გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი - მიქაუტაძე დიდ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ჩემი აზრით, ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი გული აქვს და მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავინახოთ, რა გამოგვივა. ევრო 2024 უკვე კარგად ჩავატარეთ, ახლა სიამოვნება უნდა მივიღოთ და ჩვენსას ბოლომდე ვეცადოთ. რთული იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ.

თავის კარგად დაცვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა გვმართებს. საამისოდ წინ უნარიანი ფეხბურთელები გვყავს.

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი? ვფიქრობ, მაშინ არ გაგვიმართლა. მეტოქე გუნდიდან ყველანი სახიფათონი არიან.
იამალი მაღალი კლასისაა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. აგრეთვე ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ბრძოლა და კონცენტრაცია მოგვიწევს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ესპანეთში გატარებული მთელი პერიოდი კარგად მახსენდება. სანიოლმა გვითხრა, რომ ჩვენს დონეზე უნდა დავრჩეთ. ევროპირველობაზე ჩემი საუკეთესო მოგერიება ის იყო, როდესაც პორტუგალიელ დიოგუ დალოტს არ გავატანინე, თუმცა გოლი რომ გასულიყო, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან VAR-მა იქამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დააფიქსირა.

ჩემი მომავალი "ვალენშიაში" ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მიქაუტაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია და მგონია, ისიც მალე ძალიან დიდ კლუბში გადავა.

კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 33 /
საქართველოს ნაკრები ესპანეთის წინააღმდეგ მხოლოდ მატჩის მოგების ფსიქოლოგიით უნდა გავიდეს მოედანზე, თავისი მაქსიმუმი უნდა გაიღოს თითოეულმა მათგანმა, ყველა მოთამაშემ უნდა ირწმუნოს საკუთარი თავის რომ ისინი ამას შეძლებენ და კიდევ უფრო უკეთეს ისტორიას დაწერენ საქართველოსთვის, გაგვახარეთ ბიჭებო! კიდევ გვინდა მოგება, კარგი დაცვა და კონტრშეტევები, აბა თქვენ იცით, თქვენ გენაცვალეთ!
გია
29 ივნისი 2024 07:11
2
აქ რომ დაწეროს ადამიანმა, მაგალითად, აი ეს: 2 + 2 = 4, ვინმე აუცილებლად უპასუხებს: "ნაცები ხართ!"
თან ძალიან კარგად იცის, რომ არც ივანიშვილოვი არ მიყვარს, და არც სააკიანის თაყვანისმცემელი ვარ.
პორტუგალიასთან თამაშის წინ 3 დღით ადრე დავწერე, რომ პორტუგალია მეორე შემადგენლობას დააყენებდა, მოტივაცია არ ექნებოდა და ჩვენ მოგების შანსი გვექნებოდა. მაშინ ზოგმა კამათი დამიწყო. დღეს კი მატყუარა მიწოდეს და ნაცობა დამაბრალეს.
რეალობა
29 ივნისი 2024 10:59
3
მამარდას გარეშე აქამდე ვერ მოვიდოდით. ეს ფაქტია, მაგრამ... იმედია, რომ კვარაცხელია ჯობია მთელს ესპანეთს, ამ სიტყვებით არ განუცხადებია და კონტექსტიდანაა ამოგლეჯილი. სხვანაირად, მე დიდ შეცდომად ჩავუთვლიდი. არ მგონია, ასეთ მოწესრიგებულ და დელიკატურ ადამიანს ასეთი განცხადება გაეკეთებინა, რა რა და, ესპანეთმა უდიდესი როლი შეასრულა მის კარიერაში.
ზაზა
29 ივნისი 2024 16:24
0
რატო არ უნდა ეთქვა, ნაჩომ რაო ბეეევრი გოლი უნდა გავუტანოთ მამარდასო? ჰოდა ზუსტად მაგიტომ თქვა ის რაც თქვა.
მალხაზ ჯობავა
29 ივნისი 2024 22:04
0
ნაპოლის არხის ვიდეო
21:05 (21 წუთი 05 წამი) საუბარია აურელიოსა და ხვიჩას აგენტის შეხვედრაზე გერმანიაში
https://www.youtube.com/live/H2HeSC_WXkc?si=h4Om7BWRnPay3GKD
რეალობა
29 ივნისი 2024 09:54
1
1000000% !!!
cheroeli -ს
29 ივნისი 2024 14:38
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული