წყაროს ცნობით, ბელგიელი ფორვარდი "პარტენოპეის" ახალ მთავარ მწვრთნელ ანტონიო კონტესთან მუშაობა ძალიან სურს და ნეაპოლში უკვე სახლს ეძებს.
როგორც ჟურნალისტი ირწმუნება, "ნაპოლი" "ჩელსის" 30 მილიონ ევროს გადაუხდის.
ლუკაკუს "პარტენოპეიში" ტრანსფერი კი იმის მანიშნებელია, რომ დე ლაურენტისი ვიქტორ ოსიმენს ძალიან მალე გაასხვისებს. ნიგერიელს კარიერის გაგრძელება პრემიერლიგაში სურს, თუმცა "არსენალმა" და "ჩელსიმ" მის სანაცვლოდ 130 მილიონი ევროს გადახდაზე უარი თქვეს, რაც იმას ნიშნავს, რომ დიდი
იტალიური გამოცემების თანახმად, "ალ ჰილალი" მზადაა ვიქტორის გამოსასყიდი თანხა გადაიხადოს.
შეგახსენებთ, ლუკაკუმ გასული სეზონი იჯარის წესით "რომაში" გაატარა.