"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
შენს ერთგულებასა და უნარებში ეჭვი არც გვეპარება.
გიორგი
20:25 22-06-2024
5
ისევ ვერაფერი ვერ გაიგეს,ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობო და კუდი გამოაბეს უკვე. ჩემს პოზიციაზე არ ვთამაშობ და ისეთ დავალებებს მაძლევენ,შეუძლებელია შეთავსებაო. თან რას გაუხურეთ საქმე,მშვენივრად თამაშობს. რა მისი ბრალია თუ გუნდს მეტი კრეატივი არ აქვს და მას აჩეჩებენ ყველა ბურთს? კვარას ყოფნა მინდორზე უკვე საქმის აკეთებს,რით ვერ მიხვდით? ან როდის დაიწყეთ ფეხბურთის ყურება? შენ თუ იცი რო მთავარი შემქნელია გუნდში,მეტოქეს არ ეცოდინება? მე შევნიშნე დიდი სივრცე,რასაც კვარას მოედანზე ყოფნა ქმნის,მარა მაგას გამოყენება უნდა. გასაგებია რო მეტი გინდათ მისგან,მასაც უნდა და ფიქრობს ამაზე,მარა რეალობას არ უნდა მოწყდეთ. მეტი რა გინდათ,ქულა მოვიპოვეთ და გოლები შევაგდეთ სადებიუტო ევროზე. 2002 წლის მსოფლიოზე,მსოფლიო ჩემპიონი საფრანგეთი ისე ჩარჩა ჯგუფში რო გოლი ვერ გაიტანა,ბევრი დებიუტანტი გუნდი ოცნებობს და ვერ აღწევს ამ შედეგს,ამიტომ იამაყეთ ამ ბიჭებით.მე თუ მკითხავთ,კიდევ კარგად თამაშობენ,2-3 თვე პოლიტიკოსობა დააწყებინეთ ფეხბურთელებს და კატეგორიულად სთხოვდნენ მხარე აერჩიათ. კვარა შეიძულეთ იმიტო რო მხარე არ აირჩია,ხოლო ბუდულია გააღმერთეთ იმის გამო რო მხარე აირჩია. ტვინში მოკლე ჩართვა გაქვთ და ელემენტარული აზროვნების უნარი გაქვთ დაკარგული.
იასონას უდარი
22:12 22-06-2024
12

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული