მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - დღეს, 30 ივნისს, კიოლნის "რაინ ენერგიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე.

"ფურია როხამ" 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 "მშრალი" კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია
(3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ხვიჩა კვარაცხელიას მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.

Sportall.Ge

წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.

ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე რუსეთი... ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. "ჯვაროსნების" კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, "მამარდას" ანგარიშზე 20 "სეივია". რაც შეეხება "კვარას", მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც...

"ბეტისის" ფორვარდ აიოზე პერესისა და "რეალის" მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი დისკვალიფიცირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - როდრი, პედრი, რუიზი - იამალი, მორატა, უილიამსი;

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)

ღვთისავარ ანთაძე აახენი - კიოლნი

altკიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

altიულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

მკითხველის კომენტარები / 54 /
ამინდი კელნში
თამაშის დასაწყისი - 19°C
თამაშის ბოლო წუთები - წვიმის ალბათობა 40%
რეალობა
30 ივნისი 2024 12:28
0
განახლებული პროგნოზი
თამაშის დასაწყისი: 19°C, წვიმის ალბათობა 40%
მეორე ტაიმის დასაწყისი: 18°C, წვიმის ალბათობა 60%
თამაშის ბოლო წუთები: 17°C, წვიმის ალბათობა 60%
რეალობა
30 ივნისი 2024 16:47
0
მხედველობაშია მისაღები ასეთი გარემოება: შეხვედრის არბიტრი ფრანგია, ასევე ფრანგია საქართველოს ნაკრების მწვრთნელი, ამიტომ მსაჯის სიმპათია ჩვენი ნაკრების მხარეს უნდა იყოს. თუ ეს მიზეზი არ იმუშავებს არის მეორეც, მსაჯი ფრანგია და რა თქმა უნდა ჩემიონატში საფრანგეთის გამარჯვება უნდა, ამიტომ მისთვის და საფრანგეთის ნაკრებისთვისთვის გაცილებით მომგებიანია შემდეგ ეტაპზე საქართველო გავიდეს და არა ესპანეთი. ბიჭებო ხომ ხედავთ მსაჯის სიმპათიის პრობლემა მე მოგიგვარეთ, დანარჩენს თქვენ უნდა მიხედოთ.
ჟორა გაბრიჭიძე
30 ივნისი 2024 10:35
0
ხო მარა ეგ მსაჯი რასისტია ზუსტად ვიცი და საფრანგეთის ნაკრები ეზიზღება იმის გამო რომ იქ ფრანგი არავინაა ლამის და . . . ასე რომ ფრანგი რომ იმსაჯებს ეგ უბედურებააა
ნაპოლეონი
30 ივნისი 2024 12:53
5
კოლხ~იბერიელნო, თქვენ თქვენი საქმე უკვე გააკეთეთ, უკვე გმირები ხართ.
ახლა თქვენი და თქვენი ქვეყნის სიხარულისთვის ითამაშეთ, ოღონდ თავდადებით, ისე თითქოს ბოლო თამაში იყოს.
აბა თქვენ იცით, სამშობლოს თქვენი სჯერა, წინ ევროპაში შესასვლელად და დასაპყრობად! ამინ.
მალხაზ ჯობავა
30 ივნისი 2024 10:01
2
რა გეშველებათ ამ სტალინისტებს, რა გიქნათ ამ სსრკ-ს ტყუილებმა ...
ნაპოლეონა უბედურს
30 ივნისი 2024 15:35
2
ამ ევროპაში არაფერი გვესაქმება,აი დაპყრობა კი იცოცხლე ულვაშას უკვე აქ ეგ ამბავი ჩატარებული
ნაპოლეონი
30 ივნისი 2024 12:55
8
პორტუგალიასთან მამარდამ, ბიჭების ჟინით თამაშმა და ცოტა, ცოტა, იღბალმა მოგვაგებინა.. აი ესპანეთთან კი უფლის წყალობით და იმედით ვიყოთ და იქნება ჩვენ პატარა, ლამაზმა, და სტუმართმოყვარე ერმა გაიხაროს და, იქნებ ეს ერთიანობა ყველაფერში გაგრძელებულიყოს წინ ბიჭებოოოოოოო ლოცვა თქვით გასვლის წინ..
კახა
29 ივნისი 2024 21:20
0
ბიჭებო არ უნდა იყოს არავითარი შიშის გრძნობა. თქვენ ისედაც უკვე დიდი გმირები ხართ. ითამაშეთ მთელი მონდომებით. თამაშში ჩადეთ სული და გული. ერთი რამ არ დაგავიწყდეთ ვისი გორისა ხართ. წინ ქართველებო ვძლიოდ მეტოქეს. თქვენ ეს შეგიძლიათ
ლექსო
29 ივნისი 2024 18:48
1
კვირკველიას ნაცვლად გველესიანი და წიტაიშვილის ნაცვლად ბუდუს დავამატებდი. 2 ფორვარდით მეტი სანსია.4-4-2.
ლევან მაღლაკელიძე.
29 ივნისი 2024 17:54
18
ლ.ჯ თბილისში 4-4-2 ით რომ ითამაშა ნაკრებმა, იმ ნაკრების ძირითადიდან დღევადელი ნაკრების ძირითადში რამდენი ფეხბურთელია გახსოვს?:) მე ჩამოგითვლი ვინ აღარაა: აზაროვი, გოჩოლეიშვილი, აბურჯანია, გაგნიძე და ლობჟანიძე, ანუ ნახევარი გუნდი გადახალისებულია, თუმცა მიუხედავად ამისა, 4-4-2 ტაქტიკას არც ახლა ვემხრობი. 3-5-2 ნაცადი ტაქტიკაა, რომელმაც ევროს მერვედფინალში გაგვიყვანა, თუმცა ჩვენში რომ დარჩეს, ნაკრები 5-3-2 ტაქტიკას უფრო თამაშობს, რადგან კაკაბაძე და ლოჩოშვილი (წიტაიშვილი) მცველებად უფრო განიხილებიან ვიდრე ნახევარმცველებად ან მითუმეტეს შემტევებად, მიუხედავად იმისა, რომ თანამედროვე ენაზე ამ პოზიციაზე მოთამაშე ფეხბურთელს "ვინგ-ბექი" ჰქვია, რაც უკან დახეულ ფლანგზე მოთამაშე ფეხბურთელს ნიშნავს და გულისხმობს იმას, რომ სრულად ფლანგი უნდა მოიცვას ამ ამპლუას მოთამაშემ, კარგად იცავდეს და ინტენსიურად ერთვებოდეს ფლანგიდან წარმართულ შეტევებში.
ABARA
30 ივნისი 2024 12:03
0
442 itamasha sanoilma tbilisshi,angarishi gaxsovs???
L.J .
30 ივნისი 2024 09:42
0
მე პირიქით მგონია,რა თქმა უნდა უკან დავიხევთ,მაგრამ ჩვენი სამივე მგელი ნახევარმცველი უნდა იყოს იმათ შეტევების დასაწყისშივე ჩაშლაზე ორიენტირებული,სადღაც ცენტრს აქეთ მაქსიმუმ 10-15 მეტრში უნდა მოხდეს ართმევები თუ ჩაჭრები და სწრაფი გადასვლა რაც ასე კარგად გამოგვდის,იმათი თავის ტკივილი რო იყოს შეტევების მოგერიება.
თუ ბურთი დავუთმეთ და საჯარიმოსთან გავმაგრდით დიდი შანსია მორატა ან შემთხვევითი გოლი დაგვსჯის-როგორც ჩეხეთთან.
თანაც კი აქვს ესპანეთს სამი მოგება,მაგრამ რაღაც უილიამსის ფეხბურთელობის არ მწამს,იამალი კიდე ადვილად პროგნოზირებადია -მარტო ერთი პროგრამა აქვს.
სახიფათოა მორატა და მათ უკან თოდრია ძლიერი-ოღონდ ეს გუნდი სულაც არ არის დავიდ სილვა-ინიესტა და ხავის გუნდი.
მაგათი მაქსიმუმი მეოთხედფიანლია,ან საქართველო გადაგდებს ან გერმანია,
მე უფრო მგონია რომ საქართველო
Levani
29 ივნისი 2024 17:52
2
რატომ ელით სასტარტოში , გველესიანმაც კარგად ითამაშა და ლოჩოშვილმაც. შენგელია გვყავს კიდევ არ დაგავიწყდეთ
C
29 ივნისი 2024 17:31
2
ხვიჩას და ჟორჟს ბევრი გოლების გატანას ვუსურვებ.
მოწინააღმდეგე გუნდებს ჩვენგან ბევრი სიურპრიზი ელის. ძალიან მაგრად ჩაატარებენ მომავალ მატჩებს ჩაკვე, კიტე, ლობჟანიძე, შენგელია, გოჩო, სიგუა, გველესიანი, ბუდუ.
რეალობა
29 ივნისი 2024 15:44
3
45 წელია, მსოფლიოს და ევროს ჩემპიონატებს ვუყურებ და ვისთვის არ მიგულშემატკივარია, ბრაზილიას თავის დროზე, ჰოლანდიის გაბრწყინებებს, უფრო მეტიც, ერთ დროს, დამპყრობლების ნაკრებსაც კი ვგულშემატკივრობდით, რადგან ქართველებიც თამაშობდნენ იმ ნაკრებებში... დღეს და განსაკუთრებულობას ამ დღეების, ჩემთვის იქ, ადგილზე ყოფნა განაპირობებდა... პირველად ჩემს ცხოვრებაში, ევროპის ჩემპიონატზე თამაშს ვუყურებდი გერმანულ საოცარ სტადიონებზე, პირველად ვმღეროდი 35-40 ათას ქართველთან და იმ გუნდთან ერთად, რომლებმაც ეს სასწაული დღეები გვაჩუქეს...ჩვენი ჰიმნისას გული ყელში გებჯინება, თვალებიდან თქეშად წამოსულ ცრემლებს ვერ იკავებ, მაგრამ მაინც ახერხებ ხმამაღლა დასჭექო თავუსუფლების სადიდებელი ჰიმნი... ამ გუნდმა უკვე გააკეთა სასწაული და პირადად მე განსაცვიფრელად კმაყოფილი ვარ, თან მჯერა რომ ბიჭების რწმენამ და მოტივაციამ მოიმატა, რადგან ხედავენ, რომ სწორედ მათი შრომის, ოფლის, ტკივილის შედეგია, როცა ასეთ ბედნიერ ერს ხედავენ, ასე, რომ გვიფრთხილდნენ ესპანელებიც და რაც მთავარია, - ჩვენი ჯვაროსნები ღირსეულად იბრძოლებენ, ამაში დარწმუნებული ვარ, წინ საქართველო!
პაატა
29 ივნისი 2024 15:27
3
Forza saqartvelooo!!!
Noa
29 ივნისი 2024 18:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული