Record: პორტუგალიის მწვრთნელი საქართველოსთან მატჩში შემადგენლობაში ერთბაშად ცხრა ცვლილებას გეგმავს

AutoSharing Option
პორტუგალიური Record-ის ინფორმაციით, პორტუგალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელი რობერტო მარტინესი საქართველოსთან მატჩში ერთბაშად ცხრა ცვლილებას გეგმავს.

უკვე დადასტურებულია, რომ ძირითად შემადგენლობაში იქნებიან მეკარე დიოგო კოშტა და კრიშტიანო რონალდო, სხვა პოზიციებზე კი დიდი როტაციაა მოსალოდნელი.

შეგახსენებთ, რომ პორტუგალიისა და საქართველოს მატჩი თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება და ჩვენს გუნდს მერვედფინალში გასასვლელად მხოლოდ გამარჯვება ესაჭიროება.
მკითხველის კომენტარები / 8 /
ხომ ვამბობდი, ესპანეთივით მოიქცევიან-თქო? ვისა აქვს ორი თავი, რატომ გარისკავენ ძირითადის ფეხბურთელებით არაფრისმომცემ მატჩში? ეს რონალდოც ბუად ყავთ ბავშვების შესაშინებლად, თან რეკორდებსაც გაიუმჯობესებს, ეგ ალბათ მესის ეჯიბრება და თავისი გაჭირვებია. მოკლედ ბიჭებო, მიაწექით და არ დაინდოთ, გადაურეთ და მიაჯაჭვეთ საჯარიმოსთან, აუცილებლად გავიმარჯვებთ და თანაც დიდი ანგარიშით!!!! 4,5,6 მიაყარეთ და არ მოეშვათ! წინ საქართველო! გფარავდეთ დიდი ლომისის ძალა და მადლი!
კოლა პაპა
15:40 26-06-2024
1
მერედა ეგ დამშეული 9 ფეხბურტელი ფლეიოფის წონ ძირითადში მოხვედრის შანს თან ამაზე უკეტეს ვარინტს სად ნახავს და თან ამათი მეორე სასტავი იმ 23 ნაკრების ბევრ პირველს ჯობია
ნოდო
16:15 26-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული