ლუჩანო სპალეტი: კვარაცხელია ტოპია და დიადი საქმეების გაკეთება შეუძლია

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე შვეიცარიასთან 1/8-ფინალური მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე იტალიის ნაკრების მწვრთნელმა ლუჩანო სპალეტიმ თავისი ყოფილი ფეხბურთელის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა:

"ზოგიერთი ურთიერთობის წაშლა შეუძლებელია. ჩემს ზოგიერთ ფეხბურთელთან ისევ მაქვს ურთიერთობა და კვარაცხელია ერთ-ერთი მათგანია. ჯგუფური ეტაპის გადალახვის შემდეგ ერთმანეთს კომპლიმენტები ვუძღვენით. მას არავინ არ იცნობდა, ან ცოტა ვინმე თუ იცნობდა. ახლა ის სამართლიანად ყველას მიერ აღირებულია.

"კვარამ" ისეთ მაღალ დონეს მიაღწია, რომ ნებისმიერ მეტოქეს შეუძლია გაუმკლავდეს. ახლა ჩვენ ისეთი ტოპ-დონის მოთამაშეზე ვლაპარაკობთ, რომელმაც თავისი ფასეულობა დაამტკიცა და კარიერაში დიადი საქმეების
გაკეთება შეუძლია".

მკითხველის კომენტარები / 8 /
ვინც რა არ უნდა თქვას, დიდ ასპარეზზე ლუჩანო კვარას საფეხბურთო მამაა და ნამდვილად უდიდესი წვლილი მიუძღვის მის მსოფლიო დონის ვარკვლავად ჩამოყალიბებაში, ამიტომ პატივსაცემი ადამიანი და მწვრთნელია, რაც კვარამაც სესანიშნავად იცის და სათანადო პატივსაც მიაგებს...
ABARA
00:43 29-06-2024
2
დონეა სპალეტი,იცოდა ყოველთვის ხვიჩას ფასი, გამოთალა ალმასისგან ბრილიანტი
1

სიახლეები პოპულარული