"თამაშის წინ რონალდო ჩემთან მოვიდა და..." - ხვიჩა კვარაცხელია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას 2:0 მოუგო და პლეი-ოფში გავიდა. მატჩის დასრულების შემდეგ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე პირველი გოლის ავტორმა ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა, რომელიც მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს:

"ეს იყო გუნდური გამარჯვება. ჩვენ ყველას პატივს ვცემთ, მაგრამ ყველა მატჩზე მოსაგებად გავდივართ. ახლა ძალიან ბედნიერები ვართ, მაგრამ უკვე ხვალიდან მომდევნო მატჩზე ვიფიქრებთ.

რონალდოს მაისური გამოვართვი... დღეს ისტორიის ახალი ფურცელი დავწერეთ! ყველამ ერთმანეთს შემოვუძახეთ და დავამტკიცეთ, ყველაფერი შეგვიძლია!

არავისზე და არცერთზე ნაკლები არ ვართ. ყველა იმსახურებდა ამ ბედნიერებას, ერთად ძალიან
ძლიერები ვართ!
თამაშის წინ რონალდო მოვიდა და გამამხნევა. ძალიან დიდი ფეხბურთელი და ადამიანია. ახალგაზრდებისთვის დიდი მოტივაციის მიმცემია. დღეს მეც ძალიან დიდი მუხტი მომცა. სკუდეტო ძალიან დასამახსოვრებელი იყო, მაგრამ სულ სხვა ემოციებია, როცა შენი ქვეყნის სახელით გამოდიხარ. ჩემი ოცნება ერთ დროს ნაკრებში თამაში იყო, დღეს კი ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი გადავლახეთ.

ესპანეთის ნაკრებს კარგად ვიცნობთ. დღეს ვნახეთ, რომ ბრძოლა ყველასთან შეიძლება, იოლი მეტოქე კი ევროპის ჩემპიონატზე არ არსებობს. ჩვენ მოსაგებად გავალთ მოედანზე!

დიდი ბედნიერებაა, როცა ქართველი ხალხისთვის წარმატება მოგვაქვს! ციფრი 26 ჩვენთვის განსაკუთრებული და დიდი ციფრია. დიდი მადლობა ქართველ გულშემატკივრებს. წარმომიდგენია, რა ხდება საქართველოში".

alt"შეგიძლიათ ვინმემ მითხრათ, ამას რატომ აკეთებს?" - რას წერს ბასილაშვილი რონალდოზე?

altრობერტო მარტინესი: საქართველომ ღირსეულად გაიმარჯვა!

altროგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" პორტუგალიასთან მატჩში?

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

altუზადოდ შეასრულა - მიქაუტაძემ პორტუგალიასთან სხვაობა გაზარდა [VIDEO]

altპირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები პორტუგალიას 1:0 ამარცხებს [VIDEO]

altხვიჩა კვარაცხელიამ საქართველოს ნაკრები დააწინაურა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 29 /
ყველაფერი კარგი,მაგრამ წინ ესპანეთთან მატჩია.ესპანეთის ძირითადმა შემადგენლობამ(9კაცი)ცხრა დღე დაისვენა,ჩვენებმა კი მხოლოდ ოთხი.ძალიან გაგვიჭირდება.
1
მოაშორეთ თვალაბეიშვილი კომენტატორობიდან.
Jaba
16:34 27-06-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული