ბუდუ, კიტეიშვილი და შენგელია? - სავარაუდო შემადგენლობა პორტუგალიასთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება. ასეთ დროს მერვედფინალში გასვლის შესახებ მუდმივი ვარაუდები და გამოთვლაა. ფაქტია, უნგრეთის ნაკრების გამარჯვებამ 2 ქულით საუკეთესო მესამეადგილოსნებს შორის მოხვედრა გაგვირთულა, თუმცა ამისთვის მაინც თურქეთის ნაკრების ჩეხებთან გამარჯვება გვჭირდებოდა. ეს სიტყვები როგორც უნდა ჟღერდეს, პორტუგალიის ნაკრებთან გამარჯვებით გავალთ და ეს ყველაზე მნიშვნელოვანია...

მესამე ტურში შემადგენლობაში ცვლილებები უფრო მეტად ხდება. ამის მიზეზი დისკვალიფიკაცია, ტრავმა, გადაღლილობა თუ ტაქტიკის მკვეთრად შეცვლაა. საბედნიეროდ, საქართველოს ნაკრებში ჭარბი ყვითელი ბარათების პრობლემა არ დგას. რაც შეეხება იმას, თუ ვინაა
ბოლომდე მზად, რა თქმა უნდა, ამის გარედან ამოცნობა რთულია და სამწვრთნელო შტაბის, რომელიც ამ საქმეში ბოლომდეა ჩართული, დასკვნებს უნდა ვენდოთ. სავარაუდო შემადგენლობაზე მსჯელობა იოლი არაა, იმის მიუხედავად, რომ როგორც წესი, ჩვენი ვარაუდები რეალობასთან ყოველთვის ახლოსაა. ახლაც გავრისკავთ და საკუთარი დაკვირვების თუ სანიოლის მხრიდან მოლოდინების ერთმანეთთან დაკავშირებას ვეცდებით.

მეკარე

ჩეხეთთან ბრწყინვალე მატჩის შემდეგ გიორგი მამარდაშვილის როგორც თავდაჯერება, ასევე სატრანსფერო ფასმა კიდევ უფრო მოიმატა და ეს დაცვის ხაზსა და მთლიანად გუნდს დადებითად გადაეცემა.

დაცვა

იქიდან გამომდინარე, რომ საბა კვირკველია ევროპის ჩემპიონატს ბოლომდე მზად არ შეხვდა, წინა შეხვედრაში საკმაოდ დაიტვირთა და ჩვენს ცენტრალურ მცველებს შორის ყველაზე ნაკლებად დამაჯერებელია, ვვარაუდობთ, რომ მის ადგილს გიორგი გველესიანი დაიკავებს. ის ფიზიკურად მშვენივრადაა მომზადებული და საჰაერო დუელებშიც გამორჩეულია.

კაშია და დვალი საუკეთესო "გამსუფთავებლებს" შორის მოწინავე ადგილზე არიან და იმედია, პორტუგალიის ნაკრების შთამბეჭდავი შეტევის პირობებშიც, დამაჯერებლები იქნებიან.

Sportall.Ge

ნახევარდაცვა

ვილი სანიოლის გუნდს პორტუგალიასთან ბურთის ფლობაზე აქცენტის გაკეთება გაუჭირდება, თუმცა, პერიოდულად, ტემპის კონტროლის გარეშე წარმატებაზე ფიქრი რთული იქნება. იმედია, გიორგი ქოჩორაშვილმა ძალები სრულად აღიდგინა, მის გვერდით კი ოთარ კიტეიშვილს ვნახავთ.

Sportall.Ge

გვესმის, რას ნიშნავს, როცა გუნდთან ერთად ამდენი ხნის განმავლობაში ვერ ვარჯისობ, მაგრამ მისი შესაძლებლობების გვჯერა და თუ სრულად არა, იქნებ გარკვეული დროით თამაში მაინც შეძლოს. ოთოს ბურთთან ურთიერთქმედება და მახვილგონიერება ძალიან დაგვჭირდება.

რაც შეეხება ნახევარდაცვის მესამე წევრს, ამჯერად ძირითადში ისევ გიორგი ჩაკვეტაძე უნდა ვნახოთ.

ფლანგები

განვლილ მატჩებში პირველ ტაიმში ნაკლებად დამაჯერებელი ოთარ კაკაბაძე ვიხილეთ, რომელსაც მეორე 45 წუთში დაღლილობა ნაკლებად ეტყობოდა და პროდუქტიულიც იყო. ოთო ისევ მარჯვნივ იქნება. რაც შეეხება მარცხენა ფრთას, ლევან შენგელიას ჯანმრთელობის პრობლემა აღარ აწუხებს და ის ერთი მატჩის სათამაშოდ მაინც მზად რომ არ იყოს, მაშინ მონტენეგროსთან შეხვედრაში ეს უნდა შეგვემჩნია. შენგელია დაცვით ფაზაში დამაჯერებელია და თავისი ძალები შეტევაშიც უნდა დაგვანახოს.

შეტევა

ხვიჩა კვარაცხელიას როლი ჩვენს გუნდში განვლილ ორივე დაპირისპირებაში დიდი იყო, მაგრამ "კვარას" საუკეთესო შეხვედრა ჯერ კიდევ წინაა. გიორგი მიქაუტაძე 2 გოლით ბომბარდირთა შორისაა, ის ევროზე თავის მაღალ კლასს ავლენს, პორტუგალიელებიც "ჟორჟზე" ბევრს იფიქრებენ, მაგრამ სანიოლის მხრიდან იქნებ ერთგვარი სიურპრიზი იყოს და როგორც იმავე საბერძნეთთან ფინალში, მიქაუტაძე მეორე ტაიმში ვნახოთ, მისი სისხარტით კი მატჩის სცენარი საჩვენოდ შეიცვალოს. ასეთ შემთხვევაში სასტარტოში ბუდუ ზივზივაძეს ველით.

Sportall.Ge

მას ჯერ ცოტა დრო მიეცა, რაც დამატებითი მოტივაციაც უნდა გახდეს, როგორც ეს ზურიკო დავითაშვილის შემთხვევაში გამოჩნდა.

26-ში გადამწყვეტი მატჩია, გამარჯვება, საქართველო!

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 28 /
ბევრს არ მოეწონება, უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ:
ძალიან დიდი ხნის შემდეგ, ქართული ფეხბურთი კარგი ტემპით მიდის. მწვრთნელს რათქმაუნდა დიდი დამსახურება მიუძღვის, ფეხბურთელებსაც. ნებისმიერი მიზნის მიღწევა დიდი შრომით ოფლით და ნებისყოფით არის შესაძლებელი.
მრწრთვნელის და ფეხბირთელების თავდადების მიუხედავად მაინც კრიტიკული ვიქნები. უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ და სხვა არაფერი. კრიტიკა იმაში მდგომარეობს რომ მეტი მომზადება და შრომაა საჭირო.
ფეხბირთელებს 8კგ ტვირთი უნდა აკიდო ზურგზე და ისე ათამაშო ერთმანეთს ფეხბირთი. რათქმა-უნდა ძალიან გაუჭირდებათ, ძალიან გაუჭორდებათ. ეგ კიდევ არაფერია, ბურთის აწაპვმაში და აკენწვლაში წაქცევამდე ვავარჯიშებდი. ასევე დფეხბირთელებს, ყველა მაგარი გუნდების შეხვედრებს და ტაქტიკას ვაყურებინებ გავააზრებინებდი. ასევე გადაქამცვამდე ვათამაშებინებდი ფეხბურთს ერთმანეთში. რათქმ-აუნდა სამხედრო ექიმებს დავუნიშნავდი, ყველაზე მაგრა სამხედრო ექიმებს ესმით ადამიანის ორგანიზმის და ამტანობის შესახებ. ისეთ კვების რეჟიმს დავიწესებდი როგორც განსაკუთრებული სპეცდანიშნულების რაზმებს კვებავენ. სპარტელებივით უნდა მიუდგე, მხოლოდ მატჩების წინა პერიოდში დაისვენებდნენ მაგრა. {ინგლისი, საფრანგეთი, ესპანეთი, იტალია, პორტუგალია, ყველას ვერ ვიხსენებ ვინც ძალიან ძლიერია} ვერ დაამარცხებ თუ მათზე მაგრა არ იქნები მომზადებული. მე უბრალოდ ჩემს აზრს ვაფიქსირებ.
Moxeil paturashvil
22:23 25-06-2024
0
კი ბატონო კაი კაცია, მარა გმირია და ასეთები ნამეტანია.
გიოს
12:20 25-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული