საქართველოს ეროვნული ნაკრები ფონდი "ქართუსგან" 30 მლნ ლარს მიიღებს

AutoSharing Option
ფონდი „ქართუ“ ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის საქართველოს საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს, - ამის შესახებ ფონდმა განცხადება 23 აპრილს გაავრცელა, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ საქართველოს საფეხბურთო ნაკრები EURO 2024-ზე ითამაშებდა.

გარდა ამისა, ფონდი "ქართუს" განცხადებით, ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ ყოველი შემდეგი მატჩის მოგებისთვის ნაკრები დამატებით კიდევ 30 მლნ ლარს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატზე გუშინ, ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩში, საქართველომ პორტუგალიის ნაკრები 2:0 დაამარცხა. ამ შედეგით საქართველოს ნაკრებმა 4 ქულა მოიპოვა და ევროპის ჩემპიონატზე მერვედფინალში გავიდა.

მატჩის პირველი გოლი
შეხვედრის დაწყებიდან მეორე წუთზე ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა, ხოლო მეორე გოლი, მეორე ტაიმში, პენალტით გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა.

როგორც ცნობილია, ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი საქართველოს ნაკრებმა 18 ივნისს, თურქეთთან გამართა და 1:3 დამარცხდა, ხოლო 22 ივნისს გამართულ მეორე მატჩში ჩეხეთის ნაკრებთან შეხვედრა ფრედ, 1:1 დაასრულა. შესაბამისად, ევროპის ჩემპიონატზე პირველი ქულა მოიპოვა.

წყარო: bpn.ge

altზღაპარში ვართ, ზღაპარში - საქართველოს ნაკრებმა რონალდოს პორტუგალია დაამარცხა და პლეი-ოფში ესპანეთს შეხვდება [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 49 /
საიდან ამდენი ბოღმიანი და უსულგულო ქართველი? ეკუთვნით, ღმერთმა შეარგოთ, აძლევს ეს კაცი ხომ არ ართმევს. სადმე მაინც შეეშვით ამ პოლიტიკას და გაიხარეთ მთელი გულით. ვახ რა ვინ ხართ მართლა და რას დაემსგავსეთ.
ლალი
17:29 29-06-2024
0
ასე უნდა ..

3.5 მილიონიანი ქვეყანა პირადად ბოსტნად აქციო, კაპიკები გადაუგდო, 4 წელძი ერთხელ არჩევნებზე 5-10 კგ კარტოფილი, იქ ფეხბურთზე 8%იანი ალბათობაზე 30 ვერცხლი ბოდიძი მილიონი გამოყო და ხალხიც ბედნიერი გეყოლება...

მერე რა რომ სახლში შვილები ნახევრად მშივრები ყავს, ცოლს ევროპაში გაუშვებს თუ ძაან გაჭირდა საქმე ... აბა ბიძინას კი არ მოთხოვს პასუხს რამეზე ...

მთავარია ნაცები არ მობრუნდნენ მავათი სინსილა გაწყდა ( ოღონდ ყოფილი ნაცები ახლა ქოცები რომ არიან, ეგენი კარგად იყვნენ)....

ივანიშვილების გვარი უნდა გახდეს საქართველოს ახალი სამეფო დინასტია ... ყველაზე ლოგიკური და სწორია ... აქვს ბიძინა I-ს ამხელა ღვაწლი ივერიის წინაშე და უნდა დავუფასოთ ერმა ...

უფალი ფარავდეს საქართველოს მეფეს, ბიძინა I ივანიშვილს
საღოლ ძმაო ბიძინას
08:14 28-06-2024
4

სიახლეები პოპულარული