ესპანეთის დედაქალაქში ამ ღონისძიების მიმართ დიდი მოლოდინია. "სანტიაგო ბერნაბეუზე" პრეზენტაციაზე დასწრების ბილეთები რამდენიმე საათში რეკორდული სისწრაფით გაიყიდა.
მოსალოდნელია, რომ სტადიონზე 85 000 ადამიანი იქნება და კრიშტიანო რონალდოს წარდგენის რეკორდიც კი მოიხსნება.
მბაპე მე-9 ნომერს აირჩევს. ის ჯერ სამედიცინო შემოწმებას გაივლის, კონტრაქტს გააფორმებს და თბილისის დროით 15:00 საათზე გულშემატკივართა თვალწინ მისი წარდგენაა ჩანიშნული.
ამის შემდეგ კილიანი უკვე "სანტიაგო ბერნაბეუს" საპრესკონფერენციო დარბაზში გადაინაცვლებს და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხებს.