"თავი ასწიე, ჩემო მეფეო!" - რონალდო დამ გაამხნევა, დედამ მოედანზე იტირა, თავად კრიშტიანომ კი ანტირეკორდი დაამყარა

AutoSharing Option
ლეგენდარული პორტუგალიელი შემტევი კრიშტიანო რონალდო სოციალური ქსელის მეშვეობით თავისმა დამ, კატია ავეირომ, გაამხნევა.

მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში დამატებითი დროის 105-ე წუთზე "ალ ნასრის" ვარსკვლავმა პენალტი ვერ გამოიყენა, მაგრამ მისმა გუნდმა მეტოქეს თერთმეტმეტრიანების სერიაში სძლია და მეოთხედფინალში გავიდა, სადაც საფრანგეთს დაუპირისპირდება.

ავეირომ კრიშტიანოსა და რობერტო მარტინესის ერთობლივი ფოტო გამოაქვეყნა და დაწერა: "თავი ასწიე, ჩემო მეფეო".

ინფორმაციისთვის, რონალდოს მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე გოლი არ გაუტანია. ის 21-ე საუკუნეში გახდა პირველი ევროპელი ფეხბურთელი, რომელმაც მუნდიალსა და ევროპის ჩემპიონატზე 3 პენალტი ვერ გაიტანა.

მანამდე პორტუგალიელმა
უმაღლესი საფეხბურთო სასჯელი გოლად 2016 წლის ევროზე ავსტრიასთან, ხოლო 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე ირანთან ვერ გარდასახა. 

აღსანიშნავია, რომ პორტუგალია-სლოვენიის დაპირისპირებას კრიშტიანოს დედა მარია დოს სანტოს ავეიროც ესწრებოდა, რომელმაც შვილის ტირილის დანახვაზე ცრემლები თავადაც ვერ შეიკავა. 

Sportall.Ge

altრონალდო: ეჭვგარეშეა, ეს ჩემი ბოლო ევროპის ჩემპიონატია

მკითხველის კომენტარები / 6 /
რონალდუს ვაფასებ უმაგრესი და სასწაული კარიერა ჰქონდა მაგრამ ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული... ეს ჩარჩენილია ძველ დროში ალბათ ისევ ჰგონია რომ ძველებურად მაგარია და უბრალოდ არ უმართლებს.. ასაკი თავისას შვება ამის სხეული შეიძლება მზად არის 120 წუთის სარბენად მაგრამ ტვინს და აზროვნებას რას მოუხერხებს? საფეხბურთო აზროვნება დაუბერდა გოლის ალღო დაეკარგა მომენტი როარ ექმნება თამაში და ერთი ორი როცა ექმნება და იმასაც ვერ იტანს ეგ არის ის ბოლო ნიშანი რომ უნდა დაასტოპო.... მასე იყო ბატისტუსაც ბოლო სეზონში ცარიელ კარებშიც ვეღარ იტანდა გოლებს.. მესმის უყვარს ფეხბურთის თამაში მაგრამ ეგ ყველას უყვარდა ვინც თავი დაანება.. კროოს არ უყვარს> მაგრამ იცის რომ ნელ ნელა მისი დრო მიდის და სკამის ხეხვა დამცირება იქნება მისთვის...პეპეც რო ითიშება თამაშის დროს.. რა ბურთი აჩუქა და რა ვერ გაიტანეს იმათმაც..... ასაკი ბიძიიიი დროს ვერ გავაჩერებთ ფული კი გაქვთ ბევრი მაგრამ დრო არ იყიდება და არც ბრუნდება
roni
12:01 03-07-2024
1
ჩემო მეფეო რა ნარიმანი კი არ არის, ნუ მკრეხელობთ
9

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული