ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებთან 0:2 დამარცხების შემდეგ პორტუგალიის ეროვნული გუნდის მწვრთნელმა რობერტო მარტინესმა ისაუბრა:
"შეხვედრა ძალიან დაბალი ინტენსივობით დავიწყეთ. გოლი მალე გავუშვით, რაც ასე სჭირდებოდა საქართველოს ნაკრებს. მეკარე მამარდაშვილმა შესანიშნავად ითამაშა. შევეცადეთ, გაგვეტანა, მაგრამ ვერ შევძელით და მათ ამით თავდაჯერება შეიძინეს. საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!
ჩვენ დაცვის სტრუქტურაზე ვიმუშავეთ, გვსურდა, მათი კონტრშეტევები შეგვეჩერებინა. გოლის ადრე გაშვებამ ჩვენს რწმენაში ეჭვი შეიტანა. რამდენიმე ფეხბურთელი დავასვენე, რათა მერვედფინალისთვის მოემზადონ. VAR-ი არათანმიმდევრული იყო. საქართველომ ძალა და ენერგია აჩვენა. მეტი ინტენსივობა გვჭირდება. ეს იყო მატჩი, სადაც
საქართველომ ითამაშა იმისთვის, რომ ისტორია დაეწერა!"
ღვთისავარ ანთაძე - ვუპერტალი - გელზენკირხენი
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
https://youtu.be/WDanQiOwd-E?si=eWVCQn-zDVn-HdlZ