ასეთი ამბავია პორტუგალიელთა ბანაკში - პირველი შანსი და წუთები საქართველოსთან, ჟოაო უკმაყოფილოა, გუნდი კი ყველაფერს იგებს

AutoSharing Option
"ატლეტიკოს" საკუთრებაში მყოფი და "ბარსელონაში" იჯარით მოთამაშე ჟოაო ფელიქსი ეროვნულ ნაკრებში თავისი ყოფით ძალიან უკმაყოფილოა და ამაზე სოციალურ ქსელში გავრცელებული ფოტოებიც მეტყველებს.

მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ევროპის მიმდინარე ჩემპიონატზე მას 1 წუთიც არ მისცა და თურქეთთან 3:0 მოგებული მატჩის შემდეგ გავრცელდა ფოტო, სადაც ჩანს, რომ 24 წლის ფეხბურთელი ძალიან უკმაყოფილოა. 

Sportall.Ge

ალბათ, შეხსენება არავის გჭირდებათ, რომ ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის ბოლო შეხვედრას საქართველოს ნაკრები სწორედ უმოტივაციო პორტუგალიასთან ჩაატარებს.

რობერტო მარტინესმა უკვე თქვა, რომ შემადგენლობას გადაახალისებს და სავარაუდოდ, ფელიქსი პირველ წუთებს სწორედ ჩვენ
წინააღმდეგ ითამაშებს და იმედია, გახარებული სახით მოედანს არც მაშინ დატოვებს.
მკითხველის კომენტარები / 16 /
თამაში დამთავრდება 2:1 ჩვენ სასარგებლოდ. გოლები:
ზივზივაძე -28 წუთზე
ქოჩიაშვილი -67 წუთზე
ჟოაო- 90+5 წუთზე ( პენალტი)
90+10 წუთზე გადაგება კობახიძე და მთელი მთავრობა.
90+65 წუთზე აფრინდება თვითმფრინავი რეისით თბილისი - რიო დე ჟანეირო ( ათიოდე მგზავრით,ზებრებით,პინგვინებით და შეიძლება ხაინდრავაც გაიყოლიონ)
მოკლედ, წინ საინტერესო დღე გველის.
ჟორა
18:38 24-06-2024
54
26 კარგად გვაქვს დაცდილი და ვნახოთ რა იქნება
იბრუხ მართალი
13:11 24-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული