გიორგი მამარდაშვილი: კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი - მიქაუტაძე დიდ კლუბში გადავა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მეკარე გიორგი მამარდაშვილმა ესპანეთთან ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში შეხვედრის შესახებ გააკეთა კომენტარი:

"ჩემი აზრით, ესპანეთი ტურნირის მთავარი ფავორიტია. საქართველო პატარა ქვეყანაა, მაგრამ დიდი გული აქვს და მთელი ძალით უნდა ვიბრძოლოთ, რათა დავინახოთ, რა გამოგვივა. ევრო 2024 უკვე კარგად ჩავატარეთ, ახლა სიამოვნება უნდა მივიღოთ და ჩვენსას ბოლომდე ვეცადოთ. რთული იქნება, თუმცა ამისათვის მზად ვართ.

თავის კარგად დაცვა და კონტრშეტევებზე სწრაფად გადასვლა გვმართებს. საამისოდ წინ უნარიანი ფეხბურთელები გვყავს.

ესპანეთთან 1:7 წაგებული მატჩი? ვფიქრობ, მაშინ არ გაგვიმართლა. მეტოქე გუნდიდან ყველანი სახიფათონი არიან.
იამალი მაღალი კლასისაა, გოლების გატანაც შეუძლია და საგოლე გადაცემების გაკეთებაც. აგრეთვე ლა ლიგის საუკეთესო მეკარე ჰყავთ. ბრძოლა და კონცენტრაცია მოგვიწევს, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ესპანეთში გატარებული მთელი პერიოდი კარგად მახსენდება. სანიოლმა გვითხრა, რომ ჩვენს დონეზე უნდა დავრჩეთ. ევროპირველობაზე ჩემი საუკეთესო მოგერიება ის იყო, როდესაც პორტუგალიელ დიოგუ დალოტს არ გავატანინე, თუმცა გოლი რომ გასულიყო, მაინც არ ჩაითვლებოდა, რადგან VAR-მა იქამდე ჩვენს სასარგებლოდ პენალტი დააფიქსირა.

ჩემი მომავალი "ვალენშიაში" ესპანეთთან შეხვედრის შემდეგ გადაწყდება. მიქაუტაძე ძალიან კარგი თავდამსხმელია და მგონია, ისიც მალე ძალიან დიდ კლუბში გადავა.

კვარაცხელია უკეთესია, ვიდრე მთელი ესპანეთი. არ ვამბობ, რომ გავიმარჯვებთ, მაგრამ ბოლომდე ვიბრძოლებთ და ვნახავთ, რა მოხდება".

მკითხველის კომენტარები / 33 /
სასახელო ქართველები.
-
28 ივნისი 2024 21:45
1
ვინც თამაშის წინ ამტკიცებდა, რომ პორტუგალიის მეორე შემადგენლობაც ჩვენზე ათი თავით მაღლა დგას, რომ სათადარიგო პორტუგალიელებს მოტივაცია ექნებათ (მიცემული შანსის გამოყენება და ძირითად შემადგენლობაში დამკვიდრება) და გოლებით ამოგვტენიან, ის ახლა იძახის, რომ უმოტივაციო დუბლიორებს მოვუგეთ და ესპანეთთან საერთოდ სხვა დონე იქნება. ესპანეთს რომ დავამარცხებთ, მერე იტყვიან, რომ მსაჯი დაგვეხმარა ან ტოტალიზატორზე ვიღაცეებს ფულის მოგებას დააბრალებენ.
რეალობა
29 ივნისი 2024 02:01
3
კი,ამოტენვას ვვარაუდობდი და ეგრეც იქნებოდა,თუ ასეთ შემადგენლობას არ გამოიყვანდა. რეალობა რო დაირქვი,მიდი გვითხარი,ამ შემადგენლობით რამდენი თამაში ითამაშა პორტუგალიამ? რეალობას ხო აღწერ და ეგრე ასაღებ თავს,გვითხარი ყველას და მაგით გამოჩნდება ყველაფერი. წელიწადში ერთხელ ყარაულის თოფიც ისვრის,ოღონ მარილს. თურქებთან გვქონდა შანსები და წავაგეთ,არ გვეყო საშემსრულებლო კლასი,ჩეხებთან გადავრჩით და გაგვიმართლა ქულა რო ავიღეთ,ხოლო პორტუგალიამ ის გუნდი გამოიყვანა,რომელსაც ერთად არასოდეს უთამაშიათ,ამ შემადგენლობით არასოდეს გამოსულან მოედანზე. მოვიგეთ და შეირგეთ,ნიშნის მოგებას და დაქადნებას მოეშვით. არ მითხრა რო მართლა გჯეროდათ პორტუგალიის დამარცხების?მატყუარები ხართ უბრალოდ და ასე ამბობთ. ასე რო ყოფილიყო,არც სანიოლი გაილანძღებოდა,არც კვარა და არც ლოჩოშვილი. ბუდუიზმი მოაწყეთ ქვეყანაში,თითქოს მარადონა არ ათამაშეს. მავნებლები ხართ და სხვას ტენით მაგ ამბავს,ლატენტური ნაცები ხართ და მათი აღზრდილები. მოძალადეები არიან და სხვას ტენიან მოძალადის სახელს,ეგრე ხართ თქვენც. დაველოდოთ,რამდენი თქვენგანი გაილანძღება ახლო მომავალში ნაკრების მიმართ,გამოჩნდება ეგ ყველაფერი. მტერს იქ ეძებთ სადაც ის არ არის,თქვენს მტერს სარკეში უყურებთ ყოველდღე და ვერც ხვდებით ამას.
იასონას უდარი
29 ივნისი 2024 07:42
9
როცა საყვარელ გუნდს გულშემატკივრობ ხანდახან ობიექტურობაც რო დაგეკარგოს ადამიანს ვფიქრობ რომ საპატიოა. სურვილი მალაპარაკებს და უკვე ისედაც ამაყს, კიდევ უფრო მეტი შედეგი მინდა:)).ასე რომ მჯერა გავიმარჯვებთ. რაც შეეხება ობიექტურობას, მიმდინარე ჩემპიონატში საქართველოს ნაკრების პირველად სტატუსს რომ არ დავუბრუნდეთ, მთავარია საბრძოლო ანგარიშით დავმარცხდეთ და ისეთივე თავდადებული და კონკურენტუნარიანი მატჩი ჩავატაროთ როგორიც უკვე ვოთამაშეთ. მარა ერთი ობიექტურობის დე... გამარჯვება ბიჭებო. წარმატებები ჩვენებს.
გიგი
29 ივნისი 2024 01:02
1
მარტო მოგებაზე ვფიქრობ მეც. მადა ჭამაში მოდისო)))
12
29 ივნისი 2024 01:10
1
უბრალოდ ისიამოვნეთ იმით რაც ხდება, არ გეუბნებით არ ინერვიულოთ მეთქი უბრალოდ აკეთეთ ის რაც ყველაზე მაგრად გამოგდით, დაუდექით ერთმანეთს გვერდით და ერთის დაკარგული ბურთი მეორე მოიპოვეთ და გაამხნევეთ რომ მეორე ჯერზეც მზად ხართ იგივე გააკეთოთ, ერთმანეთს გაუფრთხილდით გაიღიმეთ გადით მინდორზე და გაგვახარეთ. ტაბლოზე რა ეწერება მნიშვნელობა არ აქვს არ დანებდეთ სასტვენამდე. დარწმუნებული ვარ 26 ლომიდან ვინც გავა მინდორზე თავს დადებს, ვინც სკამზე დარჩება იმაზე მეტი საქმე აქვს საკეთებელი ვიდრე მინდორზე მყოფს, ეს არააა კონკურენცია ძირითადში ადგილისთვის, ესაა თავგანწირვით თამაში ქვეყნისა და 3 700 000 ადამიანისთვის, ვინც თვალებ გაბრწყინებული შემოგციცინებთ უყვარხართ და ეიმედებით. ზოგი გერმანიაშია და ზოგიც საქართველოში. ის დიდი დროშა ხომ გახსოვთ ბათუმში გაშლილი მეც მივიღე ამ დროშის გაშლაში მონაწილეობა და იცით რა ამაყად ვატარებდი ბათუმის ქუჩებში? 30 ში საღამოს იგივეს ვაპირებ და იცით რატომ? ვის ვეთამაშებით? ესპანეთი? ვინაა ესპანეთი? 26 ქართველი ლომი გერმანიაშია და 30 ივნისს მსოფლიოს შოუს დაუდგამს. მეორე დღეს მსოფლიო საქართველოზე და ჩვენ ვაჟკაცებზე ილაპარაკებს რა ანგარიშითაც არ უნდა დასრულდეს მატჩი მნიშვნელობა არ აქვს ჩვენ მსოფლიო ქედს მოგვიხრის. ღმერთო დალოცე და დაიფარე საქართველო. ღმერთი ჩვენსკენ.
roma bejanidze
28 ივნისი 2024 23:58
2
ზემოდან გვიყურებენ ესპანელები და ამის საბაბიც აქვთ. მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ მომენტები რაც შეგვექმნება. ერთი სიამოვნება ყოფილა ევროპაზე თამაში. ასეთ თამაშებში იზრდება ფეხბურთელი, უდიდესი გამოცდილებაა და მჯერა უკეთესი საქართველოს ნაკრები იქნება მომავალში. უკვე იმდენი აკადემიაა ქვეყანაში ნელ ნელა ყველა რგოლი დაბალანსდება და შეივსება პერსპექტიული ბიჭებით.
იბრუხ მართალი
28 ივნისი 2024 22:14
1
ნეტა მართლა ზემოდან შეგვხედონ და თავი უკვე მეოთხედფინალში ეგონოთ ესპანელებს! ეგ მარტო საქართველოს წაადგება.

მაგრამ სიმართლე გითხრა, რაც ჩვენი ფეხბურთელების და ხალხის კომენტარებს თვალი გადავავლე ჩვენ უფრო ზემოდან ვიყურებით ას მგონია. მგონია მიწაზე დავეშვათ და ისე გავიდეთ მოედანზე ჯობს.
აზრი
29 ივნისი 2024 00:41
1
გაიხარეთ ბიჭებო, მიდით და აჩვენეთ მთელ ევროპას რანი არიან ქართველები, როცა იმას აჩვენებენ -რაც შეუძლიათ.
ჟორა გაბრიჭიძე
28 ივნისი 2024 22:58
1
ეგეთი გახარებულები გვენახოთ 30-ში!
არ გაჩერდეთ!
28 ივნისი 2024 22:01
1
ძალიან ინერვიულებს ესპანეთი დაიძაბებიან ჩვენთან,ჩვენ კიდევ ისევ ისე სიამოვნება უნდა მივიღოთნდა ყოველგვარი წნეხის გარეშე ვითამაშათ.ბიჭები უკვე მაქსიმუმი გამოადნეს და ეხლა ბონუსად შეისაძლებელია ესპანეთი მიაყოლენ.მადა ჭამაში მოდის ბიჭებო.
გიორგი
28 ივნისი 2024 22:55
2
30 ში წნეხი თუ იქნება ვინმეზე, ეს ესპანეთია. ჩვენმა ნაკრებმა გეგმა მაქსიმუმი უკვე შეასრულა და შედეგის მიუხედავად, ის უკვე ჩემპიონია, ამიტომ ეს ფაქტორი სათანადოდ უნდა გავიაზროთ და საჩვენოდ გამოვიყენოთ. ვინ იცის რა ხდება...ბურთი მრგვალია!;)
ABARA
29 ივნისი 2024 00:37
2
კერძო ბიზნესი ახლა მაინც დარწმუნდეს რო საქართველო ტალანტების სამჭედლოა და თანხები ჩადონ ფეხბურთში. ბევრი სტადიონები და ბევრი ბაზები ასევე აკადემიები აქ პატარა ბრაზილია და არგენტინა და ურუგვაია დაიჯერონ ეს ახლა მაინც. კერძო ბიზნესი რო დუმს ახლა და მარტო პოლიტიკაში და სასტუმროების აშენებაში რო დებთ ფულს გამოხედეთ ფეხბურთსაც.
ქომაგი
29 ივნისი 2024 01:30
1
ვისაც ფეხბურთი არ ესმის, ციფრულ ტექნოლოგიებში ჩადოს, მანდაც ფასდება ნიჭი და მოგებას იძლევა!
ალექს
29 ივნისი 2024 08:21
3
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული