ნაჩო: კვარაცხელია განსაკუთრებულია - მამარდაშვილს ბევრი უნდა გავუტანოთ

AutoSharing Option
30 ივნისს, ევროპირველობის მერვედფინალში, საქართველოს ნაკრები ესპანეთს დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის შესახებ უეფას საიტთან მეტოქე გუნდის 34 წლის მცველმა ნაჩო ფერნანდესმა ისაუბრა, რომელიც ახლახან "რეალიდან" საუდის არაბეთის "ალ კადსიაში" გადავიდა:

"მამარდაშვილი კარგი მეკარეა, ლა ლიგაში შესანიშნავად თამაშობს და ფანტასტიკურ ევროს ატარებს. ის საქართველოს მნიშვნელოვანი ფეხბურთელია, თუმცა არ ინერვიულოთ, შევეცდებით, რაც შეიძლება მეტი გოლი გავუტანოთ და ისე გავაკეთოთ, რომ ძალიან წარმატებული დღე არ გამოუვიდეს. უდავოა, ის ამ წლების განმავლობაში თავის მაღალ კლასს ამტკიცებს.

კვარაცხელია განსაკუთრებულია. გასულ სეზონში ჩვენ (რეალი) ორჯერ ვითამაშეთ მის
წინააღმდეგ ჩემპიონთა ლიგაზე და ვიტყოდი, რომ სხვა დონეზეა. ძალიან სწრაფია, ერთი-ერთზე თამაშისას გამორჩეულად კარგია. ხვიჩა საქართველოს ნაკრების ლიდერია და ჩვენი მთავარი საფრთხეა, რომელთანაც საქმე გვექნება. ხალხს შეუძლია ამ შეხვედრაში ფავორიტად მიგვიჩნიოს, მაგრამ ამას ესპანეთისთვის მნიშვნელობა არ აქვს".

მკითხველის კომენტარები / 19 /
გნახავთ ნაჩო ხარ თუ ხაჭო რა ბიჭიც ხარ. ჩვენი მამარდა ისე თამაშობს მიმიქარავს მამარდასვე კუმირი ნოიერი. ახლა სიბერეში კი არა, არამეტ ახალგაზდობაშიც. დაცვამ თუ ისე ითამაშა როგორც პორტუგალიასთან მერე ვნახოთ რა მოხდება.
G.LA
03:02 28-06-2024
8
აღდგომა და ხვალეო..ამას ის გონია 7 გოლი რომ გაგვიტანეს ისევ ის თამაშია..დიახ უმაღლესი შემადგენლობა ყაბს ესპანეთს..მაგრამ ჯერ ევროზე გასვლამ ..შემდეგ ჯგუფიდან გასვლამ ჩვენს ბიჭებს ისეთი მუხტი მისცა..ვერცერთი ექსპერტი ვერ გამოიცნობს ჩვენს თამაშს და ესაა ჩვენი კოზირი..წმინდა გიორგი ფარავდეს ნაკრებს და ყველა ქართველს..მჯერა ღირსეულად ვითამაშებთ..დიდება საქართველოს..
კიეზა
10:44 28-06-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული