მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
ნაკრები უმაქნისი კვარაცხელიას გარეშე
!!
26 ივნისი 2024 13:02
40
ამაზე მეტი გამაღიზიანებელი(მოტივატორი რა გინდა-მოუგე უმოტივაციო გუნდს,რომელსაც გადახალისებული შემადგენლობა ყავს და სულ არ სჭირდება ტრავმები/ბარათები,მოიგე და გადიხარ ფლეიოფში-იმ ტურნირის ფლეიოფში სადაც მოხვედრაზე ასე გავგიჟდით ყველა.
მერე კიდე ერთი თამაშის მოგება ყველასთან შეიძლება,დაცვა პენლები თუ ჩვენი შემტევების კლასი.
თან თუ კიტე ჯერ კიდევ 60-70% ფორმაშია სულ სხვა გუნდი ვიქნებით.
არ ვიცი მე ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
Levani
26 ივნისი 2024 12:58
3
მიდით ბ8ჭებო დღეს ვიგებთ მერე ესპანეთი გველოდება
ემიგრანტი
26 ივნისი 2024 12:55
2
ვიმეორებ, ორი გოლი კვარას აქვს ვალად, დიახ , პირადად ჩემი , ორიც ლობოსა აქვს და საიდანაც უნდათ და როგორც უნდათ ვალი დღესვე დამიბრუნონ, პატიებაზე და გამოქვითვაზე-გარაშოთება ქვია, არც იოცნებონ, რადგან 23 საათზე იწყება თამაში, შეღავათს გავაკეთებ და ვალის ნაწილს ხვალ მივიღებ !
ალექს
26 ივნისი 2024 12:49
1
ფეხბურთი არის შანსების გოლად გარდაქმნა, დაცვაში კარგი თამაში, ხოლო შეტევაში დარწმუნებული ვარ გვექნება მომენტები და უნდა გამოვიყენოთ
123
26 ივნისი 2024 12:40
1
ამაზრზენი ნაც-ქოცური კომენტარებია, პოლიტიქა იქეთ იყოს, მაგრამ წინა 2 თამაშში ბუდუ ძალიან დაგვაკლდა, ძალიან უცნაური გადაწყვეტილება იყო მისი არ შეშვება,არ ვიცი, იქნებ მიქაუტაძე ჯობდეს ზივზივაძეს ზოგიერთ ასპექტში, მაგრამ დაღლილს რომ დასვენებული ჯობია, თანაც ცვლილებებს რომ თავისი ტაქტიკური ეფექტი აქვს, ეს ხომ არ ახალია. შედარებისთვის, მიქაუტაძე უფრო სხარტი და მობილურია, მაგრამ ზოგჯერ არასწორ გადაწყვეტილებებს იღებს, ანუ მარტო კარს ხედავს და არა უკეთეს პოზიციაში მყოფ პარტნიორებს, ეს წინა მატჩებში გამოჩნდა, ბუდუ ტანმაღალია და მეორე სართულზე უკეთესია და გუნდურ ფხბურთს თამაშობს, გავიხსენოთ თუ როგორ უპასა კვარაცხელიას მაკედოიასთან. ორივე მატჩში ძალიან ცოტა დაგვაკლდა, ის ცოტა კი შეიძლება ძალიან ძვირად დაგვიჯდეს. იმედი მაქვს დღეს უნდა გავიმარჯვოთ, გაუმარჯოს საქართველოს!!!
მინდია
26 ივნისი 2024 12:32
9
ცვლილებები რატომ ხდება ფეხბურთში თუ იცი? თუ არ ათამაშებდნენ, ტურისტად წაიყვანეს? ჯეჯე , უცნაური ლოგიკა გაქვს შენ გენაცვალე
მინდია
26 ივნისი 2024 13:54
1
ჟორჟზე და ზივზივაძეზე უფრო მეტად, მე ვარ დასვენებული ჩემო მინდია. შენი ლოგიკით, მე ხომ არ გავიდე მოედნაზე?
ჯეჯე
26 ივნისი 2024 13:33
2
გუშინდელი თამაშების შემდეგ მათემატიკა ისე დალაგდა, რომ პორტუგალიასთან ფრის შემთხვევაში გადარჩენის არანაირი თეორიული შანსიც კი აღარ გვრჩება. ასე რომ, ვიგებთ და 100%-ით გავდივართ, თუ არა და სად მივდივართ - სახლში. აქ კიდევ ის არის ძლიერ ნიშანდობლივი, რომ ჩვენი მოგების შემთხვევაში უნგრეთი 100%-ით იძირება და აბა, თუ გამოიცნობთ - ვინ არის დღეს ჰუნ-მადიართა ტომის ნომერ პირველი მტერი და დამაქცევარი ამ ბურთივით მრგვალ დედამიწაზე? დიახ, ვიკტორ ორბანის ვითომ და ტურფა მეგობარი Grúzia, ასეა ეს! უფალი ხარხარებს და მოდით, ჩვენც ავყვეთ: ჰა-ჰა-ჰა...
ელიასი
26 ივნისი 2024 12:03
13
დღეს დიდი დღეა, ვთამაშობთ დიდი ეუსებიოს, ფიგუს და რონალდოს ნაკრების წინააღმდეგ, რომელიც 2016 წლის ევროპის ჩემპიონი გუნდია. ამიტომ ანგარიშზე განსაკუთრებული პრეტენზია არარელევანტური იქნება. თუმცა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენც დიდი ბორის პაიჭაძის, მიხეილ მესხის, სლავა მეტრეველის, დავით ყიფიანის და ხვიჩა კვარაცხელის საფეხბურთო ქვეყანა ვართ. ამიტომ, რადგან ბურთი მრგვალია, ოცნებებს ვერავინ დაგვიშლის. წარმატებები ჩვენს უკვე გმირ ბიჭებს!
გაიოზი
26 ივნისი 2024 11:58
2
11-ის მაგივრად 13 კაცით რომ ვითამაშოთ გვექნება შანსი. აბა ისე შანსი არაა
ვაჟა
26 ივნისი 2024 11:52
8
რა თქმა უნდა წავაგებთ.
შემადგენლობა ასეთი მგონია: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი, კაკაბაძე, შენგელია, კიტეიშვილი, ქოჩორაშვილი, კვარაცხელია, ჩაკვეტაძე, მიქაუტაძე, გელა გუგზარაშვილი.
გენა
26 ივნისი 2024 11:52
6
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული