ზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის ბოლო, მესამე ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 სძლია.

წინა მატჩისგან განსხვავებით, ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ოთხი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, წიტაიშვილის, მექვაბიშვილისა და დავითაშვილის ნაცვლად სასტარტოში გველესიანი, ლოჩოშვილი, კიტეიშვილი და ჩაკვეტაძე დააყენა. პორტუგალიელთა თავკაცმა რობერტო მარტინესმა მხოლოდ სამი ფეხბურთელი დატოვა, რომლებმაც თურქეთთან შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა - კოშტა, პალინია და რონალდო.

დებიუტში მიქაუტაძემ ბურთი ცენტრში ინასიუსს ჩაუჭრა, წინ წაიწია, კვარაცხელიას კარგი პასი გაუკეთა და მან დიოგუ კოშტას თქვენი მოწონებული გაუტანა. მოწინააღმდეგე ინიციატივას დაეუფლა, თუმცა „ჯვაროსნები“ თავს კომპაქტურად
იცავდა და კონტრშეტევებით პასუხობდა. რონალდოს შორიდან საჯარიმოდან დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. შემდეგ კრიშტიანო პენალტს ითხოვდა და მსაჯმა ემოციების ზედმეტად გამოხატვისათვის გააფრთხილა. მერე ხვიჩა დრიბლინგისას წააქციეს, საჯარიმო თვითონ შეასრულა, გველესიანი გადაცემას ვერ შესწვდა და ბურთი ოდნავ ასცდა კარს. ცოტა ხანში გველესიანმა რონალდოს დარტყმა დაუბლოკა და გატანა არ დაანება. დანილომ მოედნის ცენტრში "კვარას" ბრძოლაში იდაყვი სახეში ჩაარტყა, თუმცა მან თამაშის გაგრძელება შეძლო. ბოლოს ფელიქსის დარტყმულ ბურთს მამარდაშვილი დაეუფლა და პირველი ტაიმი 1:0 მოვიგეთ.

მეორე ტაიმი მეტოქის იერიშებით დაიწყო, მერე ხვიჩამ შანსი ვერ გამოიყენა. ვიზავის საჯარიმოში ლოჩოშვილი სილვამ წააქცია, მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ პენალტი დანიშნა და მიქაუტაძემ გაიტანა. ის სამი გოლით ტურნირის ბომბარდირი გახდა. ტრავმირებული ლოჩოშვილი წიტაიშვილმა შეცვალა. რობერტო მარტინესმა რონალდო გაიყვანა მოედნიდან. ჩაკვეტაძემ ხელსაყრელი პოზიციიდან ვერ უწია მიზანს. მიქაუტაძემ კვარაცხელიას ნაცვლად შეცვლაზე შესული დავითაშვილი გაიყვანა მეკარესთან მახვილი კუთხიდან პირისპირ, მაგრამ ზურიკომ მიზანს ააცილა. კომპენსირებულ დროში ლუზიტანების შეტევებს შედეგი არ მოჰყვა და გავიმარჯვეთ!

30 ივნისს, მერვედფინალში, საქართველო ესპანეთს დაუპირისპირდება.

გელზენკირხენი. „ფელტინს-არენა“
საქართველო - პორტუგალია 2:0
გოლები: 1:0 კვარაცხელია (2), 2:0 მიქაუტაძე (57, პენ)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, გველესიანი (კვირკველია 76), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, ლოჩოშვილი (წიტაიშვილი 63), ჩაკვეტაძე (მექვაბიშვილი 82), კვარაცხელია (დავითაშვილი 82), მიქაუტაძე

მკითხველის კომენტარები / 74 /
გუნდმა ითამაშა, როგორც ერთმა ორგანიზმმა და შედეგიც დაიდო.
ერთობით ბევრს მივაღწევთ.
100%
27 ივნისი 2024 01:33
1
მინდვრის გადახვნას რო აპირებდნენ ის ხალხი სად არის?დ.დ.
ave
27 ივნისი 2024 01:16
2
ყოველთვის ვოცნებობდით ნეტავ ისლანდიასავით ჩვენც გავიდეთ ევროზე და ზღაპარს ვინ ჩივისო,დღეს ჩვენც ფლეი-ოფში ვართ და იქნებ ჩვენც გავიდეთ 1/4 ფინალში!!ბიჭები ისეთ ხოდზე არიან რომ უკვე აღარაფერია გამორიცხული!
მეზღვაური
27 ივნისი 2024 02:03
3
დიდება უფალს ამ დღისთვის! მადლობა ბიჭებო ამ ისტორიის დაწერისთვის! წინ საქართველო!
ალექს
27 ივნისი 2024 01:13
1
ვილი ვატყობ შენ იმდენს იზამ ჯერ საპრიზო ადგილს მერე თასს მოგთხოვთ❤️❤️❤️
მადლობა ვილის და ბიჭებს. ვთქვი ეს დიდის დასაწყისია
უამრავი საფეხბურთო ზეიმები წინ გველოდება კიდე
ლაშა
27 ივნისი 2024 03:43
1
კი მართალია მეგობარო. მრავალი ზეიმი გველის, კიდევ 4 თამაში…..)) DDDD
G.LA
27 ივნისი 2024 09:07
0
ვულოცავ მთელ საქართველოს! საქართველოს გაუმარჯოს
ზაზა
27 ივნისი 2024 01:16
1
ესპანეთი დაიდოს!!!!!! ვიყოთ მაქსიმალისტები
Star lord
27 ივნისი 2024 01:03
2
ძეგლი სანიოლს, ყველაფერი სწორად გააკეთა!!
mate
27 ივნისი 2024 02:02
8
Dzegli dzmao bichebs
Niks
27 ივნისი 2024 02:45
1
მე ხმას აღარ ამოვიღებ სანიოლზე))
^^^
27 ივნისი 2024 02:01
6
ეს რა ხდება? ჩვენ ნაკრებს,ხომ ჯგუფიდან გასვლის 0 პროცენტი ქონდა?
გოჩა
27 ივნისი 2024 01:32
1

სიახლეები პოპულარული