"საქართველოსთან როტაციით" - პორტუგალიელთა მწვრთნელმა კომენტარი გააკეთა

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში პორტუგალიამ თურქეთი 3:0 დაამარცხა, პირველი ადგილი გაინაღდა და 26 მაისს საქართველოს ნაკრებთან მატჩს ლუზიტანთა გუნდისთვის არავითარი პრაქტიკული მნიშვნელობა არ აქვს. მათმა მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა RTP 3-თან განაცხადა, რომ "ჯვაროსნებთან" როტაციას მიმართავს:

"თამაში გავაუმჯობესეთ, რაც კარგია. შედეგი კარგია, მაგრამ კიდევ უფრო გაუმჯობესება შეგვიძლია. გუნდში შესანიშნავი განწყობაა და ეიფორია არ სუფევს. ვფიქრომ, მეტ ფეხბურთელებს უნდა მივცეთ თავის გამოჩენის საშუალება. მოსამზადებელ ეტაპზე ყველამ დაამტკიცა, რომ ბრძოლისათვის მზად არიან და კონკურენტუნარიანობის ასამაღლებლად მათი დრო დადგა.

ეს არ იქნება
რევოლუცია. არ მიყვარს ეს სიტყვა. არიან ფეხბურთელები, რომლებიც სასტარტოში დაყენებას იმსახურებენ. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ სრულყოფას. ჩეხეთთან სხვადასხვა სიტუაციების გამო გაგვიჭირდა, თურქეთთან კი უკეთესად გავისარჯეთ".

მკითხველის კომენტარები / 18 /
პორტუგალიის სათადარიგო ფეხბურთელებს დასამტკიცებელი აქვთ და ძალიან მოინდომებენ. მაგრამ ვაი რომ სათადარიგოები არიან და კლასით მაინც ჩამორჩებიან ძირითადის თერთმეტეულს. ხდება ხოლმე სასწაულები და ამის იმედი მაქვს. ყველა შემთხვევაში მადლობა ნაკრებს იმიტომ რომ ჯგუფური ეტაპის ბოლო თამაშამდე ვინარჩუნებთ ფლეიოფში გასვლის შანსს.
იბრუხ მართალი
21:07 23-06-2024
2
მეორე შემადგენლობა მაინც მეორეა რაც არ უნდა რონალდოზე უკეთესები ყავდეთ-აქ საქმე გუნდურობაშია.
ანუ ის გუნდური მექანიზმები -კოლექტიური ართმევა-სწრაფი გადასვლა,გუნდური სწრაფი კომუნიკაცია როცა გუნდმა იცის ბურთი სად უნდა მივიდეს ასეთი რაღაცეები მეორე შემადგენლობას არა აქვს და რა გვინდა ფლეიოფში თუ პორტუგალიის გასახალისებლად შემადგენლობას ვერ ვუგებთ?
გულიც არ უნდა დაგვწყდეს მაშინ,ამ ეტაპზე ეს ყოფილა ჩვენი ძალა.
ოღონდ არა პესიმისტური ნოტაზე.
ევროს მერე კაშია,კვირკველია,კვეკვე,ქვილითაია უნდა ჩაანაცვლონ ახალმა ბიჭებმა.
იგივე ლაცაბიძე რომელსაც შახტარში აქებენ-უნდა მოხვდეს ძირითადში ჯერ შახტარში და მერე ნაკრებში.
საზონოვმა და გელაშვილმა რამე უნდა ქნან და სხვებსაც ველოდებით.
ბაიერნის ახალგაზრდა ქართველს,ავსტრიაში როა განათხოვრებული.
მსოფლიოს შესარჩევზე უკვე გამოცდილი გუნდით ვიქნებით +რამდენიმე ახალგაზრდა.
ამ ევროპის ჩემპიონატით არაფერი არ მთავრდება.
ახლა მაინც შეკოწიწებული გუნდი გვყავს.
მომავალი კიდე ჩვენი უნდა იყოს
Levani
00:24 24-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული