"ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან თამაშში ჩვენი სახე ვაჩვენოთ"- ანზორ მექვაბიშვილი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა.

"ჯვაროსნების" ნახევარმცველმა ანრი მექვაბიშვილმა შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ისაუბრა.

"დღევანდელ თამაშს მაინც დადებითად შევაფასებდი, მინდა მივულოცო ქართველ ხალხს პირველი ქულა ევროპის ჩემპიონატზე, მაგრამ ვერ მოვიგეთ და დაგეგმილი 3 ქულა ვერ მოვიპოვეთ. გვქონდა ძალიან კარგი მომენტები და შანსები ამისთვის, თუმცა ვერ გამოვიყენეთ. ვფიქრობ, უიღბლობა აქაც ჩანდა.

ის დავალებები, რაც მწვრთნელმა მოგვცა, სანახევროდ შესრულდა და მეტიც შეიძლებოდა გაგვეკეთებინა. მინდა ქართველ ხალხს ვუთხრა, რომ ჩყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან ჩვენი
ნამდვილი სახე ვაჩვენოთ", - განაცხადა ანზორ მექვაბიშვილმა.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 8 /
ასეთი დაცვით შორს ვერ წავალთ! ძალიან ჩაჯმულად ათამაშებს დაცვას სანიოლი,ვერ ხდები რატომ ჯდება ჩვენი დაცვა საკუთარ სჯარიმოში ასე ღრმად ?ხომ შეიძლება საჯარიმოს გარეთ დახვდე მოწინააღმდეგეს და არ მისცე საშუალება ბურთის დამუშავებიას და ჩაწოდების?
რობი
11:30 23-06-2024
3
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ პორტუგალიასთან თამაშში ჩვენი სახე ვაჩვენოთ"- ანზორ მექვაბიშვილი!?
კაი რა გაჩერდი მაინც! 1 ტაიმის გუნდიც ვერ ხარტ. ფიზიკური კონდიციები ნოლია-ძერო!
KOSTAKURTA
23:07 22-06-2024
6

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული