ვილი სანიოლი: პლეი-ოფში გასვლის შანსი გვაქვს - ბუდუ? ეს მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა

AutoSharing Option
26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:

"გასული მატჩები უკვე შევაფასეთ და ახლა პორტუგალიაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის გუნდის წევრია. რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ ცოტა დრო მიეცა. მე არ მინდა პოლიტიკას შევეხო. არასაფეხბურთო მიზეზები არ არსებობს, ვინ თამაშობს და ვინ არა, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ.

კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ
და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია.

ჩვენ 26 ფეხბურთელი გვყავს და გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება. ჩემპიონატამდე შემაწუხებელი საუბრები გვესმოდა. კარგია, რომ აქ ვართ და კარგად განვვითარდით. სიგუა ჩვენთან მეორედაა. ის მზარდი მოთამაშეა".

ღვთისავარ ანთაძე გელზენკირხენიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altსაქართველოს მეტი სურს! - იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა...

მკითხველის კომენტარები / 68 /
გუშინდელი თამაშების შემდეგ მათემატიკა ისე დალაგდა, რომ პორტუგალიასთან ფრის შემთხვევაში გადარჩენის არანაირი თეორიული შანსიც კი აღარ გვრჩება. ასე რომ, ვიგებთ და 100%-ით გავდივართ, თუ არა და სად მივდივართ - სახლში. აქ კიდევ ის არის ძლიერ ნიშანდობლივი, რომ ჩვენი მოგების შემთხვევაში უნგრეთი 100%-ით იძირება და აბა, თუ გამოიცნობთ - ვინ არის დღეს ჰუნ-მადიართა ტომის ნომერ პირველი მტერი და დამაქცევარი ამ ბურთივით მრგვალ დედამიწაზე? დიახ, ვიკტორ ორბანის ვითომ და ტურფა მეგობარი Grúzia, ასეა ეს! უფალი ხარხარებს და მოდით, ჩვენც ავყვეთ: ჰა-ჰა-ჰა...
ელიასი
09:29 26-06-2024
35
გააგიჟებენ ამ ფრანგ კაცს იმდენს იზამენ ამ ჭორაობით.
აცადეთ ხხალხს და რომ მორჩება მერე გამოარკვიეთ, მაინც არ დაიმალება თუ რამე ხდება.
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული