მატჩის დღე! საქართველო VS პორტუგალია - კვარაცხელია VS რონალდო

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ჯგუფური ეტაპის გადამწყვეტი მატჩისთვის ემზადება და პორტუგალიელებს გელზენკირხენში, "ფელტინს არენაზე", დღეს, 26 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე შეხვდება.

პორტუგალიას შეუძლია, ესპანეთის მსგავსად, ჯგუფური ეტაპი 9 ქულით დაასრულოს და ეს ახლა მათი მთავარი მოტივაციაა. პორტუგალიელებმა თურქებს იმ "სიგნალ იდუნა პარკზე" მოუგეს, სადაც საქართველოს ნაკრები დასანანად დამარცხდა. გულშემატკივრები მინდორზე კრიშტიანო რონალდოსთან ფოტოს გადასაღებად შეიჭრნენ.

ვილი სანიოლის გუნდმა ისტორიული ქულა მოიპოვა და ახლა უფრო მეტი სურს. გიორგი მიქაუტაძემ ორივე შეხვედრაში გაიტანა და ის მხოლოდ მეექვსე ფეხბურთელია, რომელიც თავისი ქვეყნის საწყისი ორი
გოლის ავტორი გახდა დიდ ტურნირზე. ბოლოს ასეთი ანდრეი შევჩენკო იყო - 2012 წელს.

ოთხშაბათის შეხვედრა სამთო ქალაქ გელზერკირხენში ამ გუნდებს შორის მხოლოდ მეორეა. იყო ამხანაგური მატჩი (2:0 პორტუგალიელთა სასარგებლოდ) 2008 წელს.

"მილანის" ვარსკვლავმა რაფაელ ლეაომ სიმულაციის გამო ორი გაფრთხილება მიიღო და მესამე ტურს ტოვებს. მის ადგილას მარცხენა ფლანგზე "ვულვზელ" პედრო ნეტოს ველით. ყველაზე დიდი ინტერესი ისაა, ითამაშებს თუ არა რონალდო და შედგება თუ არა "შვიდიანების", კრიშტიანოსა და "კვარას" დაპირისპირება. შესაძლოა, ფორვარდის პოზიციაზე არც ის ვიხილოთ და არც გონსალო რამოში და ეს ადგილი 21 წლის ფრანცისკო კონსეისაომ ("პორტუ") დაიკავოს. მიუხედავად იმისა, ჯერ შედეგიანი მოქმედება არ აქვს, კვარაცხელია გუნდის მთავარი ვარსკვლავია, რომელიც ისტორიული მომენტის შექმნას ეცდება.

კვირკველია, კაშია, გველესიანი, მექვაბიშვილი, ქოჩორაშვილი - ეს ის ფეხბურთელები არიან, რომელთაც კიდევ ერთი გაფრთხილების შემთხვევაში, მერვედფინალის გამოტოვება ემუქრებათ.

სანიოლის გუნდის მთავარი შანსები იქნებ კონტრშეტევებშია, თუმცა პორტუგალიელებისთვის ინიციატივების მთლიანად დათმობა სახიფათოა.

გამარჯვება, საქართველო!

Sportall.Ge

კიტეიშვილმა ივარჯიშა და სასტარტოში ველით...


სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - გველესიანი, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, ზივზივაძე;

პორტუგალია (4-5-1): კოსტა - სემედო, ა. სილვა, დიაში, კანსელუ - ნევეში, პალინია, ბ. სილვა, ნ. ფერნანდეში, ფელიქსი - რონალდო

მსაჯი: შარერი (შვეიცარია)

Sportall.Ge

ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

მკითხველის კომენტარები / 86 /
გფარავდეთ ლომისის მადლი,
ტანზე აგესხათ რკინაო,
ხელთ გეპყრათ მჭრელი მახვილი,
რომ მტერს არ მოალხინაო,
გამარჯვებულსაც გეარნოთ,
ღმერთიმც გიძღოდეთ,წინაო!
სოსო
26 ივნისი 2024 17:31
1
დანია მეორეზე , სლოვენია მესამეზე !!!
შესწორება
26 ივნისი 2024 17:07
0
სლოვენიას და და დანიას ყველაფერი ერთნაირად ჰქონდათ და დანია გაიყვანეს მესამეზე რეიტინგის ხარჯზე!!!
ანაგელი
26 ივნისი 2024 16:59
0
სტატიის ავტორს ღვთისო ანთაძეს დიდი მადლობა.
Mr. Barnelo
26 ივნისი 2024 16:38
0
თუ ჩეხეთმა მოიგო და ბურთები ერთნაერად გვაქვს ორივე 4 ქულით,ერთმანეთში ფრე გვაქვს.ნეტავ რა მოხდება
Levani
26 ივნისი 2024 16:24
0
ჩეხეთი გავა
ნუ ბანაობთ!
26 ივნისი 2024 16:59
0
ჯერემი ნჯიტაპი ჩამოყავს ქუთაისის ტორპედოს!!
მაგარი ამბავია, რეალში ნათამაშები ნახევარმცველი.
მიდი ჯერემი!
ვაჟა
26 ივნისი 2024 16:20
3
მართლა დიდი ამბავია მაი. ჯერემის გამოცდილება ძაან გამოგვადგება სიმონ
26 ივნისი 2024 17:06
1
შანსი და ვარინტი ერთი გვაქვს მხოლოდ,თუ პორტუგალია თავის წაგებაზე დადებს ფსონს ტოტლიზატორში.რა იცი,იქნებ ფულის გაკეთება ამჟობინონ,7-ჯერ მეტს მოიგებენ.
mera
26 ივნისი 2024 15:40
0
მეორე ვარიანტს გთავაზობ, ბევრად უკეთესს. 30 მილიონს ხომ იძლევა ბიძინა, თუ ჩვენები გავლენ. ჰოდა 15 მისცენ პორტუგალიას და დაგვიწვება.
ჰაჰა
26 ივნისი 2024 16:13
0
ჩვენი მოგების და ჩეხეთი-თურქეთი 1/x შემთხვევაში ორი გუნდი იქნება 4ქულით და როგორაა წესები-ბურთები არის წინ თუ ურთიერთშეხვედრები?
Levani
26 ივნისი 2024 15:35
0
თურქეთი გავა, რადგან ჩვენ მოგვიგო. ჩვენ მესამეზე.
ჰაჰა
26 ივნისი 2024 16:11
0
დიდი ანგარიშით წაგება არ აგვცდება და ნუ ბლატაობთ.
ამ თამაშის მერე იტყვიან ევროპაში ამათი აქ მოხვედრა ერთიუზარმაზარი შეცდომაა და აქ არაფერი ესამქბეთო.
აგერ ნახავთ თუ არა
ვაჟა
26 ივნისი 2024 15:10
11
მამარდა, გველესიანი-დვალი, შენგელია-გოჩოლეიშვილი, ქოჩორა-კიტე, კვარა-ლობჟანა და ბუდუ-მიქაუტაზე.
ლევან მაღლაკელიძე.
26 ივნისი 2024 14:04
6
ლევან ჩაკვე რა უყავი? აა მხოლოდ 11 თამაშობს.
გაიოზი
26 ივნისი 2024 14:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული