"ჩემგან უდიდესი პატივისცემა საქართველოს, ეს ფაქტორი დამატებით მოტივაციას აძლევთ... ჩვენთან მარცხის შემდეგ მათ ეს შეცვალეს..." - ესპანეთის ნაკრების მწვრთნელი მომავალ დაპირისპირებაზე

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლუის დელა ფუენტემ საქართველოს ნაკრებთან მომავალ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

მოგეხსენებათ, ვილი სანიოლის გაწვრთნილებმა ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში პორტუგალია 2:0 დაამარცხეს და მერვედფინალის საგზური მოიპოვეს, სადაც ჩვენი გუნდის მეტოქე სწორედ "ფურია როხა" იქნება.

"მინდა, მაქსიმალური პატივისცემა გამოვხატო ჩვენი მეტოქის მიმართ, რომელმაც პორტუგალიის წინააღმდეგ შესანიშნავი და ბრწყინვალე შეხვედრა ჩაატარა.

დავინახეთ, რომ ისინი ჩვენთან შეხვედრის შემდეგ ძალიან წინ წავიდნენ და თამაშს აუმჯობესებენ. მოგვიწევს, რომ მაქსიმუმი გავიღოთ, რათა მომდევნო ეტაპზე გავიდეთ. 

ჩვენ ვნახეთ, რომ მათ გარკვეულწილად შეცვალეს სისტემა, მაგრამ
არა თამაშის იდეა. მათ ჰყავთ ძალიან სწრაფი მოთამაშეები, რომლებიც ძალიან სწრაფად გადადიან კონტრშეტევებზე. ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ.

გარდა ამისა, მათ ევროპირველობაზე სამი მატჩის ჩატარებით უდიდესი გამოცდილება მიიღეს. ასევე, საქართველოს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ უდიდესი მოტივაცია ექნება, რაც მათ კიდევ უფრო სახიფათოს ხდის.

გვინდა, რომ რაც შეიძლება შორს წავიდეთ და ჩემს ფეხბურთელებს ეს გაცნობიერებული აქვთ. არავის უნდა დაავიწყდეს, რომ ერთადერთი ნაკრები ვართ, რომელმაც ჯგუფში ყველა შეხვედრა მოიგო", - თქვა დელა ფეუენტემ ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციისთვის მიცემულ კომენტარში.
მკითხველის კომენტარები / 25 /
ჯგუფური ეტაპის შედეგებით ვერაფერს იმსჯელებ და ვერ იტყვი რო ესპანეთი ყველაზე ძლიერი გუნდია,სამი თამაშის მოგების მიუხედავად. E ჯგუფში,4 გუნდიდან სამ გუნდს ფრე აწყობდა,გაგორეს ფრე და უკრაინა ჩატოვეს,ეს არის მარტივი ახსნა უეფას მხრიდან ნაკრებების რაოდენობის ზრდის. ჩვენი გადასახედიდან კარგია,თუმცა ზოგადი სურათი ტურნირის ძალიან ცუდია. პირდაპირ ფლეიოფები დაეწესებინათ ბარემ,ჯგუფიდან სამი ადგილის გასვლა ცოტა უცნაურია. თუ გაზრდა უნდოდათ,გაეზარდათ და ასე ექნათ,პირველი ადგილოსნები და საუკეთესო მეორე ადგილოსნები უნდა გადიოდნენ შემდეგ ეტაპზე,პირდაპირ 1/4 ფინალებიდან გაგრძელებულიყო. თამაშების რაოდენებობის ზრდამ ხარისხი დაგდო. ჩვენთვის კარგი იყო,შანსი მოგვცა და დადებითად ვაფასებთ. ხოდა რატო ვწერე ბევრი,ფავორიტების დასახელება ნაადრევია,ბევრი გუნდი ახლა იწყებს რეალურად ტურნირს. ამიტომ ფავორიტი საფრანგეთი და ინგლისია ისევ,ნუ ინგლისი სახელებით უფრო. მახსოვს,2008 წელს,ჰოლანდიამ სამივე თამაში მოიგო ჯგუფში,თან სიკვდილის ჯგუფში,მარა რუსეთთან წახდა. არც ესპანეთია ისეთი ძლიერი და დაუმარცხებელი. შეიძლება ჩვენ გვიჭირს მათთან,მარა არც ეგრეა საქმე რო უძლიერესი ნაკრებია. უძლიერესი არის საფრანგეთი ევროპის მაშტაბით,იქეთ არგენტინა და დაველოდოთ,რა იქნება ვნახავთ. მთავარია,პირველებმა ჩვენ გავიტანოთ გოლი,მერე ყველაფერი შეიძლება მოხდეს. 7-1 ნუ იმსჯელებთ,ეს სხვა მოცემულობაა არის და შანსები გვექნება. ყველა გუნდს ყავს ერთი ანტონიო სილვა,მთავარია დააყენონ სასტარტოში. პორტუგალიამ მაგარი გვიჯიგრა,გადახალისებას ველოდი,მარა ეგრეც არა.თუმცა მოგება მოგებაა და შედეგს იმახსოვრებს ყველა
იასონას უდარი
23:32 27-06-2024
4
საერთოდ არასწორად მიმაჩნია გუნდების დახარისხება რომ კატეგორიულად თქვა მე ამას მოვუგებ და ამას ვერა მაგარამ რისი თქმაც კატეგორიულად შეიძლება ყველასთან ერთი პრესტიჟის გოლი მაინც უნდა გაიტანო!!დავუშვათ საქართველოა ფავორიტი ესპანეთთან ამხელა ესპანეთმა ერთი გოლი მაინც ხომ უნდა გაგიტანოს?? პორტუგალიამ ვერ გაგიტანა მაგარი მეკარე გვყავს და დაცვა თან გასულები იყნენ და ნაკლები მოტივაცია ქონდათ...ხოდა თუ გასვლა გვინდა კითხვა ისმის შეგვიძლია 2 ან მეტი გოლის გატანა ესპანეთთან ამისთვის საჭიროა შეტევების მაღალ დონეზე შესრულება ნაკლები შეხებით ბურთის გათამაშება და თუ შევძელით ესპანეთსაც გამოვაგდებთ უბრალოდ მაგათმა უხეში თამაშით იციან ფსიქოლოგიური ზემოქმედება, მე მჯერა წავალთ კიდევ წინ და ვეთამაშებით გრანდებს თანაბარ დონეზე როგორც ხორვატია აკეთებდა ადღე! ორი ან მეტი გოლი დაგავჯერებს გამარჯვებას როგორც პორტუგალიასთან მოხდა არავითარი ავტობუსი!მადლობა ვინც წაიკითხეთ!
თემო
18:06 27-06-2024
2

სიახლეები პოპულარული