო )))) ერთი ერთზე როცაა და კაცს ვერ სცდება რომელ თავის პოზიციას გულისხმობს ვერ ვხვდები ))) ამ მექვაბას კიდევ რამ დაარტყმეინა კარებში მიქაუტაძე ეხსენბოდა ცარიელი
,
22 ივნისი 2024 21:23
3
რას იწყევლები, ბიჭო - ღმერთმა დაგვიფაროს, პორტუგალიასთან ჩვენი ნამდვილი სახე ვაჩვენოთ...
დდდ
22 ივნისი 2024 20:23
1
მთელი ქვეყანა ლოცულობს, იქნებ დაეზაროთ პორტუგალიელებს ჩვენი ნამდვილი სახის გამოჩენა და 7-0 არ მოგვიგებენ ასეთი უსახური დაცვით, ეგ კიდე აქეთ იქაჩება. შენ თუ ინტრიგანი არა ხარ, ჩვენ კატლეტში ხორცს რა უნდა?? ))
ცოფიანი სპილო
23 ივნისი 2024 03:34
1
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული