26 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, საქართველოს ნაკრები პორტუგალიას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე ჟურნალისტების კითხვებს ჩვენი გუნდის მწვრთნელმა ვილი სანიოლმა უპასუხა:
"გასული მატჩები უკვე შევაფასეთ და ახლა პორტუგალიაზე ვფიქრობთ. რაც შეეხება ბუდუ ზივზივაძეს, ის გუნდის წევრია. რამდენიმე ვარიანტი იყო, მაგრამ ცოტა დრო მიეცა. მე არ მინდა პოლიტიკას შევეხო. არასაფეხბურთო მიზეზები არ არსებობს, ვინ თამაშობს და ვინ არა, მხოლოდ ჩემი გადაწყვეტილებაა და ამ აურზაურის გამო კარგ ხასიათზე არ ვარ.
კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ
და უფრო მეტი გვსურს. პორტუგალიის წინააღმდეგ თამაში რთული იქნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რათა შემდეგ ეტაპზე გავიდეთ! მესამე ტურის წინ შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსი გვაქვს. ვღელავთ და გვიხარია.
კიტეიშვილი მესამე მატჩისთვის მზად იქნება. ჩვენ აქ ვართ
ჩვენ 26 ფეხბურთელი გვყავს და გარკვეული ცვლილებები საჭირო იქნება. ჩემპიონატამდე შემაწუხებელი საუბრები გვესმოდა. კარგია, რომ აქ ვართ და კარგად განვვითარდით. სიგუა ჩვენთან მეორედაა. ის მზარდი მოთამაშეა".
ღვთისავარ ანთაძე გელზენკირხენიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
საქართველოს მეტი სურს! - იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა...
აცადეთ ხხალხს და რომ მორჩება მერე გამოარკვიეთ, მაინც არ დაიმალება თუ რამე ხდება.
რაებს ბ ო დ ა ვ თ თქვე ბ ა ი ყ უ შ ე ბ ო , თუ ენა გ ე ფ ხ ა ნ ე ბ ა თ შ კ უ რ კ ა ზ ე ( შ რ ე შ ი ზ ე) ა უ ს ვ ჩ ა მ ო უ ს ვ ი თ !..
1:57 (1 წუთი 57 წამი)
https://youtu.be/WKTo_5vRsy4?si=xzvS2bgrh6xrZhIn
თუნდაც მხოლოდ "გეო თიმ"-ის ვიდეოებს გადახედე ბუდუს განცხადების პარალელურად და ნახავ როგორი აკრძალვა ქონდათ ჟურნალისტებთან ურთიერთობის.
თითქმის ყველა პოპულარული ფეხბურთელი იყო სხვადასხვა პოდკასტში, უბრალოდ ბუდუს განცხადება მოეწონა და აიტაცა ხალხმა.
კაი ბუდუმ განცხადების გამო ისჯება (არადა არ ისჯებაო კაცი ამბობს და შენ ამტკიცებ, წესი დაარღვია და მაგიტომო):
1. აზაროვი არ წაიყვანა მიზეზით - 3 ფეხბურტელი არ მინდოდა 1 პოზიციაზეო. ამდროს მარცხენა ვინგერი წიტაიშვილი დგას უკან (ტან არც თუ ისე კარგად), იღლება და შემოყავს ცენტრალური მცველი, მაღალი, ნელი და შეტევაში სუსტი - ლოჩოშვილი, რომელი დარბის გიჯივით წინ და უკან, მაგრამ უაზროდ. სად არის შენგელია? აა, ტრავმა აქვს? არ ვიცოდით? მთელმა ქვეყანამ იცოდა რო ტრავმა ქონდა, ტრავმირებულის წაყვანის აზრი? არ ყოფილა საჭირო აზაროვი? გოჩოლეიშვილი არ თამაშობს მარცხნივ?
2. ტაბიძის წაღებას რა აზრი ქონდა? თავზე არ გამოირჩევა, სისწრაფით არ გამოირჩვა, სათამაშო ფორმაში არ არის და მთელი სეზონი სულ რამდენჯერმე ითამაშა. საზონოვი რატო არ არის? თავზე გაცილებით კარგია, მანაც რამდენჯერმე ითამასა, თუმცა ტაბიძისგან განსხვავებით, პანათოლიკოსში არ ვარჯიშობს, სერია ა-ში, ტორინოში ვარჯიშობს და იღებს გამოცდილებას.
მერე იძახონ - ,,მე მიყვარს ბუდუ".
ისე, ამ ბუდუს ლაპარაკი და თვითპიარი არ ეშლება და ვერ ეტყვის თავის მრევლს, რომ არასწორები არიან? თუ მასაც აწყობს ეს აურზაური?
თუ მარტო პოლიტიკურ თემებზე კომენატრებშია მარდი და ფეხბურთზე ლაპარაკი არ ეხერხება?