"თამაშის წინ რონალდო ჩემთან მოვიდა და..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

რონალდოს მაისური გამოვართვი... დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან
ძლიერები ვართ!
თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ.

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში".

alt"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?

altრობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
გურამ კაშია არის სამარცხვინო ადამიანი თავის ცისარტყელა სამკლაურით.
GOGA
27 ივნისი 2024 16:32
10
გურამ კაშია მოიქცა არაქართულად ეგ ცისარტყელა სამკლაური შეინახოს კარგად არ დაეკარგოს არსად.
Goga
28 ივნისი 2024 14:53
1
Ძალიან მეცოდები
Master
27 ივნისი 2024 17:25
2
ყველა გამოხმაურება
სტადიონების გადახვნას რო აპირებდნენ იმათ დღეს ტრაქტორი დაალომბარდეს და ტოტალიზატორში დადეს პორტუგალიაზე.
ბიჯო,შემოდგომამდე მაინც გამოიყვანეთ,ხალხს სიმინდი აქვს ასაღები და კიდე ორ კაპიკს იშოვით
Levani
27 ივნისი 2024 03:05
4
ეს ქართუს ბანკი ბანანის ბანკი თქვე კაი ხალხო თუ ქართული ფეხბურთის დახმარება გინდათ 1 გუდნი მაინც აიყვანეთ შეუქმენით 10 15 მილიონი ბიუჯეტი და სტაბილურად ისაპარეზოს ევრო ტურნიერებზე ხო გაიხარებს ხალხი.

8 გუნდიან ჩემპიონატზე რომ გადავიდეთ და მაგედან 4-5 გუნდი 10-15 მილიონიანი ბიუჯეთით რომ იყოს წარმოიდგინეთ როგორი საინტერესო იქნება სასვე ტრიბუნები ყოველ კვირას მერე ევრო ტურნირები.

პირველ რიგში ჩვენ უნდა დავიწყით ეროვნლუ ჩემპიონატის თამაშებზე სიარული, ერთი ბათუმი იყო სადაც ხალხი დადიოდა და იმათაც გული აუცრუვდათ და აღარ დადიან თამაშებზე.
რიკი
27 ივნისი 2024 15:18
0
მადლობა!
თომა
27 ივნისი 2024 08:42
1
გენაცვალე კვარა! Საქართველოს სიამაყე ხარ! Უფალი გფარავდეს!
ირაკლი
27 ივნისი 2024 15:48
0
ხვიჩა დღეს ყველგან იყო და ყველგან ყველაფერი საოცრად გამოსდიოდა. მიქაუტაძე, გველესიანი, ჩაკვე, დავითაშვილიც და ყველა საუკეთესო მატჩი ჰქონდათ. ერთი რამ მინდა ავღნიშნო. რაც ბოლო პერიოდში ხდება, ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი: ბოლო წამამდე თავდადება. ესაა ყველაზე დიდი საჩუქარი მომავალი თაობისათვის. დაანახო თუ რა შეუძლია თავდადებას. თამასა კი უკვე ისე მაღალზეა, აუცილებლად ძლიერი თაობა უნდა წამოვიდეს. მადლობა ბიჭებს. მადლობა იმ გულშემატკივარს, ვინც ეს დღეებია იქ არის. საოცარი გარემოა.
სიმართლე უნდა ითქვას
27 ივნისი 2024 03:39
0
მოაშორეთ თვალაბეიშვილი კომენტატორობიდან.
Jaba
27 ივნისი 2024 16:34
2
100% მაგარი მთხლეა @
zura222
27 ივნისი 2024 19:45
0
26ში დაინიშნოს ესპანეთთან თამაში არ მაინტერესებს
რაბუ
27 ივნისი 2024 14:40
2
ხვიჩა, ბიჭებს გადაეცი ესპანეთთან მოგება არ გინდათ, თუ არა ქართველებს და სომხებს გაგვისკდება გულება.
ჟორა
27 ივნისი 2024 09:25
5
ყველაფერი კარგი,მაგრამ წინ ესპანეთთან მატჩია.ესპანეთის ძირითადმა შემადგენლობამ(9კაცი)ცხრა დღე დაისვენა,ჩვენებმა კი მხოლოდ ოთხი.ძალიან გაგვიჭირდება.
??
27 ივნისი 2024 17:03
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული