"საქართველოს ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია! კვარაცხელიას ასეთი თამაში ჯუღელის დამსახურებაა, ის საშუალო დონის ფეხბურთელია" - რუსმა სელექციონერმა საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა

AutoSharing Option
რუსმა საფეხბურთო სელექციონერმა და ფუნქციონერმა პაველ სტიპიდიმ, რომელიც სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობდა, euro-football.ru-სთან საქართველოს ნაკრებზე დამამცირებლად ისაუბრა. 

"რა თქმა უნდა, ძალიან მიხარია ქართული ფეხბურთის და ქართველი ხალხის ეს წარმატება, როგორც უნდა გასულიყვნენ ისინი მერვედფინალში, მაგრამ ამ ნაკრების დონე ნამდვილი ცირკია. რამდენი ფეხბურთელი ჰყავთ მათ საქართველოს ჩემპიონატიდან? ძალიან ცოტა, იმიტომ, რომ ეს ძალიან სუსტი ჩემპიონატია.

პორტუგალიის ნაკრების შემადგენლობის ნახვის მერე მივხვდი, რომ ძირითადი წევრები მხოლოდ რონალდო და ფელიქსი იყვნენ, დანარჩენები კი - სათადარიგოები.

პორტუგალიელებმა სასაცილოდ ითამაშეს, მათ მხოლოდ 5-ჯერ დაარტყეს კარში და აქედან 3 მამარდაშვილს მოარტყეს, დანარჩენი 2 მამარდაშვილმა მოიგერია. მიხეილ აშვეთია ამბობს, რომ ქართველი მშობლები შვილებს რუსეთში სათამაშოდ არ უშვებენ? - დაე, ნუ გამოუშვებენ, ისინი ჩვენ აქ არ გვჭირდებიან!

მხოლოდ მამუკა ჯუღელმა გაზარდა 2 ფეხბურთელი: კვირკველია და კვარაცხელია. ის ძლიერი აგენტია და მისი დამსახურებაა, რომ ისინი ასეთ დონეზე თამაშობენ, თუმცა მე კვარაცხელიაც და კვირკველიაც საშუალო დონის ფეხბურთელებად მიმაჩნია და ვერავინ გადამარწმუნებს, მე ჩემს აზრს თავზე არავის ვახვევ", - თქვა სტიპიდიმ.
მკითხველის კომენტარები / 75 /
მაინტერესებს ამ ვიღაც არარაობებს რატომ უძღვნით საერთოდ სტატიებს ?
ღორის ფუნქცია არის რომ ტალახში ეგდოს და ღრუტუნებდეს და თქვენ სტატიები უნდა მიუძღვნათ მათ ბუნებრივ მდგომარეობებს?
მაინტერესებს
04 ივლისი 2024 13:57
0
ნუ ეს გაბოროტებული ტიპი რას იტყვის რა მნიშვნელობა აქვს
მანანა
04 ივლისი 2024 13:45
1
ნუ ეს გაბოროტებული ტიპი რას იტყვის რა მნიშვნელობა აქვს
მანუ
04 ივლისი 2024 13:43
0
აი ნამდვილად არ იყო საᲭირო პირის აყროლება! ქარᲗველებისᲗვის Თქვენი დონის ადამიანის აზრის გამოᲗქმა ნაკლებ მნიᲨვნელოვანია! რუსეᲗი პირიქიᲗ არ იმსახურებს საქარᲗველოსᲗან მეგობრობას და ურᲗიერᲗობას!
მაია
03 ივლისი 2024 14:54
2
ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრა და ქვეჯგუფიდან გასვლა უკვე წარმატებაა. დიდი წარმატებები წინ გვაქვს. რა მნიშვნელობა აქვს ჩვენთვის, რას იტყვის ჩვენზე ვიღაც რუსი...
ნინო არველაძე
03 ივლისი 2024 10:10
1
სარატოვის "სოკოლში", მახაჩყალის "დინამოსა" და "ანჟიში" და გროზნოს "ტერეკში" სხვადასხვა თანამდებობაზე მუშაობა გონებას აშკარად არაფერს ჰმატებს! მოკლედ, თავისი ვრცელი სამშობლოს სტანდარტული იდიოტია!))))
დო მაჟორი
01 ივლისი 2024 23:37
0
რაც მართალი მართალია.
ყველას აქვს უფლება საკუთარი აზრის გამოთქმის. ეს არც არავის არ უნდა აბრაზებდეს. საქართველოს ნაკრებზე იმდენი დაიწერა და ისეთი რეკლამები გაუკეთდა მუს მითამაშეებს, რომ მეგონა რაღა ბრაზილია და რაღა ჩვენი მაკრები მეთქი. მაგრამ, ეს ქება- დიდება აშკარად გადაჭარბებული აღმოჩნდა. გუნდა სისტემატიურად უნდა აჩვენოს მაღალი დონე, ექსტრა კლასი, და მხოლოდ მაშინ ექნებიდათ პრეტენზია სუპერიორობაზე. და არა ერთი იღბლიანი მოგებით. ეს იყო გამართლება. პირადად მე ვერ დავინახე მაღალი კლასი მათში. და მარტო მე არ ვარ...
ვისაც ახსოვს "დინამო" თბილისი, მიხვდება რასავ ვგულისხმობ. გუნდი რომელსაც ბადალი არ ყავდა არც საბჭოეთში და არც მსოფლიოში. იმიტომ რომ თითოეული მათგანი ქმნიდა გუნდს. ჩვენს მოთამაშეებს კი დიდი გზა აქვთ გასავლელი მათ დონემდე.
ფატი
01 ივლისი 2024 22:46
8
შენ თამაშს ველოდებით მაღალ დონეზე ფატი ხარ თუ ბატი და სად მოვიდეთ
გიორგი
02 ივლისი 2024 10:12
2
რა სატირალია,სასაცილო რომ არ იყოს შენი შეფასება... ან ვის აინტერესებს შენი აზრი...საქართველოს მსოფლიო დონის ნაკრები ყავს ,მითუმეტეს საქართველოს მოსახლეობა არ აღემატება 3 მილიონს... და ნუ ედრებით მოსახლეობისბმრავალმილიონიანი სახელმწიფოები,ჯერ გეოგრაფია წაიკითხე კარგად,შემდეგ ისტორია და მერე მათემატიკა...მერე დაწერე... რჩევისთვის...
ნათია კალანდარიშვილი
01 ივლისი 2024 21:30
3
კუმ ფეხი გამოყოო...შური და ბიოღმა ერთად... ხო ხო ხო როგორ გაიგუდები შე საცოდავო შენსავე გესლში ...
Makaterine
30 ივნისი 2024 21:20
1
რუსი აბა რაის რუსია
გოჩა
30 ივნისი 2024 17:51
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული