ჩვენც შეგვიძლია! - რაშია საქართველოს ნაკრების მთავარი ძალა და როგორ ამარცხებენ ესპანელებს პლეი-ოფში...

AutoSharing Option
...როცა საქართველოს ნაკრებმა ბულგარეთთან ამხანაგურ მატჩში 3-მცველიანი ტაქტიკით ითამაშა, შეხვედრა მთლიანად ჩააგდო. მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ჯიუტად ცდილობდა იმის დამტკიცებას, რომ ეს სათამაშო სქემა ჩვენთვის იდეალური იყო. საბოლოოდ, ყველაფერმა ეს სახეც მიიღო. მსგავსი პარალელის გავლება ხვიჩა კვარაცხელიასთვის ამპლუის შეცვლასთანაც შეგვიძლია... ლუკა ლოჩოშვილის ფლანგზე გამოყენებაზე ჩეხეთთან დაპირისპირების შემდეგ ზუსტად ეს დავწერეთ - "არის პერიოდები, როცა სანიოლი თითქოს საკუთარ თავს უმტკიცებს, მისმა გადაწყვეტილებამ აუცილებლად რომ უნდა გაამართლოს. გარკვეული დროის შემდეგ იქნებ ასეც იყოს..." მიუხედავად იმისა, ისევ კარგად გამოჩნდა, მთელი ფლანგის კონტროლი ლუკას
საუკეთესო პოზიცია სულაც არაა, მან პორტუგალიასთან უპირატესობის განმტკიცებაში გარდამტეხი როლი შეასრულა (პენალტი მოიპოვა). საქართველოს ნაკრების თავკაცმა აქაც ის მიიღო, რაც ჩაიფიქრა. აქვე, ლევან შენგელიაზე მთლიანად უარის თქმა მაინც უცნაურად ჩანს.

Sportall.Ge

ჯერ კიდევ რთული გასააზრებელია, მაგრამ ეს სიტყვები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალის წინ იწერება. ამ მასშტაბზე შეცდომებიც სხვა ფასისაა და მიღწეული შედეგებიც. ქართველმა ფეხბურთელებმა შეძლეს და არაერთ ნომინაციაში საუკეთესოთა შორის არიან. შეუძლებელია, ამათ მათი საკლუბო პროგრესი არ მოჰყვეს!..

საქართველოს ნაკრებმა სტაბილური გუნდის სახე უნდა მიიღოს, რომელიც უფრო მაღალ მოთხოვნებს შესაბამისად გამოეხმაურება და მიზნებს უფრო თამამად დაისახავს. ახლა მთავარია, ძალების აღდგენა და ემოციების კონტროლი მოვახერხოთ.

პორტუგალიასთან მატჩის დროს მნიშვნელოვანი ის ვნახეთ, რომ გუნდს სჯეროდა, საკუთარ უპირატესობებსა და მეტოქის სატურნირო მოტივაციის ნაკლებობას სათავისოდ გამოიყენებდა და სასურველ შედეგს დადებდა. ასე იწყება დიდი წარმატებისკენ სვლა. თუკი "სპორტული მორიდება" არსებობს, ის ჩვენ მიმართ უნდა ჰქონდეთ, გუნდის, რომელმაც სისწრაფეები თუ გამოიყენა, სათამაშო დისციპლინა დაიცვა და ენერგია სწორად წარმართა, ბევრი რამის გაკეთება შეუძლია.

Sportall.Ge

რატომ იყო მნიშვნელოვანი ხვიჩა კვარაცხელიას გოლი? - "კვარას" როლი წინა მატჩებში დიდი იყო, ეს აღვნიშნეთ. ამის მიუხედავად, ლიდერის თავდაჯერებისა და ამ ტურნირისთვის ასე ფართოდ გაზრდილი ქართველი აუდიტორიისთვის ეს შედეგიანი დარტყმა უფრო დიდ საზრისს ატარებდა, ვიდრე მხოლოდ კარის ბადის შეფართხალებაა. ხვიჩა არის ლიდერი, რომელიც ყოველთვის ეძებს შესაძლებლობებს, გააუმჯობესოს როგორც საკუთარი, ასევე გუნდური პერსპექტივები.

"ჯვაროსნებს" ჰყავს გამოკვეთილი ფიგურები, რომელთაც გუნდში მეტი როლი აქვთ, მაგრამ ჩვენი მთავარი ძალა იქნებ ბალანსში იყოს; იმის გააზრებაში, ვის რა ფუნქცია, შესაძლებლობა თუ კომპეტენცია აქვს. გინდა, თან ერთიანობის ასპექტებზე გაამახვილო ყურადღება და თან როგორ არ უნდა გამოჰყო გიორგი მიქაუტაძის მაღალი კლასი, "ჩაკვეს" ყველა ეპიზოდში ბოლომდე დარჩენა, ქოჩორაშვილის ბრძოლისუნარიანობა და ის თვისება, მატჩის შემდეგ წინაზე მომენტის ვერგამოყენებით დამწუხრებულ საბა ლობჟანიძეს განსაკუთრებულად რომ მიულოცა, გურამ კაშიას სრული მობილიზება და ევროსთვის ახალი ძალების მოკრება, "მამარდასგან" წამოსული სრული სიმშვიდე... ამის გაგრძელება კიდევ შეგვიძლია.

წინ ესპანეთის ნაკრებია. თუკი სანიოლზე ვამბობთ, რომ ის სწავლობს და ვითარდება, კარგად გაიაზრებს იმ შეცდომებს, რაც ესპანელების თბილისში ბოლო სტუმრობისას დავუშვით და ასევე იმასაც, როგორ ახერხებდნენ მათ პლეი-ოფიდან გამოთიშვას იმ შემთხვევებშიც, როცა "ფურიას როხას" სრული სათამაშო უპირატესობა ჰქონდა. იმას გავიმეორებთ, რასაც პორტუგალიამდე ვწერდით - ესპანელებიც ისაუბრებენ ძლიერ მეტოქეზე, მაგრამ დებიუტანტ საქართველოს ნაკრებთან ყოველთვის იქნება გარკვეული "ზემოდან ყურების" მომენტები, რომელთაც სათავისოდ გამოყენება უნდა.

Sportall.Ge

გერმანიაში ქართველი გულშემატკივრების რაოდენობა ჯგუფური ეტაპის შემდეგ ისეთივე ბევრი აღარ ჩანს. გასაგებია, ესპანელებს შეხვედრისთვის (კიოლნში, 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე) მოსამზადებლად მეტი დრო და რესურსი ჰქონდათ. ობიექტური მიზეზების გამო შემცირებულია ქართველი ჟურნალისტების რაოდენობაც, მაგრამ ჩვენი იდენტობა იქნებ ასეთ დროს უფრო ჩანს - იმის დამტკიცებაში, რომ რაოდენობრივი განსხვავებების მიუხედავად, ჩვენც შეგვიძლია!..

ღვთისავარ ანთაძე აახენიდან

მკითხველის კომენტარები / 35 /
რითი განსხვავდება დღევანდელი ნაკრები,ერთი წლის წინანდელისაგან?არსებითად თუ შევხედავთ,ფიზიკური მომზადების საგრძნობლად მომატებული დონით და სრულყოფილებამდე გამკაცრებული სათამაშო დისციპლინით.საფუძველი ეს არის.ამას კი,თანდათანობით საკუთარი ძალების და შესაძლებლობების რწმენა ზრდა დაემატა და დაახლოებით იგივე ტექნიკური შესაძებლობებით,დღევანდელი ნაკრები,უკვე სულ სხვა გაქანების ნაკრებად გვევლინება!ბიჭებმა გააცნობიერეს,სანიოლის მოთხოვნების სისწორე,ამან შედეგიც მოიტანა და შეგნებული დისციპლინა გუნდს კი არა,სახელმწიფოებს აშენებს.სანამ ერთიანობა გვექნება,საქართველოს ნაკრებიც წარმატების გზაზე იქნება და საქართველოს სახელმწიფოც.ესპანეთი მსოფლიოს უძლიერესი თუ არა,ერთერთი უძლიერესი ნაკრებია,ვისთანაც მსოფლიოს ვერც ერთი ნაკრები ვერ გაბედავს მტკიცებას,დავამარცხებთო.რა თქმა უნდა საქართველო მათთან აუტსაიდერად მოჩანს,მაგრამ მხოლოდ ერთი თამაშია და ერთ თამაშში,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.ბიჭებმა საკუთარი თამაში უნდა ითამაშონ და ამ თამაშით,სიამოვნება მიიღონ,დანარჩენი კი,უკვე იღბლის საკითხია.მკაცრი სათამაშო დისციპლინა,ისეთივე,როგორიც წინა მატჩებში,აქაც დაგვეხმარება,ესპანელთა შეტევების მოგერიებაში.შეტევაშიც მოგვეცემა შანსები და თუ მას გამოვიყენებთ,ყველაფერი შეიძლება მოხდეს.საქართველოს ნაკრები,უკვე გახდა ევროპის ჩემპიონატის აღმოჩენა და გმირი.ბიჭებს სანერვიულოც აღარაფერი აქვთ.ისინი რეკორდსმენები არიან,რომლებმაც რეკორდი დაამყარეს და ახლა,დარჩენილ ცდაში,მის კიდევ უფრო გაუმჯობესებას შეეცდებიან.გამოვა?დიდებულია.არ გამოვა და მაინც რეკორდსმენები იქნებიან.ჩვენც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ,მათზე წნეხი შემცირდეს,მაქსიმალურად გავამხნევოთ და თუ სტარტი აქაც წარმატებული გამოგვივიდა!!!არც პორტუგალიაა ესპანეთზე ნაკლები გუნდი.
სოსო
29 ივნისი 2024 02:08
0
საქართველოს რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს ამ ტურნირზე ღმერთი ეხმარება და იღბალი სწყალობს, ო და უფალო სამყაროს როცა ქმნიდი 6 დღე იმუშავე და კვირა დღე უქმად გამოაცხადე და ამ ერთჯერ მოდი ეს კვირა დღე სამუშაოდ გქონდეს და ცოტა ხელი წაგვაშველე
მამუკა
28 ივნისი 2024 20:10
2
Ზუსტად მაგიტომ დაისვენა მეშვიდე დღეს, რომ საქართველო-ესპანეთის მატჩისთვის მოეცალა. Დიდება უფალს! Მშვიდობა და წინსვლა საქართველოს!
1234....
29 ივნისი 2024 09:55
0
ღმერთის ნახევარი არის ადამიანები!! ...პროებს არ ვგულისხმობ, იმათ ვისაც სუფთა გული აქ
რეზო
28 ივნისი 2024 22:47
0
დიდხნიანი დასვენება და რიტმიდან ამოვარდნა ყოველთვის არაა კარგი, 2008-ში ჰოლანდიამ გადაუარა იტალიას და საფრანგეთს, მესამე თამაშში რუმინეთთან ძირითადმა დაისვენა და მაინც მოუგეს, ყველა ჰოლანდიის ტრიუმფზე ლაპარაკობდა, მარა შეხვდნენ პლეიოფში რუსეთს და უსახურად წააგეს, ასე რომ დასვენება ან არგებთ ან არა. სხვა შემთხვევების გახსენებაც შეიძლება.
გიოს
28 ივნისი 2024 19:05
0
არ ვიცი, აქ დაიწერა თუ არა, მაგრამ ყველა სხვა დანარჩენთან ერთად არის ერთი უმნიშვნელოვანესი მომენტი ჩვენს საწინააღმდეგოდ: ჩვენი ნაკრები მხოლოდ ოთხ დღეს ისვენებს ესპანეთთან თამაშამდე, ხოლო ესპანეთი კი ბოლოს იტალიას ეთამაშა იმ ძირითადი შემადგენლობით, რომელსაც ჩვენთან გამოყვანენ (ალბანეთთან ყველა დაასვენეს).
გიო
28 ივნისი 2024 17:10
1
კოლხ-ივერიელების მავრ-იბერიელებთან თამაშისას კიდევ მოგვესმინოს "მიდის სანახავად"!!!
ვაჟა მასწავლებელი
28 ივნისი 2024 16:55
2
საქართველო-ესპანეთის თამაშის ბედს ნახევარდაცვა გადაწყვეტს! თუ კიტე-ჩაკვე-ქოჩორა 101%-ს დადებენ მოვიგებთ... მაგრამ ძალიან გვიჭირს სათადარიგო ნახევარმცველებში ( მექვაბიშვილი არ იქნება დისკვალიფიკაციის გამო)...ვილიმ რამე უნდა მოიფიქროს...
R.M.
28 ივნისი 2024 16:39
0
ჩემი აზრით აქ შანსი მიეცემა სიგუას, მაღალი შემტევი ნახევარმცველია, მისი ფიზიკური ძალის გამოყენებით შეუძლია საჯარიმოში შეჭრა და ძლიერად დარტყმა,
დავით
28 ივნისი 2024 17:22
0
ჩვენი ძალა რწმენ და თავდადებაა. ბიჭებს პორტუგალიის დამარცხების შემდეგ რწმენა და თავდაჯერებულობა შეემატათ. ჩვენ ყველა შემთხვევაში უკვე გამარჯვებული ვართ 1/8 ფინალში გასვლით. ესპანეთი რა თქმა უნდა მაღლიდან გვიყურებს მაგრამ ჩვენზე მეტი აქვთ სანერვიულო და თუ პირველ შტურმს გაუძლებთ, მათი ნერვიულობა იმატებს და შეცდომებიც. შიში და რიდი უკვე აღარავისი გვაქს. მე მჯერა ჩვენი ბიჭების.
G.LA
28 ივნისი 2024 16:21
1
საქართველოს ნაკრებს 4 დღის შემდეგ უწევს თამაში,როცა დანარჩენებს 5 და 6 დღის შემდეგ. ეს ცუდია.
ჯუჯი
28 ივნისი 2024 15:21
1
2022 წელს მაროკომ ჯერ ესპანეთი გააგდო პენლებით მერვედფინალიდან, მერე მეოთხედფინალიდან პორტუგალია გაუშვა სასეირნოთ ...
თეორეტიკოსი
28 ივნისი 2024 15:09
0
ბატონო ცემო!
თქვენ მხოლოდ თეორეტიკოსი კი არა აქსიმატიკოსიც ბრძნდებით
დოგმატიკოსი
28 ივნისი 2024 16:42
1
არაბიძე ათამაშეთ ნაკრებში. კაცმა ტორპედო ჩემპიონატში გაალიდერა
ვატო
28 ივნისი 2024 15:06
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული