მატჩის დღე! ნუთუ ეს მართლა შეგვიძლია? საქართველო VS ესპანეთი

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატი პლეი-ოფის ეტაპზე გადავიდა. ჯერაც დაუჯერებელია, რომ აქ საქართველოს ნაკრებიცაა და ახლა მისი მატჩის პრევიუს ვკითხულობთ. მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დავუპირისპირდებით - დღეს, 30 ივნისს, კიოლნის "რაინ ენერგიზე", თბილისის დროით 23:00 საათზე.

"ფურია როხამ" 2008 წლის შემდეგ ჯგუფური ეტაპის სამივე შეხვედრა პირველად მოიგო. ესპანელენს ჯერ გოლი არ გაუშვიათ, 4 "მშრალი" კარი კი 2012 წლის შემდეგ არ ჰქონიათ. საუბარია პერიოდზე, როცა ესპანელთა გლობალური ბატონობა მიმდინარეობდა. 

Sportall.Ge

დე ლა ფუენტემ მესამე ტურში როტაცია მოახდინა, მაგრამ მაინც გაიმარჯვა. გიორგი მიქაუტაძე ჯგუფური ეტაპის საუკეთესო ბომბარდირია
(3 გოლი, 1 საგოლე პასი). მისი და ხვიჩა კვარაცხელიას მძლავრი დუეტი მეკარე სიმონის გოლგაუშვებელ კარს სერიოზულად ემუქრება.

Sportall.Ge

წილისყრის ეს ნახევარი მძიმეა, მომდევნო პოტენციური მეტოქები გერმანია (მეოთხედფინალში) და საფრანგეთი (ნახევარფინალში) არიან, ასე რომ, ვილი სანიოლის გუნდს ყველანაირი წნეხი მოხსნილი აქვს.

ესპანეთის ნაკრებს ხანდახან ჩვევია, აუტსაიდერთან დამარცხდეს. ასეთი იყო მაროკო ბოლო მსოფლიო ჩემპიონატზე, უფრო ადრე რუსეთი... ასეთ დროს ისინი სათამაშო უპირატესობას ფლობენ, რასაც ტაბლოზე ვერ ასახავენ...

Sportall.Ge

საქართველოს ნაკრებს ბოლო პერიოდში ერთი დიდი ჩავარდნა ჰქონდა და ეს ესპანეთის ნაკრებთან შინ (1:7) იყო. "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი ამ ამბავს აღარ დაუშვებს. "ჯვაროსნების" კარისკენ ჩემპიონატში ყველაზე მეტი (71) დაარტყეს, აქედან კარში 24 წავიდა, "მამარდას" ანგარიშზე 20 "სეივია". რაც შეეხება "კვარას", მას ესპანელთათვის შინაც გატანილი აქვს და სტუმრადაც...

"ბეტისის" ფორვარდ აიოზე პერესისა და "რეალის" მცველ ნაჩოს თამაში საეჭვოა, მაგრამ უკეთ არიან. ესპანელთა რიგებში დანი ოლმო და ფერან ტორესი გამორჩეულები იყვნენ, მაგრამ სასტარტოში მაინც ლამინე იამალი და ნიკო უილიამსი იქნებიან. ანზორ მექვაბიშვილი დისკვალიფიცირებულია, სოლომონ კვირკველიასა და გიორგი წიტაიშვილს კი ახლა სასტარტოში ველით.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი (4-3-3): სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, ლაპორტი, კუკურელია - როდრი, პედრი, რუიზი - იამალი, მორატა, უილიამსი;

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი- კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი, წიტაიშვილი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მსაჯი: ლეტექსიე (საფრანგეთი)

ღვთისავარ ანთაძე აახენი - კიოლნი

altკიდევ ერთი სასწაულის მოსახდენად - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან მატჩისთვის ემზადება

altიულიან ნაგელსმანი: წარმოუდგენელია - საქართველოს ნაკრები სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება

მკითხველის კომენტარები / 54 /
რეალურად რომ შევხედოთ საკითხს და იმას თუ რაშია ჩვენი ნაკრების შანსი, გასაგები გახდება, რომ ესპანელებს თამაშის ტემპში ვერ ავყვებით, ამისთვის უბრალოდ ფიზიკური გამძლეობა არ იქნება საკმარისი, ვერც ბურთის ფლობასა და კონტროლში ვაჯობებთ, რაც თავიდანვე ნათელი იყო, შესაბამისად, ერთადერთ ტაქტიკაა ზონების მაქსიმალურად ამოქოლვა ჩვენს ნახევარზე და სწრაფი კონტრ ჩხვლეტების ორგანიზება. ამისათვის ძალიან მნიშვნელოვანია პირველ ტაიმში გოლი არ მივიღოთ, მითუმეტეს სწრაფი. ამის მისაღწევად პირადად ჩემი აზრით პირველ რიგში მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ფლანგები ამოვუკეტოთ მოწინააღმდეგეს, რადგან თუ ჩავლილ შეხვედრებს გადავავლებთ თვალს,ნათლად დავინახავთ იმას, რომ მთავარი საფრთხეები ნიკო უილიამსისგან და ლამინ იამალისგან მოდის. საჭიროა განაპირა მცველების მაქსიმალური კონცენტრაცია + დაზღვევაზე 1-2 მეტრის რადიუსში მუდამ ერთი ფეხბურთელის ყოფნა. დაცვაში პრესინგზე სამივე ცენტრალური ნახევარცმველი (კიტე,ქოჩორა,ჩაკვე) ეფექტურად მუშაობენ, ამიტომ მათი როლი აღნიშნულ თამაშში შეუფასებელი იქნება და თუ გვარიანად გაირჯებიან, დიდია იმის შანსი, რომ ესპანეთსა პირველივე ტაიმში საწადელს ვერ მიაღწიოს. თუ ეს ასე მოხდა, მეორე ტაიმში ისინი ანერვიულდებიან, მეტ შეცდომას დაუშვებენ და უკან ზონებსაც მეტად მოაშიშვლებენ, რითაც კარგად უნდა ისარგებლონ ჩვენმა გამქცევმა ფეხბურთელებმა (კვარა,ჩაკვე,ჟორჟი). არ იქნებოდა ურიგო თამაში ძირითადში კარგად დასვენებულ ბუდუ ზივზივაძეს დაეწყო და პირველი 60-65 წუთის მანძილზე ეცადა მაქსიმალურად დაეღალა ჭიდაობით მოწინააღმდეგის ცენტრალური მცველები, რასაც მეორე ტაიმიდან დასვენებული მიქაუტაძის გამოსვლა მოყვებოდა და სისწრაფეებში უპირატესობის მიღწევა იქნებოდა შესაძლებელი შედარებით დაღლილ ესპანურ დაცვის ხაზთან. თუ გამქცევებზეა საუბარი, რაღაც მომენტში ალბათ უპრიანი იქნებოდა ლობჟანიძის ან დავითაშვილის გამოყვანა მარჯვენა ფლანგზე. რაც შეეხება კვარაცხელიას, კარგი იქნებოდა ის ამ თამაშში შეძლებისდაგვარად გათავისუფლებულიყო დაცვითი ფუნქციებისგან და ძალები წინ, სწრაფი შეტევის ორგანიზებისთვის შემოენახა, რადგან ამ ნაწილში ის ფაქტიურად უალტერნატივოა.

ესპანეთი აღნიშნულ ევროზე პირადად ჩემთვის ფავორიტთა ტოპ სამეულში შედის გერმანიასა და საფრანგეთთან ერთად, რაც მათ დომინანტური თამაშით უკვე დაამტკიცეს და აღარაფერი დატოვეს ხორვატიისგან, უშანსოდ მოუგეს იტალიის ნაკრებს, ამიტომ ამ ბარიერის გადალახვა შეიძლება ჩემპიონობასთაც კი გავაიგივოთ, რომ აღარაფერი ვთქვათ იმაზე, რომ თუკი მათ წინაღობას დავძლევთ, ევროპის 8 საუკეთესო ნაკრებ გუნდში ავტომატურად ვხვდებით, რაც თავისთავად უკვე თავს ზემოთ ახტომა იქნება.
soc.press
29 ივნისი 2024 14:58
5
ბატონებო თქვენი გამკვირვებია: რატომ ერთხელ მაინც არავინ არ გაიხსენა ჩვენი ნაკრების "რუხი კარდინალი" - კიტე? და რატომ არ ახასიათებთ მის თამაშს პორტუ-იბერიელებთან? უკმაყოფილო ხართ? კიტე ხომ წელს გახდა მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთერსო გუნდის - ავსტრიის შიდა ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელი! მისი მოედანზე ყოფნა - "წელს" უმაგრებს კოლხ-ივერიელებს!
ვაჟა მასწავლებელი
29 ივნისი 2024 14:58
3
ეს არარის ევროპის ჩემპიონატზე დებიუტი, ეს არის ჩვეულებრივად ანშლაგით შევარდნა ამ დიდ სცენაზე ისე როგორც ჩვენ ხასიათში ზის. ჩვენ ხო შუალედები არგვიყვარს ან ძაან ვინდომებთ და გამოგვდის ან ძალიან არ გამოგვდის. მართლა ვერ წარმოვიდგენდი ესეთ გამოსვლას ყველა ნეიტრალური გულშემატკივარი ჩვენ გვიჭერს მხარს, ესპანეთთან არაფერი ახალი ისევ ისეთი თავდადებით და ყველაფერი კარგად იქნება ღმერთით, მთავარია ბრძოლა ბრძოლა და კიდევ ერთხელ ბრძოლა.
)))
29 ივნისი 2024 14:50
1
ჩვენ ვცხოვრობთ ზღაპარში, წარმოუდგენელია რაც ხდება, 1 წლის წინ ვინმეს რომ ეთქვა ეს ყველაფერი ალბათ არავინ დავიჯერებდით. რწმენას მოაქვს ეს ყველაფერი, ღმერთი გვეხმარება, რაც ვიტანჯეთ ამდენი წლის განმავლობაში მუდმივი წაგებით ნელნელა ვანაზღაურებთ. მთელმა მსოფლიომ გაგვიცნო ყველა ჩვენზე საუბრობს, ესპანეთთან წნეხის გარეშე და თითოულ ბურთზე თავი უნდა გაწიროს ყველა ფეხბურთელმა ღმერთი თქვენსკენ
ქართველი
29 ივნისი 2024 14:46
2
წლების წინ მსგავს რამეზე ვერც ვიოცნებებდით. დღეს სულ სხვა დონეზე ვართ. დღევანდელი მდგომარეობა ნორმა უნდა გახდეს. ჩვენ გვაქვს ამის ნიჭი. ყოველთვის გვქონდა. მესხი,მეტრეველი, ყიფიანი, გუცაევი, ჩივაძე და ბევრი სხვა... ქართველები არ იყვნენ? ხორვატიას, როგორც ჩვენსავით მცირერიცხოვანს, მაგრამ როგორც სპორტულ ქვეყანას, მთელი მსოფლიო იცნობს. ჩვენ ნაკლები შეგვიძლია? შეიძლება მეტიც...მთავარია, მეტი ხელშეწყობა და მეტი პიარი სპორტს,მით უფრო ფეხბურთს და მეტი ვარსკვლავი გვეყოლება, უფრო მეტს შევძლებთ და არამარტო სპორტში...
მერაბი-1960
29 ივნისი 2024 14:38
2
ჩვენ ფინალში ვართ დაიჯერეთ ეგ ამბავი მასეა, ნებისმიერი ქართველი ფეხბურთელი ხვალ ვინც გამოვა იქნება ზიდანი და მალდინი და რონალდო და მესი ,კარებში ისედაც ჩილავერტი დგას და წინ კვარადონა არის ,ჩვენ გავალთ ბოლომდე დაიჯერეთ და უსიამოვნეთ
დევკალიონი
29 ივნისი 2024 14:15
7
ძალიან ცუდია კვირკველიას სასტარტოში რომ ელით.გველესიანმა დაცვაშიც კარგად ითამაშა და ერთი ნაღდი მომენტიც ჰქონდა პორტალიასთან.კვირკველია და კაშია ფარერებთან და გიბლარტართან დააყენონ,მეტს ვეღარ ქაჩავენ.ესპანელ მგლებს კვირკველია დაიჭერს?
ჯუდო
29 ივნისი 2024 13:59
6
თუ კვირკველია დადგება დარწმუნებული ვარ ასსმაგი მოტივაციით ითამაშებს, რადგან თბილისში 3 გოლი აჩუქა ესპანეთს.
dato
29 ივნისი 2024 15:05
12
მაგათი თავდამსხმელები ისე არ მაღელვებს (ფეხს არ გააძრევინებენ ჩვენი ბიჭები), როგორც ეს კუკურელია. ძალიან სწრაფი, მებრძოლი და საშიშია, ერთად აღებული 5 მარიო რუია. ეგ თუ დაჩაგრეს ჩვენმა ბიჭებმა, მერე ნახეთ გოლების წვიმა ესპანელთა კარში.
ტიჯანი პაპა
29 ივნისი 2024 13:54
6
კუკურელიის თუ გუნდს ეშინია წასულია მისი საქმე რა კუკურელა )))) დიდი არაფერია ჩელსიშიც ვერ მოიკიდა მგონი ფეხი. მორატაც დიდი არაფერი. ნახევარდაცვაა მათი ხერხემალი და იმედია არ დავიჩაგრებით კარგია კიტე რომ დაბრუნდა უკეთეს თამაშს ჩაატარებს ქოჩორას ისედაც მოტივირებული იქნება... ჩაკვე მუდამ ჩაკვეა. მე არ ვარ უიმედოდ საფრანგეთან და ინგლისთან უფრო უიმედოდ ვიქნებოდი
roni
29 ივნისი 2024 14:35
3
კვარა, მე არ ვიცი, რა, პირადად ჩემი ორი გოლი გემართა და ბოლო ვადა 26 ივნისს გქონდა , 27-ში დაბადების დღე იყო ჩემი ?! მოგეცი ხომ შეღავათი: ერთი 26-ში 23-დან 24 საათამდე , და ერთიც 27-ში დილის პირველ საათამდე ჩაგებარებინა?! არ ჩამაბარე ვალი ვადაში, აწი ვერც გავყოფ ვალს, ვერც "გაგირაშოთებ", პირიქით გაჯარიმებ , დამიბრუნე 30 ივნისს ორივე, იმას კიდევ, ლობოს, არცერთი არ ჩაუბარებია და ოცდაათში ბოლო ვადა აქვს მაგასაც-ორი გოლი მინდა! მიქაუტაძეს მადლობა ყველა იმისაგან მაგ დღეს რომ დაიბადნენ და არც ჩაკვეს, კი შეუღებავთ თმები , არ აქვსთ ვალი, მაგრამ მაგათგანაც გოლები მაინც მინდა! გაყოფა, შეღავათი და ეგეთებზე არც იოცნებოთ , 30-ში იბერიამ გაიბრწყინოს უნდა, როგორ თუ რომელმა? ნამდვილმა იბერიამ, ღმერთმა რომ შექმნა, აბა პირენეის იბერია ნამდვილისაგანაა ჩვენი წინაპრების მიერ შექმნილი!
ალექს
29 ივნისი 2024 13:46
4
იმედია კომენტატორი ნამეტანი არ დასჩხავლებს მომენტებს წინასწარ, გოლის მერე რამდენიც გინდა
მიდის სანახავად:))
29 ივნისი 2024 13:35
3
პირველი არხის კომენტარები ჯობიან სილქის კომენტატორებს,ისინი იმ კონკრეტული მატჩის გარდა ყველაფერზე საუბრობენ, მიმოიხილავენ ტრანსფერებს,ფინანსურ სიტუაციებს (ამა თუ იმ გუნდში),პრეზიდენტებს, ფანებს და ათას რაღაცას. გოლი რომ გადის მერე აშუქებენ იმ თამაშს 1 წუთი და ამბობენ გოლის ავტორს!
სინამდვილე
29 ივნისი 2024 15:01
2
მართალი ხართ.ეს კომენტატორებმ საშინელებაა,არადა გვყავს კარგი,ახალგაზრდა კომენტატორები მაგრამ ამ3საზმაუზე ვისაც რაიმე დეფექტი აქვს იმათ იწვევენ
ჯუდო
29 ივნისი 2024 14:02
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული