ევრო 2024 | ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

24 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე დახურულ ვარჯიშს გამართავს.

25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო -პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, "არენა აუფ შალკეზე" გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდის მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა (Mixedzone).

25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, "არენა აუფ შალკე")

18:00
- საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
გუშინ სიზმარში ვნახე, რო ჩვენ გავიმარჯვეთ 4-1, ეხლა მეტყვით რას ფანტაზიორობო, ვფიცავ ჩემს პატარა შვილს, მართლა ეგრე ვნახე!
გია
18:38 24-06-2024
1
ისე სანიოლი რო ცუღლუტობს აშკარაა,მაგრამ ფაქტია მაგისმა სტრატეგიამ ორჯერ დაიჭირა ჩეხეთი,ერთხელ ანზორიკოს უნდა შეეგდო და 2-0 გაეხადა,ბოლოს საბას.
არადა მერე წავიდოდა ქება-დიდება გენიალური ტაქტიკოს-სტრატეგის.
ანუ ასეთი მომენტები ქმნის შედეგს
ახლა იმას რომ ის ფეხბურთელი უნდა წაიყვანო რომელსაც გოლის გატანა შეუძლია(არაბიძე) მე ვერ ვასწავლი,დამნიშნეთ მწვრთნელად და მე წავიყვან
Levani
12:03 24-06-2024
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული