U16 გოგონათა ნაკრებმა ტურნირი მე-5 ადგილზე დაასრულა, ნიცა საბადაშვილი სიმბოლურ ხუთეულში შევიდა

AutoSharing Option
საქართველოს 16 წლამდე გოგონათა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის C დივიზიონი სომხეთთან მარცხით და მე-6 ადგილზე დაასრულა. ტურნირში, რომელსაც გიბრალტარმა უმასპინძლა, 8 ქვეყნის ნაკრები მონაწილეობდა და ჩემპიონი აზერბაიჯანი გახდა, გიორგი გოლიაძის გაწვრთნილმა ნაკრებმა კი მე-5 ადგილისთვის მატჩში სომხეთთან დაძაბულ ბრძოლაში – 71:77 წააგო.

არადა, საქართველომ სომხეთი ჯგუფურ ეტაპზე 12 ქულით (83:71) დაამარცხა, თუმცა იმავეს გაკეთება ტურნირის დასკვნით მატჩში ვეღარ მოახერხა. კარგი ამბავი კი ისაა, რომ ტურნირის სიმბოლურ ხუთეულში საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი – ნიცა საბადაშვილი შეიყვანეს. კლუბ “ბასტიონისა” და ჩვენი ნაკრების წევრი
სტატისტიკით ტურნირზე ერთ-ერთი საუკეთესო იყო და მატჩში საშუალოდ 19 ქულას, 9.6 მოხსნას და 2.4 ჩაჭრას აგროვებდა. მასთან ერთად ხუთეული შეავსეს – ეველინა დემეტრიადმა (კვიპროსი). სიდორელა ზილამ (ალბანეთი), სიტარა აბასოვამ (აზერბაიჯანი) და ანგელინა ისმაელოვამ (აზერბაიჯანი), რომელიც ტურნირის MVP გახდა.

GBF.GE

მკითხველის კომენტარები / 4 /
თუ წავაგეთ სომხეთთან 5 ადგილზე ვერ გავიდოდით, სტატიაშიც 6 ადგილი გიწერიათ , რომელია სიმართლე?
Dato
14:48 16-07-2024
0
ასეთი მომზადებით, ოფიციალურ ტურნირში მონაწილებას, აჯობებდა ჯერ ე.წ. ამხანაგური შეხვედრებით ამოექაჩათ უდაბლესი დონე !
რა ჰქვია ამას, ოლიმპიადასავით, მხოლოდ მონაწილეობის მიღება და ყველაფერისულერთია ?!
ამ ასაკში, თანატოლ აზებაიჯანელებთან 40-50 ქულით წაგება ?!
არ მინდა გუნდს, განსაკუთრებით ახალგაზრდებს/გოგონებს გული ვატკინო, მაგრამ...
მოკლედ, ქვეყნის სირცხვილია ასეთი გამოსვლა !
აჯობებდა ...
14:19 16-07-2024
1

სიახლეები პოპულარული