რობერტო მარტინესი: საქართველოს გამარჯვება სჭირდება - რონალდო სასტარტოში იქნება

AutoSharing Option
ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრებთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:

„მორიგი მოგებისთვის ვემზადებით გუნდთან, რომელსაც გამარჯვება სჭირდება. ესაა პორტუგალიური ფეხბურთის სახე. იმიჯის გაუმჯობესებისთვის ვიბრძოლებთ. არ მიყვარს შემადგენლობის სერიოზულად გადახალისება, ჩემი მიზანი არა რევოლუცია, არამედ მოედანზე კონკურენტუნარიანი გუნდის გაყვანაა. ამიტომ წამყვანი ფეხბურთელები თამაშს თავიდანვე დაიწყებენ. ეს პირველ რიგში მეკარეს ეხება. დიეგო კოსტა სასტარტოში იქნება, ისევე, როგორც გუნდის კაპიტანი რონალდო. ეს მნიშვნელოვანია. ყველა კარგ ფორმაშია. გონსალუ რამუშმა, ნუნო მენდეშმა და დიეგო ჟოტამ ივარჯიშეს, თუმცა 90 წუთი სათამაშოდ მზად არ
არიან.

მოსამზადებელ პერიოდში ხუთი მატჩი ჩავატარეთ და ბევრმა დამარწმუნა, რომ ფორმაშია. ხვალ ისინი შანსს მიღებენ. ეს შერეული შემადგენლობა იქნება. ზოგიერთს დასვენების საშუალებას მივცემ.

ჟოაო ფელიქსთან ჯერ არ მილაპარაკია და მასზე ვერაფერს გეტყვით. ჩემთვის მინდვრის ოცდასამივე ფეხბურთელი მნიშვნელოვანია. თითოეულმა იცის საკუთარი როლი, სათამაშო სტრატეგია და თავის წარმოჩენა შეუძლიათ. მივაღწევთ თუ არა ესპანეთის დონეს? ზრდა ყოველთვის გამარჯვებებით უფრო ადვილია“.

altსაქართველოს მეტი სურს! - იქნება თუ არა რონალდო და მიქაუტაძე, რომელმაც შევჩენკოს შედეგი გაიმეორა...

მკითხველის კომენტარები / 25 /
მარტინეს! ჯობია დაასვენო, ბაბუა კრიშტიანო!
გიგა
25 ივნისი 2024 23:18
6
თქვენი არ ვიცი და მე ჩვენი ბიჭების ძალიან მეიმედება! პორტუგალია კი არა, ბრაზილია ან არგენტინაც რომ იყოს, მაინც იმედიანად ვიქნებოდი. მთავარია არ დაიბნენ, სწრაფად იმოძრაონ და ბურთი დაუმალონ. თუ ვინმე დაიღლება, ეგრევე შეცვლა მოითხოვონ რადგან საქმეს ასე ჭირდება. მეტი აპრესინგეთ და შორიდანაც უბრახუნეთ კარში, შეიძლება მოგერიებულ ბურთზე ჟორჟმაც იყოჩაღოს. აბა თქვენ იცით მხეცები, გენაცვალოთ ზაქრო პაპა!
ზაქრო პაპა
25 ივნისი 2024 23:16
3
ეს შედარებით დაბალი კალიბრის ნაკრებები საერთოდ არ ცნობენ ავტორიტეტებს და ძალიან თამამად ეთამაშებიან, მეტიც შედეგსაც აღწევენ. ავსტრია მაგალითად, სლოვაკეთი, სლოვენია და სხვა. ასე რომ ბიჭებო შიში და ფეხის კანკალი გვერდით გადადეთ. მაქსიმუმი დადეთ ხვალ მიედანზე.
იბრუხ მართალი
25 ივნისი 2024 23:16
2
ფეხი მოამტვრიეთ მაგ არა კაცს ბიჭებო, თუნდაც განადგურდით.
ეეე
25 ივნისი 2024 23:00
15
26-მარტი მთელი საქართველოსთვის უბედნიერესი დღე იყო!
26- ივნისი კი უფრო სასიხარულო დღე გვექნება!!!!!!!!!!!!!!
ასეა!
25 ივნისი 2024 22:49
2
პორტუგალია-საქართველო, 1:3 საბოლოო ანგარიში და გავდივართ მეგობრებო
უკომენტაროს
26 ივნისი 2024 07:57
0
ნაღდად ეგრეა, დუხზზე გვაწვება.
ან დააყენებს და ან არა. თუ ეგენი დააყენე, შეიძლებ უკეთეიც იყოს, იმ თვალსაზრისით, რომ თავს მოუფრხილდებიან და არ გაიგიჟებენ. ტრავმაც სარისკოა და დაღლაც არ აწყობთ.
კრუზო
25 ივნისი 2024 21:36
2
გაუმართლა ერთ-ერთ ჩვენიანს, მაისურს გაცვლის...
ლაშა
25 ივნისი 2024 21:24
27
ისეთი კომენტარი დაწერე რომ ,,ჩვენიანში" ქართველს ნამდვილად არუნდა გულისხმობდე
ქართველი
25 ივნისი 2024 22:45
2
დუხიდან უნდა დაგვაგდოს, შეიძლება რონალდო შესაშინებლად მართლაც დააყენოს, მაგრამ ძირითადს ესპანეთივით დაასვენებს. რონალდო სტატისტიკისთვის(რეკორდებისთვის) უფრო იქნება, თორემ სირბილით ნამდვილად არ მოიკლავს თავს. 10 რონალდოც რომ იყოს, თქვენ თქვენი შეუბერეთ. მიაყარეთ და მიაყარეთ გოლები ავტომატივით. აბა თქვენ იცით, მერვედფინალი უნდა ვითამაშოთ!!!
ნაღდად ჩორტაობს
25 ივნისი 2024 21:12
4
დაბლა რატომ დავეშვათ? მაღლა არ ჯობია, ზევით ავეშვთ,
რა ქვესკნელისკენ გვითითებ. ეს განსხვავენა ცაში ასვლით უნდა შევამციროთ :)
კრუზო
26 ივნისი 2024 00:02
4
დაბლა დაეშვით მიწაზე. რა გოლები? ჩვენს და პორტუგალიის ნებისმიერ ნაკრებ შორის ცა და დედაამიწაა განსხვავება
geo
25 ივნისი 2024 22:11
23
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული