"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, euro-football.ru-სთან საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა. 

"რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ქართული ფეხბურთის და ქართველი ხალხის ეს წარმატება, როგორც უნდა გასულიყვნენ ისინი მერვედფინალში, მაგრამ ამ ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია. რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ მათ საქართველოს ჩემპიონატიდან? ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ ეს ძალიან სუსტი ჩემპიონატია.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობის ნახვის მერე მივხვდი, რომ ძირითადი წევრები მხოლოდ რონალდო და ფელიქსი იყვნენ, დანარჩენები კი - სათადარიგოები.

პორტუგალიელებმა სასაცილოდ ითამაშეს, მათ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს კარში და აქედან 3 მამარდაშვილს მოარტყეს, დანარჩენი 2 მამარდაშვილმა მოიგერია. მიხეილ აშვეთია ამბობს, რომ ქართველი მშობლები შვილებს რუსეთში სათამაშოდ არ უშვებენ? - დაე, ნუ გამოუშვებენ, ისინი ჩვენ აქ არ გვჭირდებიან!

მხოლოდ მამუკა ჯუღელმა გაზარდა 2 ფეხბურთელი: კვირკველია და კვარაცხელია. ის ძლიერი აგენტია და მისი დამსახურებაა, რომ ისინი ასეთ დონეზე თამაშობენ, თუმცა მე კვარაცხელიაც და კვირკველიაც საშუალო დონის ფეხბურთელებად მიმაჩნია და ვერავინ გადამარწმუნებს, მე ჩემს აზრს თავზე არავის ვახვევ", - თქვა სტიპიდიმ.
მკითხველის კომენტარები / 75 /
არ მოგბეზრდათ ეს სადო-მაზოხიზმი? რატომ უთმობთ დროს ამ სიბინძურეს?
ნუ რას წარმოადგენს ასეთს - "რუსი საფეხბურთო სელექციონერი და ფუნქციონერი" პაველ სტიპიდი? სად იპოვეთ ? საიდან ამოთხარეთ?

რისთვის აკეთებთ ამას, რომ ვაგინოთ კიდევ ერთხელ? ეს მოწონთ და ეს არის თქვენი მიზანი? ჰო, კარგი აი კდევ ერტელ ახლა ვაგინებთ, მაგრამ ვერ მოისვენებთ და ხვალ ზუსატდ ასეთ კიდევ ახალს დაბეჭდავთ...და მორიგ ჯერზე ვაგინებთ.... და კიდევ დაბეჭდავთ და ასე დაუსრულებლად?
არ დაიღალეთ?
13:07 28-06-2024
3
სირცხვილი ისაა რუსეთის ფეხბურთელებს ჩემპიონატს რომ არ აკარებენ და კიდევ მრავალი წელი ევროპაში არ ათამაშებენ. ტერორისტული ქვეყნის მოტრფიალევ შენი კომენტარები გვკიდია.
გიორგი
13:11 28-06-2024
1

სიახლეები პოპულარული