ევრო 2024 | ნაკრები პორტუგალიასთან მატჩისთვის ემზადება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის დასკვნითი მატჩისთვის ემზადება.

24 ივნისს ვილი სანიოლის გუნდი ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე დახურულ ვარჯიშს გამართავს.

25 ივნისს, ცენტრალური ევროპის დროით 13:45 საათზე, საქართველო -პორტუგალიის მატჩისწინა პრესკონფერენცია შეხვედრის მასპინძელ სტადიონზე, "არენა აუფ შალკეზე" გაიმართება. პრესკონფერენციის შემდეგ, 18:00 საათზე, ჩვენი გუნდის მატჩისწინა ვარჯიშს ფელბერტის საწვრთნელ ბაზაზე ჩაატარებს. აკრედიტებული მედიისთვის ვარჯიშის პირველი 15 წუთი ღია იქნება, 17:15-დან იმუშავებს შერეული ზონა (Mixedzone).

25 ივნისის განრიგი (ცენტრალური ევროპის დროით)

13:45 - საქართველოს ნაკრების მატჩისწინა პრესკონფერენცია (გელზენკირხენი, "არენა აუფ შალკე")

18:00
- საქართველოს ნაკრების ვარჯიში (ფელბერტი)

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 10 /
გუშინ სიზმარში ვნახე, რო ჩვენ გავიმარჯვეთ 4-1, ეხლა მეტყვით რას ფანტაზიორობო, ვფიცავ ჩემს პატარა შვილს, მართლა ეგრე ვნახე!
გია
24 ივნისი 2024 18:38
1
შენს პირს შაქარი!
გიას
24 ივნისი 2024 19:03
0
ისე სანიოლი რო ცუღლუტობს აშკარაა,მაგრამ ფაქტია მაგისმა სტრატეგიამ ორჯერ დაიჭირა ჩეხეთი,ერთხელ ანზორიკოს უნდა შეეგდო და 2-0 გაეხადა,ბოლოს საბას.
არადა მერე წავიდოდა ქება-დიდება გენიალური ტაქტიკოს-სტრატეგის.
ანუ ასეთი მომენტები ქმნის შედეგს
ახლა იმას რომ ის ფეხბურთელი უნდა წაიყვანო რომელსაც გოლის გატანა შეუძლია(არაბიძე) მე ვერ ვასწავლი,დამნიშნეთ მწვრთნელად და მე წავიყვან
Levani
24 ივნისი 2024 12:03
5
გემახსოვრებათ ცალკარა თამაში,გვყავს ესპანეთი დამარცხებული,ასევე ხორვატია,ფრე გვაქვს ნათამაშები საფრანგეთთან და არაა გამორიცხული პორტუგალიასთაბაც მოვახდინოთ სასწაული.ბურთი მრგვალია ვერ გაიგებ რა მოხდება. წარმატება ბიჭებს!
Რერო
24 ივნისი 2024 11:38
2
აურია სანიოლმა თან შთაბეჭდილება მრჩება ჯინიანობს იმედია არ გამოგვტენის პორტუგალია
dew
24 ივნისი 2024 11:29
1
სანიოლი დაიწყებს ეხლა სიბრძნეებს ჩაკვეტაძეს ინტენსივობა არ აქვსო და მაგიტო არ ვაყენებ ძირითადშიო ბუდუს ბევრი აქ სამუშაოვო გველესიანს დასამტკიცებელი აქვსო და დააყენებს ძირითადში კვირკველიას მექვაბიშვილს ქვილითაიას რომლებსაც დამტკიცებული აქვთ ეტყობა
ტოტტი
24 ივნისი 2024 11:01
3
რა მაგარი ექიმები გვყავს, შემდეგი ევროსთვის კიტეს უეჭველი მოარჩენენ.
ჰაჰა
24 ივნისი 2024 08:33
1
ჩვენ თუ უფრო დიდი სხვაობით დავამარცხებთ პორტუგალიას, ვიდრე ჩეხეთი თურქეთს, მეორე ადგილზე ვიქნებით. მაგალითად:
საქართველო 2-0 პორტუგალია
ჩეხეთი 1-0 თურქეთი.
რეალობა
24 ივნისი 2024 03:22
2
აი ეს დაგუგლეთ
euro 2024 group stage tiebreakers
რეალობა
24 ივნისი 2024 09:28
1
მასეც მოხდება მჯერა
ბათუმელი ექსპერტი
24 ივნისი 2024 08:39
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული